„მხარის გაკვრის გამო წაქცია იქ არსებული ურნა და ამის შემდეგ დაიწყო დაპირისპირება მხარეებს შორის“ - პროკურორი ცხარიჭამიაში 20 წლის ბიჭის მკვლელობაზე

კრიმინალი 1659252749    713

მკვლელობა

ცხვარიჭამიაში, 20 წლის მირიან კუკავას მკვლელობის საქმეზე მცხეთის რაიონულ სასამართლოში პროცესი იწყება. სხდომაზე 8 დაკავებული პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.

სხდომის დაწყებამდე საქმის პროკურორმა, დავით ყაზარაშვილმა თქვა, რომ მსგავსი კატეგორიის დანაშაულებზე უწყება "უმკაცრეს პოლიტიკას ატარებს", შესაბამისად, ბრალდების მხარე რვავე დაკავებულისთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.

 

"მნიშვნელოვანია, რომ ყველა დამნაშავე პირი კანონის მთელი სიმკაცრით დაისაჯოს. ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. რაც შეეხება ბრალდებულებს, მოგეხსენებათ ერთ-ერთი არის მკვლელობაში ბრალდებული, ასევე შეუტყობინებლობისთვის, ცრუ ინფორმაციის მოწოდებისთვის და ხულიგნობის ფაქტზე ბრალდებულები არიან წარმოდგენილი. რვავე ბრალდებულის მიმართ პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით ვითხოვთ პატიმრობის გამოყენებას. სხვა ღონისძიების გამოყენება ამ შემთხვევაში არ იქნებოდა სწორი ჩვენი მხრიდან. ნებისმიერი ასეთი ქმედება უმკაცრეს რეაგირებას მოითხოვს", - თქვა პროკურორმა.
რაც შეეხება დანაშაულის მოტივს, დავით ყაზარაშვილმა აღნიშნა, რომ ახალგაზრდებს შორის კონფლიქტი მხრის გაკვრის გამო დაიწყო.

"კონფლიქტი დაიწყო უმნიშვნელო ნიადაგზე, ერთმანეთისთვის მხრის გაკვრის გამო, რამაც წააქცია იქ არსებული ურნა და ამის შემდეგ დაიწყო დაპირისპირება მხარეებს შორის. პირველი კონფლიქტის მონაწილეები, ყველა ის პირი ვინც გამოვლინდა და გამოიკვეთა, რომ მიიღეს მონაწილეობა ხულიგნობაში, ეს არის ხულიგნობა, იმიტომ რომ იქ უამრავი ადამიანი იყო და ამის მიუხედავად, დაიწყეს ჩხუბი და ლანძღვა-გინება, ყველა ეს ადამიანი მიცემულია პასუხისგებაში. რაც შეეხება უშუალოდ მკვლელობაში ბრალდებულს, ისიც მიცემულია პასუხისგებაში", - თქვა დავით ყაზარაშვილმა.
შეგახსენებთ, დაკავებულ დავით ჯიჯეიშვილს გამოძიება განზრახ მკვლელობასა და ხულიგნობას ედავება. მას 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. რაც შეეხება დანარჩენ 7 პირს, მათგან 5-ს ბრალი 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით  (ხულიგნობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,  ხოლო ორ პირს ბრალდება 370-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცრუ ინფორმაციის მიწოდება) და 376-ე მუხლის პირველი ნაწილით (მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინა, რაც ორიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცხვარიჭამიაში მკვლელობა 27 ივლისს მოხდა. დაპირისპირებისას 20 წლის მირიან კუკავას გულ-მკერდის არეში დანით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს. ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ჭაჭუა
სალომე ჭაჭუა ზღვის ტალღებში ნებივრობს - სუპერსექსუალური ვიდეო

            View this post on Instagram                       A post shared by Salome Chachua (@salome_chachuaa)             View this post on Instagram                       A post shared by Salome C...

სოცმედია 1660941626

ასტროპროგნოზი
20 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი ახალი ნაცნობობა კარიერული კუთხით დიდ წარმატებას მოგიტანთ. ფინანსურად სტაბილურ მდგომარეობას შეინარჩუნებთ. საინტერესო გარიგებას გააფორმებთ და თქვენი ბიზნესი გაიზრდება. ჯანმრთელობის მდგომარეობა გაგ...

ეს საინტერესოა 1660937656

ერეკლე საღლიანი
ერეკლე საღლიანი 31 აგვისტოს საოპერაციოდ თურქეთში გაემგზავრება

პოეტი ერეკლე საღლიანი 31 აგვისტოს საოპერაციოდ თურქეთში გაემგზავრება. „ერეკლე 31-ში ქალაქ სამსუნში მიემგზავრება. ოპერაციისთვის საჭირო თანხა სრულად არ შეგროვილა, თუმცა უკვე ოპერაციაზე ფიქრი შეიძლება. გა...

საზოგადოება 1660935891

ბორ
ბორჯომის ხეობაში ხანძარია (ვიდეო)

ტელეკომპანია “ბორჯომი” ავრცელებს ინფორმაციას, რომ ბორჯომის ხეობაში, სავარაუდოდ, სოფელ ქვაბისხევთან ხანძარია. დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.  

შემთხვევა 1660935571

პუტინი
პუტინი დათანხმდა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტების დაშვებას ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი დათანხმდა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტების გაგზავნას ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში - ინფორმაციას ელისეის სასახლე ავრცელებს. მათი ცნობით, დღეს საფრა...

მსოფლიო 1660935241

აშშ საელჩო
"ISFED-ის არდაშვება საარჩევნო რეფორმის პროცესის გულწრფელობასთან დაკავშირებით კითხვებს ბადებს" - აშშ-ს საელჩო

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ეხმაურება პარლამენტის საარჩევნო რეფორმების თემაზე მომუშავე ჯგუფში არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" არდაშვებას და მიიჩნევს, რომ ასეთი კომპეტენტური...

პოლიტიკა 1660934919