მკვლელობა ახალი წლის ღამეს ვაკეში

მკვლელობა

მკვლელობა ვაკის კორტებთან ახალი წლის ღამეს - "პირველებისთვის" ცნობილი ხდება, რომ ბიზნესმენის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მალხაზ ბაგათელიაა. როგორც მისი ადვოკატი "ტვ პირველთან" ამბობს, ბაგათელია დანაშაულს არ აღიარებს, დუმილის უფლებას იყენებს და არც გამოძიებისთვის მიუცია ჩვენება.

მალხაზ ბაგათელია სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში, აბაშაში დააკავეს - ადვოკატი ირწმუნება, რომ დაკავებულს მიმალვა არ უცდია.

 

"პირველების" ინფორმაციით, მოკლულიც და მკვლელობაში ბრალდებულიც ბიზნესპარტნიორები იყვნენ, რომელთაც კონფლიქტი ფულის გამო მოუვიდათ. საქმის გარჩევა ჯერ თბილისის ზღვაზე დაიწყო, მეორე, საბედისწერო დღეს კი ბაგათელიამ მოკლული ვაკეში დაიბარა, სადაც რამდენიმე გასროლით დაცხრილა.

 

ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს, რაც შეეხება ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ის იყენებს დუმილის უფლებას. მას ჯერ ბრალი არ აქვს წარდგენილი, ამიტომ საქმის მასალები არ გვაქვს გადმოცემული. დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. გარდაცვლილი პირის იდენტიფიცირებაზე ამ ეტაპზე თავს შევიკავებ. კავშირებზე ვერაფერს ვიტყვი. მეც მხოლოდ გავრცელებული ინფორმაციით ვიცი. თვითონ ჩემი დაცვსი ქვეშ მყოფი იყენებს დუმილის უფლებას და საერთოდ არ სურს ამაზე საუბარი. ამბობს, რომ მიმალვას არ ცდილობდა. მას აქვს დასავლეთ საქართველოში სახლი და მიდიოდა სახლში. რითი დატოვა თბილსიის არ ვიცი, რადგან დეტალებზე არ საუბრობს", - აცხადებს ადვოკატი. 
"პირველების" ინფორმაციით, გამოძიებას ამოღებული აქვს სატელეფონო კომუნიკაცია, რომელიც მოკლულსა და მკვლელობის ბრალდებით დაკავებულს შორის იყო. ბაგათელიას ბრალს ოფიციალურად ხვალ წარუდგენენ.

 

შეგახსენებთ, რომ მკვლვლობა ვაკის კორტებთან გუშინ მოხდა. შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით დაიწყო. 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება და 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
 ნინო წილოსანი 
"ღარიბაშვილმა რისკები გათვალა, მეტი სიბინძურის ამოყრა არავისთვის იქნებოდა სასურველი" - წილოსანი

"ქართული ოცნების" პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ნინო წილოსანის შეფასებით, ყოფილმა პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც გამოძიებასთან ითანამშრომლა და საპროცესო შეთანხმ...

პოლიტიკა 1768304955

ტიკარაძე-ღარიბაშვილი
"ივანიშვილმა ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიიღო" - ტიკარაძე ღარიბაშვილის დაკავებაზე

"ქართული ოცნების" მინისტრთა კაბინეტის ყოფილი წევრი, ეკატერინე ტიკარაძე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით "პირველების" შეკითხვას პასუხობს.   ჯანდაცვის ყოფილი მინის...

პოლიტიკა 1768302869

ელისაშვილი
„პოლიციელებს უხაროდათ სისხლი რომ მდიოდა, წინა მოსამართლეს ვუთხარი, წამების მსხვერპლი ვარ-თქო და რა ქენით?“ - ელისაშვილი მოსამართლეს

ალეკო ელისაშვილი მოსამართლე მზია გარშაულაშვილს მის მიმართ განხორციელებულ არაადამიანურ მოპყრობაზე უყვება. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი სხომათა დარბაზში ამბობს, რომ ბორკილები ისე ჰქონდა დიდი ხნის განმავლობაშ...

პოლიტიკა 1768301481

ღარიბაშვილი
„ღარიბაშვილი მხნედაა. საზოგადოებისთვის გადასაცემად გზავნილი არ დაუბარებია“ – ადვოკატი

რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ადვოკატმა ამირან გიგუაშვილმა მისი დაცვის ქვეშ მყოფი ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი მოინახულა.   გიგუაშვილის განცხადებით, ღარიბაშვილი ახლა ციხეში შესახლებ...

პოლიტიკა 1768299741

რეზა ფეჰლევი
"ხამენეი 12 დღის განმავლობაში მიწისქვეშა ბუნკერში იმალება. ხელმძღვანელობა ქვეყნიდან გაქცევისთვის ემზადება" - შაჰის უფროსი ვაჟი

"ხამენეი 12 დღის განმავლობაში მიწისქვეშა ბუნკერში იმალება. ხელმძღვანელობის წევრები "ქვეყნიდან გაქცევისთვის ემზადებიან" - ამის შესახებ ირანის შაჰის დინასტიის მემკვიდრემ, რეზა ფეჰლევმა განაცხადა.   მისი...

მსოფლიო 1768299082

მერცი
„ირანის რეჟიმი, ფაქტობრივად, დასრულებულია“ - გერმანიის კანცლერი

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა ირანში მიმდინარე მოვლენებზე მკვეთრი შეფასება გააკეთა და განაცხადა, რომ ქვეყნის მოქმედი რეჟიმი დასასრულს უახლოვდება. ამის შესახებ მან ინდოეთში ვიზიტისას ისაუბრა. „თუ...

მსოფლიო 1768298986