„ქოლ ცენტრების“ საქმეზე კიდევ 4 პირია დაკავებული - პროკურატურა

პროკურატურა

თაღლითური ქოლ ცენტრების საქმეზე კიდევ 4 პირია დაკავებული. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

 

უწყების ცნობით, ორგანიზებული ჯგუფის წევრების საქმიანობა მოიცავდა საქართველოში კომპანიების დაფუძნებას და მათ ბაზაზე, სხვადასხვა ლოკაციაზე ე.წ. თაღლითური ქოლ-ცენტრების მოწყობასა და ორგანიზებას. პროკუყრატურის ცნობითვე, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები თაღლითურად დაეუფლნენ შვეიცარიის კონფედერაციის მოქალაქეების კუთვნილ დაახლოებით 3 მილიონ შვეიცარიულ ფრანკს.

 

საქართველოს პროკურატურამ  ტრანსნაციონალური თაღლითური ქოლ-ცენტრების წინააღმდეგ ევროპელ კოლეგებთან ერთად მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 18 აპრილს, თაღლითური ქოლ-ცენტრების მოწყობისა და ორგანიზების ბრალდებით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის კიდევ 4 წევრი დააკავა.

საქართველოს პროკურატურა აგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას ევროჯასტთან და პარტნიორი ქვეყნების კომპეტენტურ უწყებებთან საერთაშორისო მასშტაბით მოქმედი თაღლითური ქოლ-ცენტრების გამოვლენის მიზნით.

ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრების საქმიანობა მოიცავდა საქართველოში კომპანიების დაფუძნებას და მათ ბაზაზე, სხვადასხვა ლოკაციაზე ე.წ. თაღლითური ქოლ-ცენტრების მოწყობასა და ორგანიზებას.

ქოლ-ცენტრების გამართულად ფუნქციონირებისთვის, ჯგუფის წევრები ქმნიდნენ სხვადასხვა საფირმო სახელწოდების ელექტრონულ სავაჭრო პლატფორმებს, ვებ-გვერდების გამოყენებით ტოვებდნენ სანდო საინვესტიციო კომპანიების შთაბეჭდილებას და დაზარალებულებს სხვადასხვა სახის სარფიან, ფინანსურ გარიგებებს სთავაზობდნენ. შემდგომში კი, დაზარალებულების კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლებას და გათეთრებას ახდენდნენ.

აღნიშნული გზით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები თაღლითურად დაეუფლნენ შვეიცარიის კონფედერაციის მოქალაქეების კუთვნილ დაახლოებით 3 მილიონ შვეიცარიულ ფრანკს. ხოლო შემდგომში, თაღლითურად დაუფლებული თანხებისთვის კანონიერი სახის მისაცემად, მოახდინეს ხსენებული თანხების მათივე კონტროლის ქვეშ არსებულ საბანკო ანგარიშებზე განთავსება და ჩართვა ეკონომიკურ ბრუნვაში, მათ შორის უძრავი ქონებების შეძენის გზით.

გამოძიების მიერ ყადაღა დაედო ბრალდებულების საკუთრებაში არსებულ 6 მილიონ ლარამდე ღირებულების უძრავ და მოძრავ ქონებას, რითაც არ მიეცათ მათი შემდგომი განკარგვისა და გადამალვის შესაძლებლობა.

დანაშაულებრივი წარმომავლობის ქონებების სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად, პროკურატურა შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს გაატარებს.
დაკავებულებს ბრალდება ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილ თაღლითობისა და ფულის გათეთრების ფაქტებზე წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულებს  აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

 

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ევროპელ კოლეგებთან თანამშრომლობის შედეგად, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე,  2024 წლის 3 თებერვალს საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 7 ორგანიზატორის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა უკვე დაიწყო.

საქართველოს პროკურატურა, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ევროჯასტის კოორდინაციით ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებს გამოძიებას სხვადასხვა ქვეყნებში ე.წ. თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმიანობით დაკავებული სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების, მათ შორის ტრანსნაციონალური დანაშაულების სხვა ორგანიზატორების გამოვლენისა და მხილების მიზნით, - ნათქვამია უწყების განცხადებაში. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ნანუკა ჟორჟოლიანი
„ტროტუარზე აქციას კრძალავენ, ხალხო... 50 აკაცუკის შემქნილ დღის წესრიგს გაუმარჯოს“ - ნანუკა ჟორჟოლიანი

ნანუკა ჟორჟოლიანი: ტროტუარზე აქციას კრძალავენ ხალხო.რა 50 აკაცუკი. რა პროტესტი დასრულებულია. მეასე კანონს იღებენ რუსთაველის გამზირის მედეგების გამო.50 აკაცუკის შემქნილ დღის წესრიგს გაუმარჯოს  

სოცმედია 1765212179

ზელენსკიი
„რჩება უთანხმოება ტერიტორიულ საკითხებსა და უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით“ - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებების მხარეებს შორის რჩება უთანხმოება ტერიტორიულ საკითხებსა და უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით. ზელენსკიმ Bloomberg-...

რუსეთ-უკრაინის ომი 1765209480

მერაბ მეტრეველი
„ტყუილად იდანაშაულებთ თავს, მეგობრებო” – მერაბ მეტრეველი

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი:,,ბევრი საყვედრუბს აქციის მონაწილეებს და კერძოდ, აქციაში მონაწილე ექიმებს, რომ მაშინ, როდესაც იმ მოწამლულ წყალს ასხამდნეენ ხალხს, იქვე რატომ არ აიღეთ სინჯებიო. თავი რომ დავნ...

სოცმედია 1765209294

ლენტიი
იმერეთში, 14 წლის მოზარდმა ბავშვი გააჩინა

იმერეთში, 14 წლის მოზარდმა ბავშვი გააჩინა დედა გახდა – გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია ორი პირი. ერთ-ერთს – 16 წლის ასაკს მიუღწევლი პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევას ედავებიან. მეორე და...

საზოგადოება 1765208915

ელენეე
ელენე ფხაკაძის წარმატების ფორმულა

„მწვანე სახლის“ დამაარსებელი ელენე ფხაკაძე წლის წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონიალზე - „პერსონა 2025“ წარმატებულ ადამიანად დასახელდა და „პერსონა 2025“-ის სტატუსი მიენიჭა!   როგორია ელენეს...

სოცმედია 1765208719

ზარქუა
„კანდიდატ სახელმწიფოებში, ყველა კრიტერიუმით საქართველო პირველ ადგილზეა, მაგრამ მეორე ნაწილი - ფოტიგები, კუბილიუსები, „რაისა-კომუნისტკები" და ა.შ. ამუნათებენ, რატომ?" - ზარქუა

  "კანდიდატ სახელმწიფოებში, ყველა კრიტერიუმით საქართველო პირველ ადგილზეა. ამას ევროკომისიის ერთი ის ობიექტური კვლევა აჩვენებს და თავად ამბობენ აღწერილობაში, როგორც „მსოფლიო ბანკი“, ისე „სავალუტო ფონდი...

პოლიტიკა 1765208247