ქეთი ჯავახიშვილის წამებით მკვლელობა ლილოში - სასტიკი დანაშაულის ამსახველი ფოტოები და სკანდალური ჩვენებები სასამართლოში

ჯავახიშვილი ქეთი მკლველი

ქეთი ჯავახიშვილის წამებით მკვლელობა ლილოში - დღეს სასამართლო პროცესზე ექსპერტ-კრიმინალისტები გამოიკითხნენ, რომლებმაც დეტალურად აღწერეს ის 59 ჭრილობა, რომელიც ცხედას ჰქონდა მიყენებული.

21 წლის გარდაცვლილი ქალის ოჯახი, დღეს სასამართლო დარბაზში უყურებდა ფოტოსურათებს, რომელიც სასტიკი დანაშაულის ადგილზე სამართალდამცველებმა გადაიღეს.

სასამართლო სხდომაზე ასევე დაიკითხა გარდაცვლილის ფსიქოლოგი, რომელმაც თქვა, რომ ბრალდებული 21 წლის გოგოზე მუდმივად ძალადობდა, მათ შორის ესპანეთშიც.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაიკითხა გარდაცვლილის ფსიქოლოგი, რომელმაც დაადასტურა ის ფაქტი, რომ ბრალდებული სისტემატურად, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდა მასზე და ეს ხორციელდებოდა, მათ შორის, ესპანეთშიც. ასევე გამოვიკვლიეთ მტკიცებულებები შემთხვევვის ადგილის დათვალიერების ოქმი, სადაც დეტალურად არის ასახული, თუ რა მდგომარეობაში იყო ქეთევან ჯავახიშვილის ცხედარი. რაც შეეხება ბრალდების მხარეს, კიდევ დამატებით ჰყავდა მოყვანილი 10-მდე მოწმე, თუმცა დაცვის მხარემ ამ ნაწილში გახადა უდაოდ და შესაბამისად, აღარ მოხდა მათი გამოკვლევა", - განაცხადა საქმის პროკურორმა.
დაკავებული პროცესზე დუმილის უფლებას იყენებდა, ის არცერთ სასამართლო სხდოამზე არ აღიარებს დანაშაულს, თუმცა დღეს მისმა ადვოკატმა "პირველებთან" თქვა, რომ ბრალდებულს არასდროს უთქვამს, რომ მას ეს დანაშაული არ ჩაუდენია.

 

უფლებამდამველს პირდაპირ არ უთქვამს რომ ბრალდებულმა უმძმესი დანშაული ჩაიდინა, თუმცა არც ამის უარყოფა უცდია.

21 წლის ქეთი ჯავახიშვილი 28 თებერვალს, ლილოში განსაკუთრებული სისასტიკით მოკლეს. უმძიმესი დანაშაულისთვის პოლიციამ ოთარ ცინდელიანი დააკავა, რომელიც  მოკლულის ნათლიის შვილია.

ქეთი ჯავახიშვილს  59 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს.

 

ოთარ ცინდელიანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"შაბათის ეთერის" მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით, კაცი, რომელმაც გამოძიების ვერსიით, 22 წლის გოგო წამებით მოკლა, ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იყო.

 

გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში ნარკოტიკებზე დამოკიდებულად ბრალეული ოთარ ცინდელიანი არ უარყოფს, რომ როდესაც ქეთი ჯავახიშვილს 59 ჭრილობა დანით მიაყენა, ამფეტამინის  ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.       

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ეპისტოლე
ქრისტე აღდგა! - სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლე: "საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წ...

რელიგია 1745094180

აღდგომა
ქრისტე აღდგა! "ნიუპოსტი" გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!

"ნიუპოსტი" გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! ქრისტე აღსდგა!

საზოგადოება 1745092500

ქაშ
გმირთა მოედნიდან მსვლელობის მონაწილეები ქაშვეთის ტაძართან მივიდნენ, სადაც აქციის სხვა მონაწილეებთან ერთად აღდგომის დღესასწაულს შეხვდებიან

გმირთა მოედნიდან აქციის მონაწილეები მსვლელობით ქაშვეთის ტაძართან მივიდნენ, სადაც მათ აქციის მონაწილეების ნაწილი დროშებით, ტაშითა და ანთებული ფანრებით დახვდნენ. ასევე, მათ ქაშვეთის ტაძართან საქართველოს...

პოლიტიკა 1745092200

წმინდა ცეცხლი
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, წმინდა ცეცხლი გადმოვიდა (ვიდეო)

19 აპრილს, 15 საათსა და 36 წუთზე, იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან, კუვუკლიადან წმინდა ცეცხლი იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარ...

რელიგია 1745063098

ცესკო
ვერიფიკაციის აპარატების შეძენა-შემოწმებაში ცესკო $2.8 მილიონს ხარჯავს

საარჩევნო ელექტრონული აპარატურის შემოწმებაში, ასევე დამატებით ტექნიკისა და სხვა საჭირო საქონლის შესაძენად ცესკო  2 853 928 აშშ დოლარს ტენდერის გარეშე დახარჯავს. ამის შესახებ "ბათუმელები" წერს. „საარჩე...

პოლიტიკა 1745062061

გელა ხასაია
"კოალიცია ცვლილებისთვის" წევრი გელა ხასაია პატიმრობაში რჩება

"კოალიცია ცვლილებისთვის" წევრი გელა ხასაია პატიმრობაში რჩება. სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა საჩივარი მისი გათავისუფლებისა და საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ. ამის შესახებ ინფორმაციას მისი...

პოლიტიკა 1745061853