"მთავარის" ინფორმაციით, ლევან კაჭარავას მკვლელობის საქმეში მეორე "ოქროს მოწმე" ავტობუსის მძღოლია

კაჭარავა

ბიზნესმენ ლევან კაჭარავას მკვლელობის საქმეზე მთავარ სამმართველოში გამოკითხვები მიმდინარეობს.

"მთავარი არხის" ინფორმაციით, საქმეში გარდა კაჭარავას თანამშრომლისა, რომელიც თავდასხმის მომენტში მასთან ერთად იმყოფებოდა, კიდევ ერთი "ოქროს მოწმეა". ის ავტობუსის მძღოლია, რომელიც წყნეთის გზაზე სროლას შეესწრო.

მძღოლი სამართალდამცველებმა უკვე გამოკითხეს. მათ ავტობუსიდან ვიდეოჩანაწერებიც ამოიღეს, თუმცა უცნობია, ჩანს თუ არა კადრებში თავდამსხმელი, რომელმაც ბიზნესმენის მიმართულებით 20-ზე მეტი გასროლა განახორციელა.

ცნობილია, რომ სამმართველოში ელოდებიან ავტობუსის მგზავრებსაც.

ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველზე გახმაურებული მკვლელობიდან სამი დღე გავიდა, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე ოფიციალურ განმარტებას არ აკეთებს. "მთავარის" ინფორმაციით, უწყებას ქილერი იდენტიფიცირებული არ ჰყავს.

ლევან კაჭარავა 24 ივნისს, წყნეთის გზატკეცილზე საკუთარ ავტომობილში ჩაცხრილეს. არაოფიციალური ინფორმაციით, თავდამსხმელმა კარგად იცოდა ბიზნესმენის გადაადგილების მარშრუტი და მას ჩასაფრება ისეთ ადგილზე მოუწყო, სადაც არც შენობებია და არც გარე სათვალთვალო კამერები.

"მთავარი არხი"

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
წაქაძე
ვიდეო: “მტყუანის დედას შე@ეცი… რა ფერებში ხართ? სად წავიდე, თქვენ წადით…” – ბეჟან წაქაძე

პარლამენტის წევრს, ბეჟან წაქაძეს ქუჩაში შეხვდნენ ახალგაზრდები, სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, და როგორც გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. როგორც ვი...

პოლიტიკა 1713531130

ონის ონიანი
„ქუჩის პარალელურად, ჩვენ სცენაზე ვიბრძოდით“ - ონისე ონიანი

 19.04.24 16:31ქუჩის პარალელურად, ჩვენ სცენაზე ვიბრძოდით - ამის შესახებ მსახიობმა ონისე ონიანმა "პირველებთან" განაცხადა და თქვა, რომ გუშინდელი პერფომანსი თეატრ "სახელოსნო 42"-ის სცენაზე იყო იმის დემონ...

საზოგადოება 1713530738

გომელაური
„რა თქმა უნდა, ვეთანხმები და სწორია“ - ვახტანგ გომელაური რუსულ კანონზე

"მკითხეს კანონს ეთანხმებით თუ არა, აბა მითხარი, აბა მითხარი, თითებს გვიშვერდნენ, რა თქმა უნდა, მე ვარ როგორც შს მინისტრი, ასევე პოლიტსაბჭოს წევრი ვარ და რა თქმა უნდა, ვეთანხმები, გუნდის წევრი ვარ. ისე...

პოლიტიკა 1713530326

19 წლის ქალი
„მე ვარ 19 წლის ქალი, დედა, რომელიც გარდავიცვალე პოლიციელის იარაღიდან გასროლილი 5 ტყვიით, არ დამიცვა შსს-მ, პროკურატურამ, დამიცვა არასამთავრობო ორგანიზაციებმა... არა რუსულ კანონს“ – რას წერს ყოფილი ქმრის მიერ მოკლული სალომე ჯორბენაძის დედა

2014 წლის 25 ივლისს, ზესტაფონში, პოლიციელი ყოფილი ქმრის მიერ მოკლული 19 წლის სალომე ჯორბენაძის დედა, ფატი ჭელიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.   „მე ვარ 19 წლის ქალი, დედა, რომელიც გარდავიცვალ...

სოცმედია 1713530097

ლავროვი
"ურბილესი კანონია... სალომე ზურაბიშვილი სიტყვის თავისუფლებისთვის მებრძოლად გადააქციეს" - ლავროვის მხარდაჭერა "ოცნებას"

"ურბილესი კანონია... სალომე ზურაბიშვილი სიტყვის თავისუფლებისთვის მებრძოლად გადააქციეს", - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი საუბრობს და "ქართულ ოცნებას" რუსულ კანონთან დაკავ...

პოლიტიკა 1713528981

ბასხაჯაური
“ცდილობდნენ სახეში და თავში დამიზნებით დარტყმას” – ჟურნალისტი გიორგი ბასხაჯაური

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაშავებული ჟურნალისტები ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დაიბარეს. მედიის წარმომადგენლებს ფიზიკურად სპეცრაზმელები უსწორდებონენ, რასაც აქციაზე გადაღებული ვიდეოკადრებიც ა...

საზოგადოება 1713528929