„მოტყუებით, ბინაში გაზის გაჟონვის შესამოწმებლად გვიან ღამით მივიდნენ... რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს წაართვეს 2 000 აშშ დოლარი, მობილური ტელეფონები და ლეპტოპი, რის შემდეგაც მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და სთხოვდნენ დამატებით 300 000 დოლარს“

საზოგადოება

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოსა და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, სხვადასხვა მძიმე დანაშაულში ბრალდებული 7 პირი დააკავეს.გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებთან, მოტყუებით, ბინაში გაზის გაჟონვის შესამოწმებლად გვიან ღამით მივიდნენ. ბრალდებულებმა, ცივი იარაღის გამოყენებითა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს წაართვეს თანხა 2 000 აშშ დოლარის ოდენობით, ასევე მობილური ტელეფონები და ლეპტოპი, რის შემდეგაც მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და სთხოვდნენ დამატებით 300 000 აშშ დოლარს, წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებოდნენ სიცოცხლის მოსპობით. რამდენიმე საათის შემდეგ, დაზარალებულები იარაღის მუქარით სხვადასხვა ავტომანქანებში ჩასვეს და მარნეულის მუნიციპალიტეტის მიმართულებით წაიყვანეს. სამართალდამცველებმა სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, შვიდივე პირი ბრალდებულის სახით მარნეულში და გორში დააკავეს. ხოლო, დანაშაულში შესაძლო მონაწილე სხვა პირების დადგენისა და დაკავების მიზნით გრძელდება შესაბამისი ღონისძიებები.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე და 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ორი ან მეტი პირის მიმართ, ანგარებით, სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისათვის საშიშ ძალადობას, მძევლად ხელში ჩაგდებასა და დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით, ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით განხორციელებულ ყაჩაღობას გულისხმობს და 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს." | წერს უწყება

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ტრამპ თაუერი
თბილისში 70-სართულიანი Trump Tower-ი აშენდება - The Wall Street Journal-ი

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ტრამპის ორგანიზაცია და მისი პარტნიორი კომპანიები თბილისში 70 სართულიანი ცათამბჯენის Trump Tower-ის აშენებას გეგმავენ გამოცემის ინფორმაციით, ცათამბჯენი მოიცავს ს...

ბიზნესი & ეკონომიკა 1776583264

მირცხულავა
„ჯერ უფროსი შვილის ფანტომობით კვება საზოგადოება და მორალური ზიანი მოაყენა, მერე - მეორე შვილისადმი მთელი სამთავრობო ვერტიკალოს ლაქიაობის დემონსტრირება მოახდინა დ ისიც დააზიანა, ახლა მესამეს იმეტებს - რათა კაცო, რათა?“ - გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა:ავტორიტარული მმართველობაა, როდესაც "უფლისწული" შემოგყავს პოლიტიკაში. ნეტა, შვილებს რას ერჩიან, რატომ მტრობენ მათ? იმაზე საუბარი, რომ შვილი - კარგი ბიჭია (გოგოა), სრულიად უა...

სოცმედია 1776583076

ნეთანიაჰუ ტრამპი
„ისრაელმა დაამტკიცა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების შესანიშნავი მოკავშირეა“ - ტრამპი

„მოსწონს თუ არა ხალხს ისრაელი, მათ დაამტკიცეს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების შესანიშნავი მოკავშირეები არიან. ისინი არიან მამაცები, გაბედულები, ერთგულები და გონიერები; სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით...

მსოფლიო 1776582759

გლაგოლი
კიევში მომხდარი თავდასხმის ფაქტზე გამოძიება ტერორისტული მუხლით მიმდინარეობს - უკრაინის გენერალური პროკურორა

უკრაინის გენერალური პროკურორის ინფორმაციით, გუშინ კიევში მომხდარი თავდასხმის ფაქტზე გამოძიება ტერორისტული მუხლით მიმდინარეობს | ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურორი რუსლან კრავჩენკო Telegram-არხ...

რუსეთ-უკრაინის ომი 1776582533

პროკურატურის შენობა თბილისში
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტები - "საქართველოს პროკურატურამ ერთი პირი დააკავა

"საქართველოს პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირი დააკავა.თბილისის პროკურატურის პირადი ცხოვრების ხელყოფის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს...

კრიმინალი 1776582471

ჰორმუზის სრუტე
ჰორმუზის სრუტე ისევ დაიბლოკა

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული საზღვაო გზის, ჰორმუზის სრუტის მუშაობის აღდგენის მიმართ გაჩენილი მოკლევადიანი იმედის შემდეგ, ვითარება კვლავ გაუარესდა და 24 საათზე ნაკლებ დროში მკვეთრად შეიცვალა,...

მსოფლიო 1776582355