პროკურატურის საგანგებო განცხადება ოთარ ფარცხალაძეზე

კრიმინალი 1695130722    249

ოთარ ფარცხალაძე

ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით, საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს და ამტკიცებს, რომ თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, ფარცხალაძეს უწყებასთან შეხება არ ჰქონია. შოთაძის უწყება "ზოგიერთი პოლიტიკური გაერთიანების" წარმომადგენლების მხრიდან, "მიზანმიმართულ დეზინფორმაციულ კამპანიაზე" საუბრობს.

 

"მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს გამოვეხმაუროთ ზოგიერთი პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენლების მხრიდან, საქართველოს პროკურატურის მიმართ დეზინფორმაციის განახლებული კამპანიის წამოწყებას, რომლის მიზანიც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტიტუციის მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობა, რათა დეზინფორმაციის გავრცელებით საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში და ხელი შეუშალონ ამ უწყების ნორმალურ საქმიანობას.

ბოლო დღეებში, აღნიშნული დეზინფორმაციის კამპანიის ფარგლებში, მრავლად მოვისმინეთ სრულიად უსაფუძვლო და ცილისმწამებლური განცხადებები ოთარ ფარცხალაძის ვითომდა კავშირებზე საქართველოს პროკურატურასთან. ეს არ არის პირველი შემთხვევა ბოლო წლების განმავლობაში, როდესაც მსგავს ტყუილებს ვისმენთ გარკვეული პოლიტიკოსების მხრიდან ჩვენი უწყების მიმართ და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მხრიდან მათ მოეთხოვათ შესაბამისი მტკიცებულებების გასაჯაროება ანდა მსგავსი ცილისმწამებლური განცხადებების შეწყვეტა, მათ მიერ არასდროს არ წარმოდგენილა არცერთი მტკიცებულება მათი განცხადებების დასასაბუთებლად. მიუხედავად ამისა, ისინი კვლავ აგრძელებენ პერმანენტული ტყუილებით პროკურატურის დისკრედიტაციის მცდელობებს.

პროკურატურის და მისი ხელმძღვანელი პირების, თანამშრომლების წინააღმდეგ დეზინფორმაციის  გავრცელებას ძირითადად ის კონკრეტული პოლიტიკური ძალა ცდილობს, რომლის წარმომადგენლების მიმართ წლებია სამართალწარმოება არაერთ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს. ჩვენ კარგად გვესმის, რომ პროპაგანდისტული დეზინფორმაციის მიზანი უწყების საქმიანობისთვის ხელის შეშლაა, რათა წლების განმავლობაში ჩადენილ დანაშაულზე პასუხი არავის მოეთხოვოს და პასუხისგებას გაექცნენ, რაც რა თქმა უნდა, არავის გამოუვა.

რაც შეეხება ოთარ ფარცხალაძეს, მან საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობა დატოვა 2013 წელს და მას შემდეგ, არანაირი შემხებლობა საქართველოს პროკურატურის საქმიანობასთან არ ჰქონია და არც შეიძლება, რომ ჰქონოდა. ასევე არანაირი შემხებლობა არ ჰქონია მიხეილ სააკაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეებთან. ამ ცილისმწამებლური კამპანიის მთავარი ხაზი სწორედ ოთარ ფარცხალაძის ამ საქმესთან დაკავშირებაა, რაც მარტივად გარკვევადია.

როგორც აღვნიშნეთ, ოთარ ფარცხალაძემ თანამდებობა დატოვა 2013 წელს, ხოლო პირველად სისხლისსამართლებრივი დევნა მიხეილ სააკაშვილის მიმართ დაიწყო 2014 წლის 28 ივლისს, მხოლოდ ამ თარიღებითაც კი ნათლად ჩანს მსგავსი სპეკულაციების აშკარა სიყალბე. რაც შეეხება კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილის სისხლის სამართლის საქმეებს, საზოგადოებას შევახსენებთ, რომ სპეციალურად ამ საქმეებისთვის საქართველოს პროკურატურამ შექმნა საერთაშორისო ექსპერტთა საბჭო, რომელმაც შეისწავლა მიხეილ სააკაშვილის მიმართ მიმდინარე გამოძიებები. ხაზი უნდა გაესვას, რომ არსებულ სისხლის სამართლის საქმეებში მტკიცებულებითი სტანდარტი შეაფასეს სწორედ ხსენებულმა უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე საერთაშორისო ექსპერტებმა - ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის განყოფილების ყოფილმა უფროსმა პოლ კოფიმ, ისრაელის ყოფილმა სახელმწიფო პროკურორმა მოშე ლადორმა და იუგოსლავიის საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალის მთავარი პროკურორის მოადგილემ, დიდი ბრიტანეთის დედოფლის იურისტმა სერ ჯეფრი ნაისმა. საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით, სისხლის სამართლის საქმეებში არსებული მტკიცებულებები ქმნიდა საკმარის სტანდარტს მიხეილ სააკაშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დასაწყებად.

გვინდა საზოგადოება დავარწმუნოთ, ეს მსგავსი მცდელობები ჩვენს საქმიანობაზე ვერ იმოქმედებს. საქართველოს პროკურატურა გააგრძელებს კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის შესაბამისად, საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებას და პროკურატურის საქმიანობა, დამოუკიდებლობა და ხელშეუხებლობა სრულად იქნება დაცული საქართველოს და საერთაშორისო კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტების ფარგლებში." აცხადებს პრკურატურა.
რაც შეეხება აშშ-ის მხრიდან მათი ყოფილი ხელმძღვანელის დასანქცირებას, პროკურატურა ამასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ საქმეზე გამოძიება სუს-ში მიმდინარეობს და უცხოეთის შესაბამისი კომპეტენტური ორგანოებიდან გამოთხოვილ მტკიცებულებებს, მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება და მოხდება სამართლებრივი რეაგირება:

"რაც შეეხება ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ ოთარ ფარცხალაძის სანქცირების და ამ საკითხთან საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის ირგვლივ მიმდინარე სამართლებრივ რეაგირებას, ოთარ ფარცხალაძის საქმეზე საგამოძიებო ქვემდებარეობის შესაბამისად, გამოძიება მიმდინარეობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, მათ მიერ მოპოვებულ, მათ შორის უცხოეთის შესაბამისი კომპეტენტური ორგანოებიდან გამოთხოვილ მტკიცებულებებს, მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება და მასზე მოხდება ეფექტიანი სამართლებრივი რეაგირება, რაზეც მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით ინფორმაცია მიეწოდება საზოგადოებას.

დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, მომავალშიც ჩვენ შევეცდებით საზოგადოების პროაქტიული ინფორმირებით, დეზინფორმაციის მავნებლური შედეგების მინიმუმამდე შემცირებას. საქართველოს პროკურატურა პასუხს გასცემს ყველა ამ ტიპის ყალბ ბრალდებას და დეზინფორმაციას, რათა საზოგადოებამ იცოდეს ობიექტური სიმართლე." ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ემიგრანტი ნეაპოლი
სასიხარულო ამბავი - ნეაპოლში გაუჩინარებული ვანიკო ღარიბაშვილი იპოვეს

იტალიაში, ქალაქ ნეაპოლში გაუჩინარებული, 29 წლის ვანიკო ღარიბაშვილი იპოვეს. ამ ინფორმაციას მისი მეუღლე ავრცელებს. “ვიპოვეთ მადლობა და დიდება უფალს პირველ რიგში, არ ვიცი როგორ და რანაირად მაგრამ თქვენ ა...

სოცმედია 1696019100

მოროშკინა
"ძალიან მაგრად მუშაობს სუსი! არ აგარევინებთ, არა!" – რას წერს ლალი მოროშკინა

“ჩვენი შვილების სისხლს არ დაგაღვრევინებთ! მადლობა ბიჭებო! ძალიან მაგრად მუშაობს სუს-ი! არ აგარევინებთ,არა!!!! ხალხი მთავრობის მხარეს დგას!!!!” წერს ლალი მოროშკინა.

სოცმედია 1696018800

მეგი გოცირიძე
"რიგითი ქოცტროლი მეკითხება ქოც სააგენტოს კომენტარში..." - რას წერს მეგი გოცირიძე

"რიგითი ქოცტროლი მეკითხება ქოც სააგენტოს კომენტარში - 9 წელი სად იყავით სისხლისმსმელი ნაცები და თქვენი სააკაშვილიო და პასუხი დავაკოპირე: ----სად ვიყავით და სახელმწიფოს ვაშენებდით, მიშას ვედექით გვერდი...

სოცმედია 1696018500

მამა თეიმურაზი
"რეანიმაციაში იმყოფება... გთხოვთ, თქვენს ლოცვებში მოიხსენიოთ" - რა ინფორმაცია ვრცელდება მამა თეიმურაზის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

დეკანოზი თეიმურაზ ქორიძე მართვით სუნთქვაზეა. გავრცელებული ინფორმაციით, სასულიერო პირს ფილტვების პრობლემის გამო მდგომარეობა დაუმძიმდა. "უმორჩილესად გთხოვთ, თქვენს ლოცვებში მოიხსენიოთ უძლურებაში მყოფი მ...

საზოგადოება 1696018200

სურამელაშვილი
"ჩემი კოცნები დამიბრუნე, 8 წლის განმავლობაში რომ გკოცნიდი..." - გია სურამელაშვილი

გია სურამელაშვილმა ყოფილ შეყვარებულს მორიგი მიმართვა მიუძღვნა.   @giasuramelashvili0 #ფორიუზეა? #გლობალ🌍 ♬ original sound - Gia Suramelashvili

სოცმედია 1696017900

მტვერი
"უდაბნოს მტვერი არ გეგონოთ, თბილისია..." - რა ვიდეოს ავრცელებს "ჩემი ქალაქი მკლავს"

"#სუფთაჰაერიჩემიუფლებაა უდაბნოს მტვერი არ გეგონოთ, თბილისია ჭავჭავაძის 47 ნომერი, სახლის დემონტაჟი. თბილისის მუნიციპალური ინსპექცია" წერს მოძრაობა "ჩემი ქალაქი მკლაცს" და ვიდეოს ავრცელებს.

სოცმედია 1696017300