პროკურატურამ ფეხბურთელ ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების საქმეზე ბრალი კიდევ ერთ ექიმს წარუდგინა

ვახტანგ ჩარკვიანი

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის საქმეზე ბრალი კიდევ ერთ ექიმს წარედგინა.

 

გამოძიების მიხედვით, ექიმმა, რომლის უშუალო ჩართულობით მიმდინარეობდა მკურნალობის პროცესი, არ გაითვალისწინა პაციენტის კლინიკური მდგომარეობის მართვის შესაბამისი პროტოკოლი და პაციენტს მედიკამენტური მკურნალობა აუცილებელი კვლევის ჩატარების გარეშე დაუნიშნა.

პროკურატურამ ექიმს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 220 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით წარუდგინა, რაც 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"საქართველოს პროკურატურამ პაციენტისთვის ჩატარებული არასათანადო მკურნალობის გამო, რამაც ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება გამოიწვია, „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ თერაპიული განყოფილების ექიმს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინიტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 11 აგვისტოს, ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) დიაგნოზით პაციენტი შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში“ მოათავსეს, სადაც მკურნალობა უტარდებოდა. აღნიშნული კლინიკის თერაპიული განყოფილების ექიმმა, რომლის უშუალო ჩართულობით მიმდინარეობდა მკურნალობის პროცესი, არ გაითვალისწინა პაციენტის კლინიკური მდგომარეობის მართვის შესაბამისი პროტოკოლი და პაციენტს მედიკამენტური მკურნალობა აუცილებელი კვლევის ჩატარების გარეშე დაუნიშნა.

პროტოკოლის დარღვევების ფონზე ჩატარებული მკურნალობა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების მიზეზი გახდა, რის გამოც იგი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც მოგვიანებით გარდაიცვალა.

პროკურატურამ ბრალდებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 220 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (გულგრილობა, სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე პაციენტისთვის ჩატარებული არასათანადო მკურნალობის გამო, რამაც ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება გამოიწვია, ასევე ბრალდება წარდგენილი აქვს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ თერაპიული განყოფილების ხელმძღვანელს და სისხლის სამართლის საქმე არსებითად იხილება თბილისის საქალაქო სასამართლოში.

შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება," - წერია განცხადებაში. 

 

შეგახსენებთ, რომ 20 წლის ფეხბურთელი რესპუბლიკურ საავადმყოფოში 2021 წლის სექტემბერში დაიღუპა. ექიმებმა მიზეზად კორონავირუსი დაასახელეს, თუმცა ოჯახი ამბობს, რომ საავადმყოფოში შეყვანის დროს, ახალგაზრდას ვირუსი უკვე დამარცხებული ჰქონდა.

 

ოჯახმა დამოუკიდებელი ექსპერტიზა ჩაატარა, რითაც დადგინდა, რომ 20 წლის ბიჭის გარდაცვალება ზედოზირებამ გამოიწვია. საქმის მასალებით დგინდება, რომ პაციენტს 20 დღის განმავლობაში 530 ამპულაზე მეტი ფენტანილი და მიდაზოლამი გაუკეთეს, რაც ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნით სასიკვდილო დოზაა.

საქმეზე რესპუბლიკური საავადმყოფოს ექთანს პატიმრობა შეეფარდა. მას გამოძიება  დოკუმენტების გაყალბებას ედავება.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მკვლელობა ჭავჭავაძეზეე
„ეს ამბავი პოლიტიკას არ უკავშირდება, მაგრამ რადგან ხელისუფლების მეგობარი ქურდები არიან მკვლელობაში ეჭვმიტანილები, ამბავი თაროზე შემოიდება და ისევ ქურდები თუ იტყვიან, რატომ მუკლეს ძმა ქართველ კანონიერ ქურდს“ - ნანუკა ჟორჟოლიანი

ნანუკა ჟორჟოლიანი სოცქსელში წერს: ჩემი, ძალიან სანდო წყაროს ინფორმაციით.ქურდი ჯანგველაძე , რომელიც ტარიელ ონიანის მეგობარია და ქურდების ამ ნაწილს ეძახიან “ქართველ ქურდებს” დაპირისპირებული იყო “ქურთი ქ...

სოცმედია 1742046210

ტრამპი 1
ტრამპის ადმინისტრაცია 43 ქვეყნისთვის მკაცრი სამოგზაურო შეზღუდვების დაწესებას გეგმავს

ტრამპის ადმინისტრაცია 43 ქვეყნის მოქალაქეებისთვის მკაცრი სამოგზაურო შეზღუდვების დაწესებას გეგმავს. ინფორმაციას და ქვეყნების შესაძლო ჩამონათვალს The New York Times ავრცელებს.   წინასწარ ჩამონათვალში, რ...

მსოფლიო 1742045769

ზელენსკი  1
"კურსკის ოლქში ჩვენი ჯარები ალყაში არ არიან" - ზელენსკი

"კურსკის ოლქში ჩვენი ჯარები ალყაში არ არიან", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი პლატფორმა X-ზე წერს. ზელენსკის თქმით, დონეცკის ოლქისა და ფრონტის ხაზის სხვა ზონებში უკრაინის პოზიცი...

რუსეთ-უკრაინის ომი 1742044073

ლევან ჯანგველაძე
 რა არის ცნობილი ვაკეში მოკლულ ლევან ჯანგველაძეზე

­ძის ძმა, ლე­ვან ჯან­გვე­ლა­ძეა. ძმები ჯანგველაძეები სოხუმიდან არიან. როგორც ინფორმირებული წყარო ჰყვება, ლევანი მოსკოვიდან ჩამოფრინდა და მკვლელობის დღეს იყო ახლობლის პანაშვიდზე.    „ასე მითხრეს მიცვალ...

კრიმინალი 1742039141

ომარ ოკრიბელაშვილი
"დამირეკა, მამა მიშველეო" - ომარ ოკრიბელაშვილი სავარაუდოდ, გლდანიდან რუსთავის ციხეში იძულებით გადაჰყვათ

სინდისის პატიმარი, ომარ ოკრიბელაშვილი, სავარაუდოდ გლანდიდან რუსთავის ციხეში იძულებით გადაჰყვათ - ამის შესახებ მისმა უფლებადამცველმა "პირველებთან" განაცხადა. ადვოკატის თქმით, ომარ ოკრიბელაშვილმა მას უთ...

პოლიტიკა 1742033051

მკვლელობა ჭავჭავაძეზეე
ვიდეო: წუხელ, ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი მკვლელობის კადრები

გასულ ღამეს, ჭავჭავაძის გამზირზე, მომხდარი მკვლელობის კადრები   

კრიმინალი 1742029586