მკვლელობა თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე - პროკურატურამ დაკავებულს ბრალი წარუდგინა
კრიმინალი • 1738750889
თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე საცხოვრებელ ბინაში, ერთი პირი მოკლეს. დანაშაული 1-ელ თებერვალს მოხდა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს, რომელმაც დაკავებულს ბრალი ორი მუხლით წაუყენა. ირკვევა, რომ ბრალდებული 3 თებერვალს დააკავეს:
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 1 თებერვალს, თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ურთიერთშელაპარაკებისას ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაზარალებულს სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა. მიყენებული დაზიანების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი 3 თებერვალს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს უკვე მიმართა." ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.
ოცნების პროპაგანდისტი გოგა ხაინდრავა კინოცენტრის კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია და მათგან 955 000 ლარს მიიღებს | როგორც ეროვნული კინოცენტრის ვებგვერდზეა აღნიშნული, ხაინდრავამ სრულმეტრაჟიანი მხატვრულ...
პოლიტიკა • 1765829449
არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილს) საპატრიარქომ მღვდელთმსახურების უფლება შეუჩერა. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიზეზი საეკლესიო კანონიკური ეთ...
პოლიტიკა • 1765814591
სამოქალაქო აქტივისტი, ნენე გაბლაია, რომელიც რამდენიმე დღის წინ, რუსთაველის გამზირიდან პოლიციის თანამშრომლებმა აიყვენეს, სოციალურ ქსელში მისი "გატაცების" დეტალებს ყვება. ქალი აქტივისტი ყვება, რომ "გა...
პოლიტიკა • 1765810555
"ქართული ოცნება" უკმაყოფილოა შტატების პრეზიდენტის ქმედებებით და მისგან უფრო მეტს ელოდება. "კარგად დაიწყო, რატომ გაჩერდა ვერ ვხვდები" - ამბობდნენ დღეს ივანიშვილის პარტიაში. განსაკუთრებით უკმაყოფილო ა...
პოლიტიკა • 1765809136
გიორგი შინჯიკაშვილმა მეუფე გიორგი ჯამდელიანს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ყოფილი მოადგილე და ოცნებ...
პოლიტიკა • 1765808937
ოცნების ერთ–ერთი ლიდერი, გია ვოლსკი, ყოფილ პრემიერზე, ირაკლი ღარიბაშვილზე საუბრისას, ამბობს:“ხასიათს, გარემოებებს და მასშტაბს დანაშაულისას გამოძიება დაადგენს, მე ჩემი მხრიდან ვიტყვი, რომ გული ძალიან დ...
პოლიტიკა • 1765808759












