პოლიციის მტკიცებით, უჩა აბაშიძე და მისი ცოლი უკანონოდ იღებდნენ და ინახავდნენ სხვების პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველ ჩანაწერებს

უჩა და ცოლი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, უჩა აბაშიძემ და მისი ცოლთან, მარიამ იაშვილთან ერთად განიზრახა სხვადასხვა პირების ინტიმური კავშირის ამსახველი მასალების უკანონოდ მოპოვება და შენახვა. პოლიცია ამბობს, რომ ამ მიზნით, უჩა აბაშიძის ცოლის, მარიამ იაშვილის საცხოვრებელი ბინა აღჭურვილ იქნა შენიღბული ვიდეო-აუდიო ჩამწერი მოწყობილობით.

 

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, თეიმურაზ კუპატაძე ამტკიცებს, რომ უჩა აბაშიძე და მისი ცოლი უკანონოდ იღებდნენ და ინახავდნენ სხვა პირების ინტიმური კავშირის ამსახველ ჩანაწერებს.

იხილეთ განცხადება:

"ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ უ.მ.-მ მასთან რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მ.ი.-სთან ერთად განიზრახა სხვადასხვა პირთა პირადი ცხოვრების საიდუმლოს, კერძოდ კი, ინტიმური კავშირის ამსახველი მასალების უკანონოდ მოპოვება და შენახვა.

აღნიშნულის მიზნით, მ.ი.-ს საცხოვრებელი ბინა, რომელიც მდებარეობს თ. ერისთავის ქუჩაზე, 7 ნომერში, მეათე სართულზე, აღჭურვილ იქნა შენიღბული ვიდეო-აუდიო ჩამწერი მოწყობილობებით, რომელიც მუდმივ რეჟიმში ფარულად უზრუნველყოფდა ამ უკანასკნელის სხვადასხვა პირებთან ინტიმური კავშირის უკანონო ჩაწერას.

ჩამწერი მოწყობილობები დამონტაჟებული იყო საცხოვრებელი ბინის ოთახის სხვადასხვა კუთხეში, მათ შორის საყოფაცხოვრებო ნივთებსა და ტექნიკაში.

ამასთანავე, მ.ი.-ს საკონტაქტო მონაცემები განთავსებული ჰქონდა იმ ინტერნეტ ვებ-გვერდებზე, სადაც სექსუალური მომსახურების შეთავაზება ხდება.

მას შემდეგ, რაც კონკრეტულ პირთან მოხდებოდა შეთანხმება, ან შეხვედრა და იგი მივიდოდა ხსენებულ ბინაში, მისგან მალულად ბრალდებულები სპეციალურად დამონტაჟებული მოწყობილობების საშუალებით, სისტემატურად უკანონოდ იღებდნენ და ინახავდნენ ინტიმური კავშირის ამსახველ ჩანაწერებს.

ბრალდებულმა პირებმა, უკანონოდ მოიპოვეს და მათ კუთვნილ კომპიუტერულ სისტემაში შეინახეს ასეულობით პირის პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაცია.

სამართალდამცველების მიერ ინტიმური შინაარსის მქონე მასალების შემცველი ფაილების შესწავლის საფუძველზე დადგენილია, რომ მათზე აღბეჭდილნი არიან როგორც საქართველოს, ასევე, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები.

აღსანიშნავია, რომ ზემოთხსენებულ ჩანაწერებში ფიგურირებენ საზოგადოებისათვის ცნობილი პირებიც, რომელთა გადაღებაც ხორციელდებოდა უკანონოდ, მათი ნებართვის გარეშე და შესაბამისად, ხდებოდა მათი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა.

პოლიციამ ჩხრეკის შედეგად, თბილისში, აბაშიძის 22 ნომერში მდებარე უ.ა.-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოიღო:

მობილური ტელეფონები, კომპიუტერული ტექნიკა, ფოტოაპარატი, გარე მეხსიერების ბარათები, ე.წ. „ვინჩესტერები“, ასევე, ვიდეორეგისტრატორი, დრონები, ვიდეო სამეთვალყურეო კამერები, მეხსიერების ბარათები, ხმის ჩამწერი მოწყობილობა, ხმის გამაძლიერებელი მოწყობილობა , ოპტიკა და ა.შ.

პოლიციამ უ.ა.-ს საცხოვრებელი ბინიდან ასევე, ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღები და სხვადასხვა სპეციალური საშუალებები, გარდა ამისა ამოღებული იქნა სამხედრო დანიშნულების ვაზნები, რომლებსაც დაკავებული უკანონოდ ინახავდა.

საქმეზე დანიშნული ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ამოღებული იარაღები და ვაზნები განეკუთვნება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალების კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად.

რაც შეეხება უ.ა.-ს მეუღლეს, მისი საცხოვრებელი ბინიდან, სამართალდამცველებმა სხვადასხვა სახის კომპიუტერული და ტექნიკური მოწყობილობები, ასევე მეხსიერების ბარათები ამოიღეს.

ასევე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე მოწყობილობებიდან გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია, რომლის შესწავლისა და დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ როგორც უ.ა.-ს კომპიუტერულ ტექნიკაში,

ასევე, მისი მეუღლის ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ელექტრონული ინფორმაციის მატარებელ მოწყობილობებში ინახებოდა უკანონოდ მოპოვებული პორნოგრაფიული ხასიათის ვიზუალური მასალები, რომლებიც ასევე შეიცავდა პირადი ცხოვრების საიდუმლოს.

მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდება სხვადასხვა სახის ექსპერტიზები, მათ შორის კომპლექსური, ჰაბიდოსკოპიური და კომპიუტერულ-ტექნიკური ექსპერტიზები.

ასევე, აღსანიშნავია, რომ გამოძიების ფარგლებში, ამოღებულია დიდი რაოდენობით პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინტიმური შინაარსის მქონე ფაილები, რომელთა შესწავლა გრძელდება დაზარალებული პირების იდენტიფიცირებისა და მათთან შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით და 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება - შენახვას და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
თვითმარქვია პრინცესა
„ფოტოშოფი არ გეგონოთ... ტყაჭა თვითმარქვია “პრინცესა”

დეკანოზი ილია ჭიღლაძე სოცქსელში ფოტოს აქვეყნებს და წერს: ფოტოშოფი არ გეგონოთ, რეალობაა. ეს წითლებში შემოსილი ქალი ქუთაისში მცხოვრები თეთრიწყაროელი თამარ ბაგრატაშვილია, რომელმაც გვარი გადაიკეთა ბაგრატი...

სოცმედია 1716781705

მირცხულავა
„არც ერთ ხელისუფლებას და ხელისუფალს ასეთი წონადი პოლიტიკური დოკუმენტი არ დაუდევს“ - გოჩა მირცხულავა პრეზიდენტის ქართულ ქარტიაზე

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა: არც ერთ ხელისუფლებას და ხელისუფალს, მიუხედავად მისწრაფებებისა, ასეთი წონადი პოლიტიკური დოკუმენტი, რომელმაც სახელმწიფოში მნიშვნელოვანი ინსტიტუციური ცვლილებები უნდა განაპირო...

სოცმედია 1716779636

სალომე ზურაბიშვილი
პრეზიდენტის "ქართული ქარტია" - სრული ტექსტი

 სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკურ პარტიებს "ქართული ქარტია" შესთავაზა. რას გულისხმობს მისი ეს ინიციატივა, გთავაზობთ ზურაბიშვილის ტექსტს სრულად: "ქართულ ქარტიაში ასახულია საზოგადოების დაკვეთა და მოთხოვნა,...

პოლიტიკა 1716779123

ვეტო
ვეტოს საკომიტეტო განხილვის პარალელურად, პარლამენტთან 09:00 საათზე აქცია გაიმართება

"ვერთიანდებით ვეტოს დაძლევის წინააღმდეგ!" - რუსული კანონის მოწინააღმდეგეები,დღეს, 27 მაისს, 09:00 საათზე პარლამენტის უკან აქციას აანონსებენ.   შეგახსენებთ, რომ პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტი პ...

პოლიტიკა 1716778999

ორსული დაღუპული
ვიდეო - დაღუპული ორსული ქალის კადრები სქესის გაგების ცერემონიიდან

ცოტა ხნის წინ, ფეხმძიმე ქალის გარდაცვალების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. როგორც ირკვევა, გარდაცვალების მიზეზი თრომბია. სოციალურ ქსელში ვრცელდება დაღუპული ორსული ქალის კადრები, რომელიც სქესის გაგების...

სოცმედია 1716778878

„ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი
“პოლიტიკის ხიბლიც მაგაშია” – თამარ ჩერგოლეიშვილი

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი: მომწონს, როცა “რა დროს შინაარსია, ქვეყანა იღუპება” პარტიები, ერთმანეთს ასწრებენ შინაარსზე შეთანხმების ხელმოწერაზე მზადყოფნას 🚬 პოლიტიკის ხიბ...

სოცმედია 1716778562