მოასწრო თუ არა ფარცხალაძემ საქართველოდან ფულის გატანა? - თურნავა შეკითხვას არ პასუხობს

ოთარ ფარცხალაძე

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ ნათია თურნავას დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე უსმენენ.

კომიტეტზე ფრაქცია "ევროოპტიმისტების" დეპუტატმა რომან გოცირიძემ მას ჰკითხა, მოახერხა თუ არა აშშ-ის მიერ სანქცირებულმა ოთარ ფარცხალაძემ საქართველოდან ფულის გატანა და იქონია თუ არა თურნავას გადაწყვეტილებამ უარყოფითი გავლენა ქართულ საბანკო სისტემაზე.

"მოასწრო თუ არა ფარცხალაძემ საქართველოდან ფულის გატანა? ეხლა არ თქვათ, რომ ფარცხალაძეს, რომელმაც 13 უძრავი ქონება გადაუფორმა თავის ოჯახის წევრებს და ერთ დღეში ყველაფერი მოასწრო საჯარო რეესტრში და ამდენი ბიზნესები ჰქონდა, მას საქართველოში ფული არ ჰქონდა," - იკითხა გოცირიძემ.

თურნავამ შეკითხვაზე პასუხის გაცემას თავი აარიდა და საკითხი  "საბანკო კონფიდენციალობით" ახსნა. ის მხოლოდ იმას ამტკიცებდა, რომ სანქციების გვერდის არიდება და დარღვევის ფაქტი არ მომხდარა.

"ნებისმიერ არარეზიდენტთან დაკავშირებით სანქციების აღსრულების წესი ცნობილია, მათთან დაკავშირებით. ასევე, ეხლა რაც შეეხება კონკრეტულ საკითხებს, მე ვერ გავაკეთებ აქ განცხადებას. არსებობს ასე ვთქვათ, საბანკო კონფიდენციალობა, მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, რომ არანაირი სანქციების გვერდის არიდება და დარღვევის ფაქტი არ მომხდარა," - ამბობს თურნავა. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ცესკო
ინფორმაცია საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების/წევრების არჩევის შესახებ

ცენტრალური საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების/წევრების არჩევის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს: როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, საოლქო საარჩევნო კომისიებმა საუბნო საარჩევ...

საზოგადოება 1725894768

პოლიტიკოსები
„საქართველოსთვის გადამწყვეტია, დაადასტუროს EU-ში გაწევრიანებისადმი ერთგულება“ - ოლივერ ვარჰეი

საქართველოსთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, დაადასტუროს ევროკავშირის გაწევრიანებისადმი ერთგულება და ევროკავშირის გზაზე წინ წაიწიოს -  ამის შესახებ ევროკავშირის გაფართოების საკითხებში უნგრელმა ევროკო...

პოლიტიკა 1725893431

ელისაშვილი
„ქართული ოცნება“ არის მოყანყალებული ქოსა-ტყუილების პარტია, გრძნობს, რომ მათი დრო წავიდა“ - ალეკო ელისაშვილი

„ქართული ოცნება” ცდილობს, შეაფერხოს მთელი საქართველოს მასშტაბით ჩვენი კოალიციის, „ძლიერი საქართველოს“ კამპანია -  ასე ეხმაურება ქარელში მომხდარ ინციდენტს „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელ...

პოლიტიკა 1725893127

ლაშა ბაქრაძე~
"სამსახურიდან გაგდებას დიდი ხანია, მოველი... კარგი იქნებოდა, რომ ეს მედიიდან და სამინისტროს საიტიდან არ გამეგო და კულტურის სამინისტროდან ვინმე შემხმიანებოდა" - ლაშა ბაქრაძე

"სამსახურიდან გაგდებას დიდი ხანია, მოველი... კარგი იქნებოდა, რომ ეს მედიიდან და სამინისტროს საიტიდან არ გამეგო და კულტურის სამინისტროდან ვინმე შემხმიანებოდა", - ამის შესახებ ლიტერატურის მუზეუმის უკვე...

პოლიტიკა 1725892334

ზურაბიშვილი
"13 სექტემბერი, 19:00 საათი - სახალხო ზეიმი ორბელიანების სასახლეში" - პრეზიდენტმა ოლიმპიელებისა და პარალიმპიელების დაჯილდოების ღონისძიება ოფიციალურად ჩანიშნა

საქართველოს პრეზიდენტმა ოლიმპიელებისა და პარალიმპიელების დაჯილდოების ღონისძიება ოფიციალურად ჩანიშნა. როგორც მისმა წარმომადგენელმა მედიასთან ისაუბრა, ღონისძიება 13 სექტემბერს, 19:00 საათზე დაიწყება, გა...

საზოგადოება 1725892228

ხალხის ძალა
„ჩვენც ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ევროპა მალე გათავისუფლდეს მარიონეტი მმართველობითი სისტემისგან“ - ხალხის ძალა

ხალხის ძალა მორიგ ანტიდასავლურ განცხადებას ავრცელებს. ბიძინა ივანიშვილის დეპუტატების მტკიცებით, "თუ აქამდე გარე აქტორები თავს იკავებდნენ ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის კანონზე ღია თავდასხმისგან, ამჯერად ე...

პოლიტიკა 1725891255