ქალი ირწმუნება, რომ ფეხმძიმობის შესახებ 8 თვე არ იცოდა და ჩვილი ტუალეტის ორმოში ჩაუვარდა - მკვლელობაში ბრალდებული დედის სკანდალური ჩვენება

კრიმინალი 1695845100    868

პოლიცია

ჩვილის მკვლელობის საქმე - ადვოკატი "კურიერთან" ინტერვიუში ამბობს, რომ ახალგაზრდა ქალმა რვა თვის თავზე ბავშვი ისე გააჩინა, რომ ფეხმძიმობის შესახებ არაფერი იცოდა. ბრალდებულის ინტერესების დამცველი ირწმუნება, რომ მოულოდნელი მშობიარობის დროს სახლის ეზოში მდგარ საპირფარეშოში ნაყოფი თავისით ჩავარდა და ქალმა ამის შესახებ, მხოლოდ მოგვიანებით, სამედიცინო დაწესებულებაში გაიგო.

ადვოკატის ამ ვერსიას ეწინააღმდეგება თავად ბრალდებულის მიერ წინასწარი გამოძიების დროს მიცემული ჩვენება, რომელიც "კურიერმა" ექსკლუზიურად მოიპოვა. დაკითხვის ოქმში ქალი აღიარებს, რომ ოჯახის წევრებს ფეხმძიმობის შესახებ ინფორმაციას უმალავდა.

"ორსულობის შესახებ რომ შევიტყვე გადავწყვიტე, არც ჩემი მეუღლისთვის და არც ოჯახის სხვა წევრებისთვის არაფერი მეთქვა, რადგან უკვე სამი შვილის დედა ვიყავი. მესამე, ჯერ ერთი წლისაც არ იყო და კიდევ მეოთხე შვილს ველოდებოდი... ორსულობის დროს, არც მუცელი მეტყობოდა და შესაბამისად, ეჭვიც არავის გასჩენია." - წერია ქალის ჩვენებაში.

ამავე ჩვენებაში, ახალგაზრდა ქალი მშობიარობის საკუთარ ვერსიას ჰყვება და ამბობს, რომ ნაყოფი გარდაცვლილი დაიბადა, ორმოში კი, შემთხვევით ჩავარდა.

"დაახლოებით ღამის პირველ საათზე მუცლის ტკივილმა შემაწუხა. ავდექი და ჩავედი საპირფარეშოში მარტო. არ მიფიქრია, რომ სამშობიარო ტკივილი მქონდა, რადგან მანამდე სამი შვილი გავაჩინე და ვიცი, რა არის სამშობიარო ტკივილი. როდესაც შევედი საპირფარეშოში შევამჩნიე, რომ ჩამოვარდა წითელი და ლურჯი ფერის ნაყოფი. ის საპირფარეშოზე მუცლით დაეცა და ნაპირიდან შიგნით ჩასრიალდა. ვინაიდან ნაყოფი არ მოძრაობდა, მივხვდი, რომ მკვდარი იყო." - ნათქვამია ქალის ჩვენებაში.

"კურიერის" ინფორმაციით, ბრალდებული სასამართლოში ამ ჩვენების შეცვლას გეგმავს. დაცვის მხარის ამჟამინდელი ვერსიით, ქალმა მისი ფეხმძიმობის და ნაყოფის დაბადების შესახებ მხოლოდ კლინიკაში გადაყვანის შემდეგ შეიტყო. სწორედ სამედიცინო დაწესებულებიდან მიიღეს ინფორმაცია სავარაუდო დანაშაულის შესახებ საგამოძიებო ორგანოში. ქალის ოჯახში მის ბრალეულობას გამორიცხავენ და ამბობენ, რომ ახალშობილის გარდაცვალება მხოლოდ უბედურ შემთხვევას უკავშირდება.

ახალგაზრდა ქალს ბრალი დედის მიერ ჩვილის განზრახ მკვლელობის მუხლით აქვს წარდგენილი. მომავალ სხდომაზე მხარეები თავად ბრალდებულის ჩვენებას მოისმენენ. მოსამართლე განაჩენს სავარაუდოდ ოქტომბერში გამოაცხადებს.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მეორადი პური
“მეორადი” პური რომ არსებობს და ესეც ძვირდება “ადუღებული” ეკონომიკის პირობებში?” – რას წერს თამარ ბუჩუკური

"მეორადი პური რომ არსებობს და ესეც ძვირდება “ადუღებული” ეკონომიკის პირობებში  იყიდებიან ადამიანები თუ არა, ეს ერთი საკითხია… ფაქტი კი ისაა, რომ ამ საზარელ გარემოში ყველა ერთად ვცხოვრობთ. ადამიანები უკ...

სოცმედია 1702239900

ჩერგოლეიშვილი თამარ
“ეს ყველაზე ცუდი სცენარია” – რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი

"თუ ორბანს ევროკავშირის გაფართოების პროცესის დაბლოკვა გაუვიდა, გამოდის პუტინის ვასალ რეჟიმსაც მოსწმინდა პირი საქართველოში და თან ევროკავშირის გაფართოების პროცესის შეფერხებაც გამოუვიდა პუტინის გასახარა...

სოცმედია 1702239300

გაუპატიურება
„რომც მოკვდეს ციხეში, მკვდარიც არ მომიტანონ...“ - 48 წლის კაცი, 14 წლის შვილს 2 წლის განმავლობაში სისტემატურად აუპატიურებდა

კახეთის ერთ-ერთ სოფელში მომხდარი ამბის დეტალები - რომ არა სკოლა, 14 წლის გოგონას შემზარავი ისტორია, სავარაუდოდ, კიდევ დიდხანს გაგრძელდებოდა. სასწავლო დაწესებულების დირექტორი "კურიერი P.S.-სს" უყვება,...

კრიმინალი 1702239000

პოლიცია
მკვლელობის მცდელობა ავტომობილის დაჯახებით - მამაკაცი ყოფილ ცოლს და დასახმარებლად მოსულ პირებს სასტიკად გაუსწორდა

ყოფილი ცოლის მკვლელობის მცდელობა ავტომობილის დაჯახებით. თბილისი, ზღვის უბანი. დღის 4 საათი. 24 წლის გოგოსა და 28 წლის მამაკაცს შორის კონფლიქტი ავტომობილში იწყება. ყოფილი ქმარი ახალგაზრდა გოგოს შერიგებ...

კრიმინალი 1702238700

დომენიკ მანგო
"ქართული ოცნება კიდევ 50 წელი არ შეიცვლება, თუ ეს ოპოზიცია ეყოლება საქართველოს" - რას აცხადებს დომენიკ მანგო (ვიდეო)

„ქართული ოცნების“  ალტერნატივა არ არსებობს, აცხადებს ბლოგერი დომენიკ მანო სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში. "ხომ უნდა არსეპბდეს ვინმე, ვისი მოყვანაც ხელისუფლებაში ღირს? რა დეპოლარიზაცია, რის დეპოლა...

სოცმედია 1702238460

მირცხულავა გოჩა
"ორ რამეს დავუბრუნებდი თბილისს..." - რას წერს გოჩა მირცხულავა

"ორ რამეს დავუბრუნებდი თბილისს - კინოთეატრ "გაზაფხულს", რომელიც აღგავეს მიწიდან და კინოთეატრ "რუსთაველს", რომელსაც სამომავლოდ, ალბათ, სასტუმროდ ამზადებენ და ახლა, სამარცხვინოდ, დიდი ბოქლომი ადევს. თუ...

სოცმედია 1702238100