მოსკოვში, ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ექსმეუღლე და 19 წლის შვილი დანაწევრებული იპოვეს - მკვლელი უკრაინის წინააღმდეგ მებრძოლი, ამჟამად ბიზნესმენი, თეიმურაზ გოგიაშვილი აღმოჩნდა

თეიმურაზ გოგიაშვილი

მოსკოვში მოსკოველი რესტორატორის, მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლე, 54 წლის ელენე წერეთელი და მისი 19 წლის ქალიშვილი, დარია მოკლეს. პოლიციამ მათი დანაწევრებული ცხედრები 3-4 ოქტომბერს ორ სხვადასხვა მისამართზე აღმოაჩინა.

მას შემდეგ, რაც ელენე წერეთელი კონტაქტზე არ გამოვიდა, ახლობლებმა მის მოსაძებნად პოლიციას მიმართეს. მოსკოვში, ჟულებინოს ბულვარზე მდებარე ბინაში მისულმა პოლიციამ ქალის სხეულის ნაწილები აივანზე, პარკებში დამალული აღმოაჩინა. გამომძიებლებმა ადგილზე დანები და სისხლის კვალიც იპოვეს.

მკვლელობის ბრალდებით საქართველოს 47 წლის მოქალაქე თეიმურაზ გოგიაშვილი დააკავეს. სწორედ მის, ახალ მოსკოვში მდებარე ავტოფარეხში იპოვეს მოკლული ელენე წერეთლის 19 წლის ქალიშვილის, დარიას ცხედარიც. ბინისა და ავტოფარეხის ჩხრეკისას ამოღებულია იარაღი და საბრძოლო მასალა.

როგორც სააგენტო TASS-ი ძალოვან სტრუქტურებში არსებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, გოგიაშვილმა ორივე მკვლელობა აღიარა. მან განაცხადა, რომ ჯერ გოგონა მოკლა ავტოფარეხში, შემდეგ კი — დედამისი. გაზეთ „Московский комсомолец“-ის ინფორმაციით, მამაკაცმა წერეთლის ქალიშვილი ვარჯიშის შემდეგ წაიყვანა, ნივთების ასაღებად ავტოფარეხების კოოპერატივში მიიყვანა და ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. თავად ელენე წერეთელსაც მან ჯერ ესროლა, ხოლო შემდეგ სხეული დაანაწევრა. გამოცემის ცნობით, სავარაუდო მოტივი ფინანსური უთანხმოება გახდა. გოგიაშვილთან ერთად დაკავებულია მისი პარტნიორი ქალი — 40 წლის ტატიანა.

Mash-ის ცნობით, მამაკაცი ინდივიდუალური მეწარმეა, რომელიც ავტონაწილებითა და ტექნიკური მომსახურებით არის დაკავებული. ის ასევე ფიტნესმწვრთნელად მუშაობდა. იგი საქართველოში დაიბადა, ჰქონდა ბინადრობის და სამუშაო ნებართვა და რუსეთის მოქალაქეობის მიღებას ცდილობდა.

გამოქვეყნებულ პირად მონაცემებსა და ფოტოებზე დაყრდნობით გამოცემა „Важные истории“-მ დაადგინა, რომ დაკავებული ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ სეპარატისტული ბატალიონის, „სპარტას“ მებრძოლი იყო, რომელსაც არსენ პავლოვი (მეტსახელად „მოტოროლა“) მეთაურობდა. ამ ვერსიას ასევე ადასტურებს ძალოვან უწყებებთან დაახლოებული ტელეგრამ-არხი „112“.

უკრაინელმა აქტივისტებმა ჯერ კიდევ 2015 წელს დაადგინეს, რომ თბილისში რეგისტრაციის მიუხედავად, მამაკაცი წლების განმავლობაში საქართველოს ფარგლებს გარეთ — უკრაინასა და რუსეთში ცხოვრობდა. დონბასში კონფლიქტის დაწყებამდე იგი ლუგანსკში ეკონომიკის ფაკულტეტზე სწავლობდა, რის შემდეგაც სატრანსპორტო კომპანიებსა და „სევერიალში“ მენეჯერად მუშაობდა, სადაც, სავარაუდოდ, რუსულმა სპეცსამსახურებმა გადაიბირეს.

ამასთან, აქტივისტების მონაცემებით, გოგიაშვილი დროებით საქართველოში დაბრუნდა, თუმცა მას შემდეგ, რაც ფინანსური თაღლითობა ჩაიდინა (ვალუტაში აღებული სესხი არ გადაიხადა), კვლავ უკრაინაში გადავიდა. 2014 წლის მეორე ნახევარში იგი ბატალიონ „სპარტას“ შეუერთდა, სადაც მეტსახელად „გოგი“ ჰქონდა.

რაც შეეხება მოკლულ ელენე წერეთელს, „რია ნოვოსტის“ მიერ მოპოვებული მასალების თანახმად, მოკლული ქალი და მისი ყოფილი ქმარი უძრავი ქონების გაქირავებისა და მართვის კომპანიის, შპს „დანიკის“ დამფუძნებლები არიან. წერეთელი ასევე იყო შპს „ვაშ ობლიკის“ გენერალური დირექტორი, რომელიც 1992 წლიდან მოსკოვში საპარიკმახერო და სილამაზის სალონების მომსახურებას ახორციელებდა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მერაბ დვალიშვილი
დიდი იმედი მაქვს, რომ ყველას გაათავისუფლებენ, მე საჩივარს არ შევიტან, მსურს მშვიდობა და ყოველივე საუკეთესო ყველასთვის - მერაბ დვალიშვილი

UFC-ის ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი აბუ-დაბიში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.„მინდა ყველას გაცნობოთ, რომ გამათავისუფლეს, კარგად ვარ, ჯანმრთელად და მზად ვარ გზის გასაგრძე...

სპორტი • 1794602917

ზოდიაქო
14 ნოემბრის კოსმოსური გზამკვლევი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები დღეს?

14 ნოემბრის ენერგიები გამოირჩევა შინაგანი ჰარმონიის აღდგენით, კვირის ბოლოსკენ ძალების შეჯამებითა და განტვირთვის აუცილებლობით. კოსმოსური ფონი გვიბიძგებს, გადავხედოთ გასულ დღეებს, გავაანალიზოთ მიღწეული...

ეს საინტერესოა • 1794600374

ვასილ მაღლაფერიძე
ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაიზარდა

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ 2026 წლის ბიუჯეტიდან დარჩენილი სახსრების განაწილების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც საბჭოს წევრებისთვის ერთჯერადად გაზრდილ ჰონორარებსა და დამატებითი ე...

საზოგადოება • 1794598054

ავარია ინდოეთი
ინდოეთში ავტობუსისა და სატვირთო მანქანის შეჯახებას სულ მცირე 24 ადამიანი ემსხვერპლა

ჩრდილო-აღმოსავლეთ ინდოეთში, ასამის შტატში, ავტობუსისა და სატვირთო ავტომობილის შეჯახების შედეგად სულ მცირე 24 ადამიანი დაიღუპა, 11 კი დაშავდა. ავტოსაგზაო შემთხვევა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის...

მსოფლიო • 1794595089

გემები მარმარაში
სტამბოლის სანაპიროსთან ორი სატვირთო გემი ერთმანეთს შეეჯახა

სტამბოლში, ზეითინბურნუს რაიონის სანაპიროსთან ღუზაზე მდგომი ორი სატვირთო გემი ერთმანეთს შეეჯახა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა ორივე ხომალდი დაზიანდა. არსებული ინფორმაციით, ლიბანიდან რუმი...

მსოფლიო • 1794591096

ლუკა ეხვაია ჩინეთი
რადიო თავისუფლება: პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ლუკა ეხვაიას თანამდებობიდან გათავისუფლება ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტისას დაშვებულ პროტოკოლურ ხარვეზს უკავშირდება

როგორც „რადიო თავისუფლებისთვის“ გახდა ცნობილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ლუკა ეხვაიას თანამდებობიდან გათავისუფლება ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის, ხან ჭენგის ვიზიტს უკავშირდება. არსებული ინფორმაცი...

პოლიტიკა • 1794584851