“მომახრჩობენ და ჩამომკიდებენ, თავი მოიკლაო… კამერაშიც მარტო ვარ, მოწმეც არ იარსებებს” - ბადრი ესებუას წერილი ციხიდან

ესებუას სასამართლო

“სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის” ზუგ­დი­დის ფი­ლი­ა­ლის და­ყა­ჩა­ღე­ბის საქ­მე­ზე მსჯავ­რდა­დე­ბუ­ლი ბად­რი ესე­ბუა ცი­ხი­დან წე­რილს აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც ნათ­ქვა­მია, რომ მას სა­პა­ტიმ­რო სა­კან­ში უმ­ძი­მეს პი­რო­ბებ­ში უწევს ყოფ­ნა.

მი­სი­ვე თქმით, ხორ­ცი­ელ­დე­ბა მუ­ქა­რა და არ გა­მო­რი­ცხავს, მოკ­ლან და თვით­მკვლე­ლო­ბის სცე­ნა­რი დად­გან.

“14 მარტს პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ერთ-ერ­თმა პა­ტი­მარ­მა მი­ი­ყე­ნა თვით­და­ზი­ა­ნე­ბე­ბი, მი­ზე­ზი ყო­ფი­ლა ის, რომ სამ­კურ­ნა­ლოდ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­დაყ­ვა­ნას ითხოვ­და, უარი უთხრეს და პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად ყელი გა­მო­იჭ­რა, რამ­დე­ნი­მე პა­ტი­მარ­მა სო­ლი­და­რო­ბის ნიშ­ნად შიმ­ში­ლო­ბა და­ვი­წყეთ. ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ და­ი­წყო რეპ­რე­სი­ე­ბი და მუ­ქა­რით გვთხოვ­დნენ შიმ­ში­ლო­ბის შე­წყვე­ტას. და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მე პი­რა­დად მი­თხრეს, რომ ობო­ბი­ან და ტა­რაკ­ნე­ბით სავ­სე სა­კან­ში ან კარ­ცერ­ში გა­და­მიყ­ვან­დნენ. მა­ინც რომ არ და­ვე­მორ­ჩი­ლე, 10 კა­ცამ­დე შე­მო­მი­ვარ­და კა­მე­რა­ში. ამ დროს ლო­გინ­ზე ვი­წე­ქი, მეც­ნენ, გად­მო­მაგ­დეს გი­ნე­ბით და შემ­დგნენ ფე­ხე­ბით. და­მა­დეს ხელ­ბორ­კი­ლე­ბი და არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით წა­მათ­რი­ეს დე­ეს­კა­ლა­ცი­ის კა­მე­რა­ში. 

 


ახ­ლაც ვერ ვხვდე­ბი რა­ტომ მოგ­ვი­წყვეს პრო­ვო­კა­ცია და რა­ტომ შეგვყა­რეს ასე ტყუ­ი­ლად კარ­ცერ­ში. ჩემს გვერ­დით კა­მე­რა­ში მყო­ფი მე­გო­ბა­რი ამ­ბობს – აკ­რძა­ლულ ნივთს ჩა­გი­დებთ და სას­ჯელს გა­გი­ხან­გრძლი­ვებთ თუ არ გა­ჩერ­დე­ბი­თო, ასე დაგ­ვე­მუქრნე­ნო. ეს ინ­ფორ­მა­ცია სა­ხალ­ხო დამ­ცველს მი­ვა­წო­დე და მოვ­თხო­ვე კა­მე­რე­ბის ჩა­ნა­წე­რე­ბის და­არ­ქი­ვე­ბა, თუმ­ცა სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო სამ­სა­ხუ­რის­გან სა­ხალ­ხო დამ­ცველს უპა­სუ­ხეს, რომ 14 მარ­ტის 23 სა­ა­თი­დან 12 სა­ა­თამ­დე ტექ­ნი­კუ­რი ხარ­ვე­ზე­ბის გამო ეს შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო. ამ ამ­ბის გამო მოს­ვე­ნე­ბა დავ­კარ­გე, ვიცი რო­გორ მებ­რძვის სის­ტე­მა. არ ვიცი რო­დის შე­მო­მი­ვარ­დე­ბი­ან სა­კან­ში, მო­მახ­რჩო­ბენ და ჩა­მომ­კი­დე­ბენ, თავი მო­იკ­ლაო. კა­მე­რა­შიც მარ­ტო ვარ, მოწ­მეც არ იარ­სე­ბებს” – ამ­ბობს ბად­რი ესე­ბუა წე­რილ­ში, რო­მელ­საც მის ად­ვო­კა­ტი ასა­ჯა­რო­ებს.

ცნო­ბის­თვის, გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ზუგ­დიდ­ში, „სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის“ შე­ნო­ბა­ში 2020 წლის 21 ოქ­ტომ­ბერს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ბად­რი ესე­ბუა შე­იჭ­რა. მას მძევ­ლად 40-ზე მეტი მო­ქა­ლა­ქე ჰყავ­და აყ­ვა­ნი­ლი და მათი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­ნაც­ვლოდ 500 ათას აშშ დო­ლარს და უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტი­ებს ითხოვ­და. თან­ხის გა­და­ცე­მის შემ­დეგ თავ­დამ­სხმელ­მა გაქ­ცე­ვა მო­ა­ხერ­ხა.ბად­რი ესე­ბუა მიმ­დი­ნა­რე წლის 8 თე­ბერ­ვალს და­ა­კა­ვეს. აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, რაც ტე­რო­რის­ტულ აქტს, მძევ­ლად ხელ­ში ჩაგ­დე­ბას ტე­რო­რის­ტუ­ლი მიზ­ნით და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის უკა­ნო­ნოდ შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბას გუ­ლის­ხმობს.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ჯაფარიძე
"ლელო" აუცილებლად შეუერთდება ამ ქარტიას" - ბადრი ჯაფარიძე პრეზიდენტის "ქართულ ქარტიაზე"

 "ლელო" აუცილებლად შეუერთდება ამ ქარტიას", - ამის შესახებ პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა და პრეზიდენტის სამოქმედო გეგმასა და "ქართულ ქარტიას" გამოეხმაურა. ძალიან დადებითად...

პოლიტიკა 1716746526

მელია გვარამია
პარტია "ახალი" პრეზიდენტის "ქართულ ქარტიას" უერთდება - ნიკა გვარამიას და ნიკა მელიას განცხადება

პარტია "ახალი" პრეზიდენტის "ქართულ ქარტიას" უერთდება - ამის შესახებ ორბელიანის მოედანზე პარტიის ლიდერებმა, ნიკა გვარამიამ და ნიკა მელიამ განაცხადეს. "სწორია პრინციპი და მიმართება საზოგადოების კონსოლიდ...

პოლიტიკა 1716745291

ზურაბიშვილი
„რეალურად, არჩევნები იქნება სახალხო რეფერენდუმი, გვინდა თუ არა ევროპა“ - სალომე ზურაბიშვილი

დღევანდელი პოლიტიკური მოცემულობა და საარჩევნო გარემო არ იძლევა შესაძლებლობას, რომ ჩატარდებს ჩვეულებრივი არჩევნები, სადაც ყველას მიეცემა საშუალება, რომ თავისი სახე, პროგრამა, თავისი მეობა წარმოაჩინოს....

პოლიტიკა 1716745160

სალომე ზურაბიშვილი2
"გადავწყვიტე წარმომედგინა სამოქმედო გეგმა, "ქართული ქარტია", პოლიტიკურ პარტიებს ვთავაზობ, მის ირგვლივ შეჯერდნენ" - სალომე ზურაბიშვილი

 "გადავწყვიტე წარმომედგინა სამოქმედო გეგმა, "ქართული ქარტია", პოლიტიკურ პარტიებს ვთავაზობ, მის ირგვლივ შეჯერდნენ", - საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქართულ ოპოზიციურ პარტიებს "ქართულ ქარტიას...

პოლიტიკა 1716744893

მერია
თბილისის მერიის განცხადება

დედაქალაქში მოსულმა უხვმა ნალექმა თბილისის სხვადასხვა რაიონში პრობლემები გამოიწვია. კერძოდ,  ადგილი ჰქონდა მიწის ჩამოშლის და ხის წაქცევის ფაქტებს. ასევე, რამდენიმე მისამართზე ჩამოინგრა დამცავი კედელი....

საზოგადოება 1716744025

ქარქაშაძე
„ავიაცია არის ის, რაც გვეამაყება და გვაერთიანებს“ - ირაკლი ქარქაშაძე

ზუსტად 17 საათსა და 10 წუთზე, როცა 106 წლის წინ, ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს ხელი მოეწერა, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ჩართულობით, თელავის მოქმედი აეროდრომიდან, სა...

ბიზნესი & ეკონომიკა 1716743954