მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე დაკავებულია ხუთი პირი
კრიმინალი • 1732174590
ორგანიზებული ჯგუფის მიერ, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, ხუთი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ თანხების მოტყუებით დაუფლების მიზნით, ბრალდებულებმა შეიმუშავეს დანაშაულებრივი გეგმა, რომლის მიხედვითაც, ისინი ნდობაში შედიოდნენ საქართველოში და საზღვარგარეთ მყოფ მოქალაქეებთან, რომლებსაც ატყუებდნენ, რომ თითქოსდა იყვნენ იტალიაში რეგისტრირებული ერთ-ერთი კომერციული ბანკის თანამშრომლები და არწმუნებდნენ, რომ შესაბამისი ფულადი თანხის გადაცემის შემთხვევაში, ისინი მიიღებდნენ მაღალ საპროცენტო სარგებელს.
გამოძიების მიმდინარე ეტაპზე დადგენილია, რომ აღნიშნული გზით, ორგანიზებული ჯგუფის წევრები, მოტყუებით დაეუფლნენ 40-ზე მეტი მოქალაქის კუთვნილ თანხას, ჯამში - 620 584 ლარის ოდენობით.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით. ტარდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნული დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით."- ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ნიუ-იორკის Lower East Side-ში ქართველი ფოტოხელოვანის, ბაკურ თვრინელის, მიერ დაფუძნებული ახალი სივრცე - The White Loft ოფიციალურად გაიხსნა. სტუდიის გახსნას ესწრებოდნენ საერთაშორისო ჟურნალების წარმომადგ...
საზოგადოება • 1768640523
ბოლნისში ავტოსაგზაო შემთხვევას მოტოციკლის მძღოლი 17 წლის კარატისტი ნინი მამარდაშვილი ემსხვერპლა | ინფორმაციას სოციალურ ქსელში დაღუპულის ახლობლები ავრცელებენ. ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ მოხდა.
შემთხვევა • 1768639057
ირანული ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის, HRANA-ს მონაცემებით, ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე დაღუპულთა რიცხვი 3 000-ს აჭარბებს. აშშ-ში დაფუძნებულმა HRANA-მ განაცხადა, რომ ორგანიზაციამ 3...
მსოფლიო • 1768635795
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 6 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება "მეთადონი" ამოიღეს, რომლის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე 3 მილიონამდე ლარს შეადგენს - დაკავებულია ბელარუსის რესპუბლიკის 2...
კრიმინალი • 1768633614
აქტივისტების თქმით, ირანი გლობალური ინტერნეტიდან სამუდამოდ გათიშვას გეგმავს, შესაბამისად შეუზღუდავი ონლაინ წვდომა "სამთავრობო პრივილეგია" იქნება და მხოლოდ რეჟიმის მიერ შემოწმებული პირებისთვის გახდება...
მსოფლიო • 1768631783
"ჩემო მამაცო თანამემამულეებო,მსოფლიოს მოტყუებისა და დროის მოგების მცდელობისას, ისლამური რესპუბლიკის კრიმინალური რეჟიმი და მისი სისხლისმსმელები დიდ ტყუილს ამბობენ, რომ ირანში ყველაფერი „ნორმალურია“. მა...
მსოფლიო • 1768629642












