„მოგკლავ, შენი დედა მოვტ*ან“ - ჯგუფურად გამოძალვა და დაკავებული სამი პირი
კრიმინალი • 1655708886 375

ბათუმში ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით სამი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულები უცხო ქვეყნის მოქალაქეს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ და თანხას სძალავდნენ.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს 1988 წელს დაბადებულ ე.მ.-ს თანხას სძალავდნენ.
ე.მ. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში პარაპლანების გაქირავებით კომერციულ საქმიანობას ეწეოდა, ბრალდებულებმა ძალადობის გამოყენებით, ასევე, სიცოცხლის მოსპობისა და პარაპლანების წართმევის მუქარით მას მიღებული შემოსავლის გაყოფას სთხოვდნენ.
სამართალდამცველების მიერ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ფარული საგამოძიებო მოქმედებები, ასევე, კომპლექსური საგამოძიებო-საპროცესო მოქმედებები ჩატარდა, რის შედეგადაც დადასტურდა დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ ე.მ. -ის მიმართ განხორციელებული უკანონო ქმედებები.
პოლიციამ სამივე პირი სპეციალური ოპერატიული ღონისძიების შედეგად, აჭარაში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა", - წერია განცხადებაში.ჯგუფურად ჩადენილ გამოძალვის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„თბილისის სტუდენტური ფესტივალი 2022“ დღეს, 18:00 საათზე, ეთნოგრაფიულ მუზეუმში მასშტაბური ღონისძიებით დაიხურება. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „იცი...
საზოგადოება • 1657092982

დედაქალაქს კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე შეემატა - დიდ დიღომში, მე-3 მიკრორაიონის დასაწყისში პარკის მოწყობის სამუშაოები დასრულდა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის...
საზოგადოება • 1657092849

ბერძნული მედია, ათენში ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალებს ასაჯაროებს, რა დროსაც გაანეიტრალეს 13- კაციანი დაჯგუფება 72 წლის “კანონიერი ქურდის“, კაკო ბილანიშვილის მეთაურობით. ბერძნული მედია კი დაკავებულ...
კრიმინალი • 1657092407

სპეციალური საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: ,,სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, ქარელში, „ტვ მონიტორინგის...
სამართალი • 1657091875

ვაშინგტონში, ანალიტიკური წრეების წარმომადგენლები ამბობენ, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომმა, ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა შეცვალა, თუმცა საქართველომ ეს შესაძლებლობა ვერ გამოიყენა. „ატლანტიკური...
პოლიტიკა • 1657091197

რუსეთში „გაზპრომის“ კიდევ ერთი თანამშრომელი გარდაცვლილი ნახეს. ლოჯისტიკური კომპანიის, „ასტრა-შიპინგ“-ის გენერალური დირექტორი, 61 წლის იური ვორონოვის ცხედარი სანქტ-პეტერბურგთან ახლოს, მისივე აგარკზე,...
მსოფლიო • 1657090773