„პროკურატურასთან თანამშრომლობას არ ვაპირებ“ - ეპისკოპოსი, რომელიც ამტკიცებს, რომ მისი ლიკვიდაცია მზადდებოდა

პროკურატურა ჰუჯაბის

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი, რომელმაც გუშინ ამბიონიდან მისი მკვლელობის მომზადების შესახებ ისაუბრა, "პირველებსთან" პირველ კომენტარს აკეთებს მაღალი იერარქიის სასულიერო პირი ამბობს, რომ პროკურატურასთან თანამშრომლობას და ჩვენების მისცემას არ გეგმავს.

ამასთან, მეუფე გიორგი ჯამდელიანი ამბობს, რომ მონაზონი, რომელიც, მისი თქმით, ლიკვიდაციის შემკვეთებს ჰყავდათ გადაბირებული, ახლა ეპარქიაში აღარ იმყოფება.

 

მე დამიკავშირდა პროკურატურა, მაგრამ მე პირადად ჩემს კონსტიტუციურ უფლებას ვიყენებ, როგორც სასულიერო პირი. მე ამ ეტაპზე ასე ვთვლი, არ ვიძლევი ჩვენებას და არ ვაპირებ თანამშრომლობას არც პროკურატურასთან და არც პოლიციასთან მე ვამბობ უარს და ვმოქმედებ საეკლესიო კანონიკის ნორმების ფარგლებში. ჩემტან არ იმყოფება ის მონაზონი, - ამბობს ეპისკოპოსი. 
მეუფე გიორგი ჯამდელიანი არ პასუხობს "პირველების" შეკითხვას, უკავშირდება თუ არა მის მიერ გაკეთებული განცხადება ქვემო ქართლის რწმუნებულის ყოფილ მოადგილეს, გიორგი შინჯიკაშვილს.

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი ამტკიცებს, რომ ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები მის მკვლელობას ამზადებდნენ და ამისთვის გადაბირებული ჰყავდათ ერთ-ერთი მონაზონი. ამის შესახებ მეუფე გიორგი ჯამდელიანმა ამბიონიდან ისაუბრა.

სასულიერო პირმა თქვა ისიც, რა გზით გეგმავდნენ მის ლიკვიდაციას  - ეკლესიის მონაზონს მაღალი იერარქისთვის საწამლავი საკვებში უნდა ჩაეყარა.

სასულიერო პირი ხელს მთავრობის მოქმედ წევრს ადებს და ამბობს, რომ ის უშიშროების უწყების წარმომადგენელია.

 

"პირველების" ინფორმაციით, ორი დღის წინ მარნეულში დაპირისპირება გიორგი შინჯიკაშვილის დაჯგუფებასა და ეპარქიის წარმომადგენლებს შორის მოხდა. ადგილზე იყო სროლაც. ფიზიკური დაპირისპირების შედეგად შინჯიკაშვილის და მისი თანმხლები პირები იძულებულები გახდნენ, ეპარქია დაეტოვებინათ.

სასულიერო პირის სკანდალური განცხადების შემდეგ პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 18,108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მომზადებას გულისხმობს. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
უკრაინის ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი
უკრაინის ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი საზღვრის გადაკვეთის მცდელობისას დააკავეს

უოფილი ენერგეტიკის მინისტრი ჰერმან ჰალუშჩენკო საზღვრის გადაკვეთის მცდელობისას დააკავეს. ინფორმაციას უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო (НАБУ) სოციალურ ქსელში ავრცელებს. უწყების პრესსამსახურმა განა...

მსოფლიო 1771158474

დოროთე
"მარტო მე კი არა, ერი გაყიდეს, ერი გაანადგურეს, ახალგაზრდები ციხეში სხედან უდანაშაულოები, დამნაშავეები გარეთ დადიან, დამნაშავეები ასამართლებენ უდანაშაულო ხალხს“ - დოროთე ყურაშვილი

"მარტო მე კი არა, ერი გაყიდეს, ერი გაანადგურეს, ახალგაზრდები ციხეში სხედან უდანაშაულოები, დამნაშავეები გარეთ დადიან, დამნაშავეები ასამართლებენ უდანაშაულო ხალხს. განკითხვის დღე უკვე დამდგარია, ყველა ყვ...

საზოგადოება 1771157003

პაპუაშვილი
„დებატები ტელემედიაში ძალას იკრებს, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ სწორედ ამაზეა მოქალაქეების დაკვეთა - საუბარი და არა ყვირილი, მსჯელობა და არა პოპულიზმი, არგუმენტები და არა ლოზუნგები“ - პაპუაშვილი

"როგორც მოსალოდნელი იყო, დებატები ტელემედიაში ძალას იკრებს, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ სწორედ ამაზეა მოქალაქეების დაკვეთა - საუბარი და არა ყვირილი, მსჯელობა და არა პოპულიზმი, არგუმენტები და არა ლოზუ...

პოლიტიკა 1771156925

დოროთე
"ალბათ 30 ვერცხლის კონვერტირება გააკეთეს" - მამა დოროთე ყურაშვილი მღვდლის შვილისთვის მიწის გადაცემაზე

მამა დოროთე ყურაშვილი მის მღვდლობიდან განყენების პროცესს "ოცნების" ხელისუფლების მიერ მცხეთაში მიწის გადაცემის საკითხს უკავშირებს. ამის შესახებ სასულიერო პირმა ქადაგებისას ისაუბრა. საქმე ეხება შაბათის...

საზოგადოება 1771154696

ნეთანიაჰუ ტრამპი
ტრამპი და ნეთანიაჰუ ირანზე ზეწოლის გზებზე შეთანხმდნენ

ოთხშაბათს თეთრი სახლში გამართული შეხვედრის შემდეგ დონალდ ტრამპი და ბენიამინ ნეთანიაჰუ შეთანხმდნენ, რომ აშშ გააძლიერებს ძალისხმევას ირანის მიერ ჩინეთში ნავთობის ექსპორტის შემცირების მიმართულებით. ამის...

მსოფლიო 1771147903

საზოგადოება
კრიმინალური ავტორიტეტის სახელით კახეთში მცხოვრებ კაცს 10 000 აშშ დოლარი გამოსძალეს - შსს

დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით, ოთხი პირი დააკავეს. ინფორაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით,  ბრალდებულები, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ...

კრიმინალი 1771147335