პოლიციამ აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავა
კრიმინალი • 1753947479
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი
შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა – შენახვისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, ბელარუსის მოქალაქეები: 2000 წელს
დაბადებული ე.ლ., 2000 წელს დაბადებული ვ.ზ. და 2001 წელს დაბადებული გ.კ. დააკავეს.
სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა ბათუმში, ბრალდებულების პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ დაფასოებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება
„მარიხუანა“, ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის და კულტივირებისთვის საჭირო მასალები.
გამოძიების ფარგლებში, ასევე, ამოღებულია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტსა და ბათუმში, 17 სხვადასხვა ლოკაციაზე შემდგომი რეალიზაციის მიზნით განთავსებული ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“, ხოლო ერთ-ერთი ბრალდებულის მობილურ ტელეფონში აღმოჩენილია აღნიშნული ლოკაციების ფოტოსურათები.
სამართალდამცველებმა სამივე პირი ბრალდებულების სახით დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს.
ივანიშვილი ძალიან მძიმე დაასრულებს, „ოცნება“ კი გაქრება, როგორც გაქრა ყველა სახელისუფლებო პარტია ამ ქვეყანაში,“ოცნებაც“ აღარ იარსებებს, როცა ხელისუფლებაში აღარ იქნებიან - ამის შესახებ თავდავის ექსმინი...
პოლიტიკა • 1768968659
საქართველოს ბანკი ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის სექტორში პარტნიორი ბიზნესების გაძლიერებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, სასტუმრო „ამბასადორი გოდერძი“ გაფართოვდა და განვითარების ახალ ეტაპ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1768968017
“სომხეთი და აზერბაიჯანი. პრეზიდენტმა პუტინმა მითხრა: “ვერ ვიჯერებ, რომ ეს ომი მოაგვარე. 10 წელი ვცდილობდი ამ ომის მოგვარებას”. სომხეთი და აზერბაიჯანი მრავალი, მრავალი წელი იბრძოდნენ. და მოვახერხე ორივ...
მსოფლიო • 1768967629
"თუ [მაკრონი] მტრულად განწყობილი იქნება, მაშინ ჩვენ ფრანგულ ღვინოსა და შამპანურს 200%-იან ტარიფებს დავადებთ და "მშვიდობის საბჭოში" ამის შემდეგ მაინც შემოვა" | ამბობს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი,...
მსოფლიო • 1768967470
"ვფიქრობ, ღმერთი ძალიან ამაყობს ჩემ მიერ გაკეთებული საქმეებით" | თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე
მსოფლიო • 1768967082
ნაცმოძრაობის წევრი, პეტრე ცისკარიშვილი თინა ხიდაშელის ,,ტვ პირველთან” ინტერვიუს ეხმაურება, სახაც ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ სააკაშვილი ადეიშვილსა და მერაბიშვილს ისე ექცეოდა, როგორც არა...
სოცმედია • 1768966842











