მკვლელობის მცდელობა გლდანის ციხეში – “სასიკვდილოდ გაიმეტეს, ახრჩობდნენ, თავშია ნაცემი”

გლდანის ციხე

სისხლიანი ანგარიშსწორება გლდანის ციხეში – მძიმე დაზიანებით გლდანის ციხიდან კლინიკა “ვივა მედში” ერთი პირია გადაყვანილი. ვრცელდება ინფორმაცია, რომ პატიმარი გარჩევის დროს სასტიკად სცემეს.

ცნობილია, რომ წინასწარ პატიმრობაში მყოფი პირი ავტოავარიის შედეგად დააკავეს, როდესაც თბილისიდან წალკაში “ქართული ოცნების” აქციის მერე მიმავალ აქტივისტებს ძლიერი ნისლის დროს შეეჯახა. მაშინ ამ ინციდენტს მსხვერპლი მოჰყვა.

“პირველების” ინფორმაციით, პატიმარი უგონო მდგომარეობაში იმყოფება. როგორც მისი ოჯახის წევრები ამბობენ, ახალგაზრდა კაცს მძიმე დაზიანებები თავისა და ყელის არეში აღენიშნება. ოჯახი ეჭვობს, რომ პატიმრის დახრჩობის მცდელობა იყო.

მათივე მონაყოლის თანახმად, ოჯახის წევრებს პატიმართან კომუნიკაციის საშუალება რამდენიმე დღის განმავლობაში არ ეძლეოდათ, მას შემდეგ კი რაც პატიმრის პროცესი გაურკვეველი მიზეზით გადაიდო, დაშავებულის თანამესაკნემ ოჯახს დაურეკა და უმძიმესი ფაქტის შესახებ მოუყვა.

მას შემდეგ რაც პატიმრის ახლობლებმა განგაშის სიგნალი ჩართეს და “ვივა-მედთან” აქცია გამართეს, პალატაში შესვლის უფლება პატიმრის მამას მისცეს.

სასტიკად არის ნაცემი. ფაქტობრივად, მოკვლის განზრახვა იყო, ჩვენ როგორც ვფიქრობთ, იმიტომ, რომ არის მართვით სუნთქვაზე ამჟამად. ჩვენც გუშინ გავიგეთ უშუალოდ სხვა პატიმრისგან, რომ ასეთი მდგომარეობა იყო. არ მიგვიღია არანაირი ინფორმაცია როგორ მოხდა ეს ფაქტი, სად მოხდა, ვისგან მოხდა, არც იმის შესახებ ვიცით არაფერი, გამოძიება არის თუ არა დაწყებული. ერთი ინფორმაცია მოგვაწოდეს ის, რომ ავად იყო და სასამართლო გადაიდო 11 თებერვლამდე. შემდეგ რომ დაგვირეკეს, ჩამოვედით ჩვეულებრივად, არანაირი ინფორმაცია არ გვქონდა.

დღეს მოგვცეს უფლება, რომ ერთი კაცი შესულიყო და ენახა და როგორც ვნახეთ, მართვით სუნთქვაზეა და ძალიან მძიმედ არის. ანუ 10%-იც არ არის სასიცოცხლო მაჩვენებელი. გამეტებით არის ნაცემი, გამეტებულია სასიკვდილოდ. აქვს ძალადობის კვალი, სავარაუდოდ, ახრჩობდნენ და ძირითადად, თავის არეშია ნაცემი. ეს ადამიანი წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა. მისჯილი არ ჰქონია ჯერ, მეხუთე თვეა პატიმრობაში იმყოფება.

დაკავებული იყო, უბედური შემთხვევა იყო, 4 ადამიანის მკვლელობაზე ავტოავარიის შედეგად, – ამბობს პატიმრის ახლობელი. წყარო – ტვ პირველი

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ოპერატორი გატაცება
„გვჭირდება ყველა მოქალაქის დახმარება! თბილისის ყველა განყოფილებაში მისვლა და ტვ პირველის ოპერატორის ადგილზე მოძებნა. ადამიანი გააქრეს და მოსაძებნია“ - ადვოკატი

ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი: გვჭირდება ყველა მოქალაქის დახმარება!თბილისის ყველა განყოფილებაში მისვლა და ტვ პირველის ოპერატორის ადგილზე მოძებნა.ადამიანი გააქრეს და მოსაძებნია!

პოლიტიკა 1739916169

ტვ პირველი
შსს: "ტვ პირველის" ოპერატორი ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, “ტვ პირველის" ახალი ამბების ოპერატორი, ლაშა ჯიოშვილი დაკავებულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით. “ლაშა ჯიოშვილი დაკავებულია 173-ე მუხლით, რაც გული...

პოლიტიკა 1739914256

ტვ პირველის ოპერატორი პლაკატი
პლაკატი, რომლის გამოც პოლიციამ „ტვ პირველის“ ოპერატორი გაიტაცა

რამდენიმე წუთის წინ, ჯავახიშვილის ქუჩაზე (ელბაქიძის დაღმართი) ტელეკომპანია პირველის ოპერატორი ლაშა ჯიოშვილი სამოქალაქო ტანსაცმლიანმა, ნიღბიანმა ადამიანებმა ავტომანქანაში ძალის გამოყენებით ჩასვეს და გა...

პოლიტიკა 1739911865

ნოდარ მელაძე
„იზოლატორებში არსად არააა“ - ნოდარ მელაძე „ტვ პირველის“ ოპერატორის გატაცებაზე

ნოდარ მელაძე: კრიმინალური პოლიციის უფროსი არც ზარებს და არც მესიჯებს არ პასუხობს. არ ვიცით სად არის ტვ პირველის ოპერატორი - ლაშა ჯიოშვილი. ადვოკატი რეკავს, იზოლატორებში არსად არააა!სპეციალური საგამოძი...

პოლიტიკა 1739911337

ოპერატორი გატაცება
ვიდეო: „პიროვნება, ვისაც იჭერდნენ ყვიროდა ოპერატორი ვარო და ჯიბეში ჩამიდეს რაღაცო" - ტვ პირველის ოპერატორის კატაცების კადრები

ტვ პირველის ოპერატორის გატაცების კადრები  "პიროვნება ვისაც იჭერდნენ ყვიროდა ოპერატორი ვარო და ჯიბეში ჩამიდეს რაღაცო"  წერს Natia JIvotnikova და ვიდეოს აქვეყნებს  

პოლიტიკა 1739910946

ნოდარ მელაძე
„ტვ პირველის“ ოპერატორის გატაცება - ნოდარ მელაძე განცხადებას ავრცელებს

ნოდარ მელაძე: თბილისში ელბაქიძის აღმართის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიტაცეს, ტელეკომპანია პირველის ახალი ამბების სამსახურის ოპერატორი ლაშა ჯიოშვილი. ლაშა საპროტესტო აქციის შემდეგ სახლში ბრუნდებოდა, რა დ...

პოლიტიკა 1739910320