ნეონაცისტური „მკვლელობის კულტის“ ქართველი მეთაური მოლდოვიდან აშშ-ში გადაიყვანეს

მკვლელობის კულტი

 მოლდოვიდან აშშ-ში აღმოსავლეთ ევროპული ნეონაცისტური დაჯგუფების ლიდერის მიხეილ ჩხიკვიშვილის ექსტრადირება განხორციელდა. ამის შესახებ Associated Press-ი წერს.

21 წლის, წარმოშობით ქართველი ჩხიკვიშვილი გასულ ზაფხულს დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ის, პირს, რომელიც ფარული ფედერალური აგენტი იყო, სანტა კლაუსის ფორმაში ჩაცმისა და ებრაელი ბავშვებისთვის და რასობრივი უმცირესობებისთვის მოწამლული ტკბილეულის დარიგების დავალებას აძლევდა.

მასობრივი ძალადობის აქტებისა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ბრალდებით ჩხიკვიშვილი ბრუკლინში ფედერალური მოსამართლის წინაშე 23 მაისს წარსდგა.

მიხეილ ჩხიკვიშვილი დანაშაულს არ აღიარებს, მისი ადვოკატი სემუელ გრეგორი თავისი კლიენტისთვის ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარებას და სუიციდის პრევენციის მიზნით, მეთვალყურეობის ქვეშ გადაყვანას ითხოვს.

ჩხიკვიშვილი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც ყასაბი მეთაური, პროკურორებმა დაახასიათეს, როგორც მანიაკური მკვლელობის კულტის, საერთაშორისო ექსტრემისტული ჯგუფის ლიდერი, რომელიც იცავს „ნეონაცისტურ აქსელერაციონისტულ იდეოლოგიას და ხელს უწყობს ძალადობას და ძალადობრივ ქმედებებს რასობრივი უმცირესობების, ებრაული თემის და სხვა ჯგუფების წინააღმდეგ, რომლებსაც ისინი „არასასურველებად“ მიიჩნევენ.“

პროკურორების თქმით, ჯგუფის ძალადობრივი მოწოდებები, რომლებიც ტელეგრამ-არხების მეშვეობით ვრცელდებოდა და ასევე გამოქვეყნებული იყო მანიფესტში "კაცთმოძულის სახელმძღვანელო", როგორც ჩანს, რეალურ ცხოვრებაში მრავალი მკვლელობის შთაგონების წყარო გახდა, მათ შორისაა წელს ნეშვილში, ტენესის შტატში, სკოლაში სროლა, რომლის შედეგადაც 16 წლის მოსწავლე დაიღუპა.

2022 წლიდან ჩხიკვიშვილი რამდენჯერმე იმყოფებოდა ბრუკლინში, სადაც მან სიამაყით ისაუბრა ხანდაზმული ებრაელი მამაკაცის ცემასთან დაკავშირებით და სხვებს, ძირითადად ტექსტური შეტყობინებებით, მანიაკური მკვლელობის კულტის სახელით ძალადობრივი ქმედებების ჩადენა დაავალა. როდესაც 2023 წელს მას FBI-ის ფარული აგენტი დაუკავშირდა, ჩხიკვიშვილმა ეს პირი ჩართო სქემაში, რომელიც „გულისხმობდა სანტა კლაუსის კოსტიუმში გამოწყობილი პირის მიერ ბრუკლინის ებრაულ სკოლებში რასობრივი უმცირესობებისა და ბავშვებისთვის მომწამვლელი ტკბილეულის დარიგებას“.

მასობრივი მსხვერპლით თავდასხმის განხორციელების სურვილის აღწერისას, ჩხიკვიშვილმა თქვა, რომ ის შეერთებულ შტატებში ამის დიდ პოტენციალს ხედავდა,  ცეცხლსასროლ იარაღზე ხელმისაწვდომობის გამო. ასევე მისი თქმით, მიზანში უნდა ამოიღონ უსახლკარო ადამიანებიც, რადგან ისინი მთავრობას არ აინტერესებს, მაშინაც კი თუ დაიღუპებიან.

ჩხიკვიშვილი მოლდოვაში 2024 წლის ივლისში დააკავეს, სადაც 2025 წლის მაისამდე იმყოფებოდა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ლევან სანიკიძე
„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროვებთ მამაჩემისთვის გამოკითხვაზე დასმულ მთავარ შეკითხვას...“ - ლევან სანიკიძე

ლევან სანიკიძე: მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროვებთ მამაჩემისთვის გამოკითხვაზე დასმულ მთავარ შეკითხვას: “რატომ არის საქართველო გაგლეჯილი ტომარა?”მართლა ღვთისმშობელი იფარავს საქ...

სოცმედია 1772907484

გივი თარგამაძე
„ჰოე, ჰოე! დაშოშმინდით... მოითმინეთ, დამელოდეთ, დამელოდეთ, როგორც თქვენი გლუვი იტყოდა, დამელოდეთ... თუ იმედი გაქვთ, არ ჩამოვალ - ოლოლო! ჩემდა თავად, თქვენგან გამქცევი იყოს მათიკაშვილი“ - გივი თარგამაძე

გივი თარგამაძე: ჰოე, ჰოე! სუს-იიიი! რაც გამოვედი, მთელი საქოცეთი, უფროსობიდან დაწყებული, პრობაციის სამსახურით, საზღვრის ხალხით დამთავრებული დამტრიალებთ თავს, დღეს გამთენიას აეროპორტში ეს ფურცელი და ჩა...

სოცმედია 1772903209

გივი თარგამაძე
გივი თარგამაძე, რომელსაც სუს-ი ვერ პოულობდა, უცხოეთში აღმოჩნდა - მედია

გივი თარგამაძე, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ვერ პოულობდა, უცხოეთში აღმოჩნდა - ამის შესახებ ინფორმაცია, "პირველებს" თარგამაძის ოჯახის წევრმა დაუდასტურა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს...

პოლიტიკა 1772898323

 გივი თარგამაძე
„გივი თარგამაძესთან დაკავშირება ვერ ხერხდება, ტელეფონი გათიშული აქვს და იმედია, მედიასაშუალებებიდან შეიტყობს ან გადასცემენ, რომ დაბარებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში“ - სუს-ი

„გივი თარგამაძესთან დაკავშირება ვერ ხერხდება, ტელეფონი გათიშული აქვს და იმედია, მედიასაშუალებებიდან შეიტყობს ან გადასცემენ, რომ დაბარებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მის მიერ გაკეთებულ განცხა...

პოლიტიკა 1772896558

ოპოზიციის ალიანსი
ფართო პოლიტიკური და საზოგადოებრივი კონსენსუსი რეჟიმის შესაცვლელად - ოპოზიციის ალიანსმა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს გამარჯვების საერთო სტრატეგია გააცნო

ოპოზიციის ალიანსი დღეს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს - საპროტესტო ჯგუფებს, პოლიტპატიმრების ოჯახებს, სტუდენტებს და სხვადასხვა სამოქალაქო მოძრაობის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე სამოქალაქ...

პოლიტიკა 1772896140

დავით ზურაბიშვილი ივანიშვილი
„ამ ქვეყნის მტრად მოკიდებაღა აკლდა ბიძინას სრული ლეგიტიმური ბედნიერებისთვის და მგონი, ამასაც ახერხებს“ - დავით ზურაბიშვილი ისრაელის საელჩოს განცხადებაზე

დავით ზურაბიშვილი: ისრაელის საელჩოს განცხადება ვნახე.ერთი ამ ქვეყნის მტრად მოკიდებაღა აკლდა ბიძინას სრული ლეგიტიმური ბედნიერებისთვის და მგონი ამასაც ახერხებს.

სოცმედია 1772894141