ქალის ინტიმური შინაარსის ფოტო-ვიდეო მასალის გავრცელებისთვის თურქეთის მოქალაქე დააკავეს
კრიმინალი • 1723620992
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სექსუალური გამოძალვის ფაქტზე თურქეთის მოქალაქე დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქე 24 წლის გოგომ, სოციალური ქსელით 45 წლის თურქეთის მოქალაქე მამაკაცი გაიცნო. დაკავებულმა ფარულად გადაიღო ინტიმური შინაარსის ვიდეო, ასევე დაზარალებულის ტელეფონიდან გადაიწერა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ინტიმური შინაარსის ფოტო-ვიდეო მასალა და ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ მოპოვებული კადრებით შანტაჟი დაიწყო. საგამოძიებოს ცნობით, კაცი სისტემატურად ავრცელებდა სოციალური ქსელების მეშვეობით აღნიშნულ ფოტო-ვიდეომასაებს.
ბრალდებული სისხლის სამართლის კოდექსის 157 პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს და მას 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
"სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, სექსუალური გამოძალვის ფაქტზე, დაკავებულია თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე.
გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში მცხოვრებმა, საქართველოს მოქალაქე 24 წლის გოგომ, სოციალური ქსელით 45 წლის თურქეთის მოქალაქე მამაკაცი გაიცნო. ისინი ერთმანეთს ბათუმში შეხვდნენ და სასიყვარულო, ინტიმური ხასიათის ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ. დაზარალებულთან სქესობრივი კავშირის დროს, ბრალდებული თურქეთის მოქალაქე, დაზარალებულს ფარულად, მობილური ტელეფონით ვიდეოებს უღებდა, ასევე, მისი ტელეფონიდან ფარულად გადაიწერა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ინტიმური შინაარსის ფოტო-ვიდეო მასალა.
მას შემდეგ, რაც დაზარალებულმა გოგომ თურქეთის მოქალაქესთან ურთიერთობის შეწყვეტა გადაწყვიტა, ბრალდებულმა ფარულად მოპოვებული კადრებით შანტაჟი დაიწყო და გოგოს მასთან ურთიერთობის აღდგენა მოსთხოვა. დაზარალებულისგან უარის მიღების შემდეგ, შურისძიების მიზნით დაზარალებულთან სქესობრივი კავშირის ამსახველი ფარულად გადაღებული ვიდეო სხვადასხვა სოციალური ქსელის გამოყენებით, ქალის ოჯახის წევრებთან და ნაცნობებთან გაავრცელა. გარდა ამისა, თურქეთის მოქალაქემ დაზარალებულის და მისი ოჯახის წევრების სახელით “Instagram”, “Facebook” ყალბი გვერდები შექმნა, სადაც 2022, 2023 და 2024 წლებში, დაზარალებული ქალის ინტიმური ფოტო-ვიდეო მასალას საჯაროდ სისტემატურად ათავსებდა. ასევე, უცნობ პირებს დაზარალებულის სახელით წერდა და მის საკონტაქტო ინფორმაციას აწვდიდა, უგზავნიდა ინტიმურ ფაილებს, რის შედეგადაც მას უკავშირდებოდნენ მისთვის უცნობი მამაკაცები.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებულის მომართვის შემდეგ, კონფიდენციალურობის სრული დაცვით შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. ჩხრეკა ჩატარდა დანაშაულში მხილებული თურქეთის მოქალაქის სასტუმროს ნომერში, რა დროსაც ამოღებული იქნა დაზარალებული ქალის ინტიმური შინაარსის ფოტო-ვიდეო მასალა, მათ შორის, მის მობილურ ტელეფონში ნანახი იქნა იმ სოციალური ქსელის მისამართები, რომელთა გამოყენებითაც დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი მასალის გავრცელება ხდებოდა, რის შემდეგაც ბრალდებული დაკავებულ იქნა სისხლის სამართლის კოდექსის 157 პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის. დანაშაული 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე აგრძელებს გამოძიებას," - აცხადებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური.
მაკო გომური გიორგი გახარიას წინააღმდეგ აღძრული საქმის შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ "ქოცების სასამართლოში არ მივა". მისი თქმით, გიორგი გახარიაც კი იმსახურებს, რომ სამართლიანმა სასამ...
პოლიტიკა • 1762958294
პროკურატურამ ივანიშვილის ყვარლის მერის მოადგილეს, ლევან გელაძეს, საკრებულოს თავმჯდომარეს, გივი ზაუტაშვილს და მის ძმას, ნიკა ზაუტაშვილს მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა. "შინა...
კრიმინალი • 1762955531
იტალიაში, ქალაქ რომში, ტანსაცმლისა და სამკაულების ქურდობის ბრალდებით საქართველოს 27 წლის მოქალაქე დააკავეს. იტალიური მედიის ცნობით, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში მდებარე მაღაზიიდან მოპარულია 200 ევროს ღირებ...
კრიმინალი • 1762955427
"საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ქმედებების შედეგად, საქართველოს გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია" | ასე პასუხობს ევროკომისიის წარმომადგენელი დავიდ კულენი არქიმანდრიტ დოროთე...
პოლიტიკა • 1762953937
გიორგი გახარიას გუნდში ექსპრემიერის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას "ივანიშვილის პერსონალურ ვენდეტად" აფასებენ. როგორც ანა ბუჩუკური "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში ამბობს, ბიძინა ივანიშვილ...
პოლიტიკა • 1762952375
ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა: რა ვიცი... ვიცი? არ ვიცი?! ანუ "აბა რა ეგონა(თ)...აი, გახარიას საქმე ეგრეა - არც "აქ" დაედგომება და არც "იქ - ანა".და ის, ალტერეგო რომ ჰყავს - შარა-შარა-შიძე, ნაცმოძრაობის...
სოცმედია • 1762950250












