„ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 44 პირი დავაკავეთ“ - შსს

სპეცოპერაცია

შს სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველებმა ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს. 6 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება.

შს მინისტრის მოადგილის ალექსანდრე დარახველიძის თქმით, მათ შორის ერთი საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდია.

ალექსანდრე დარახველიძის თქმით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებული პირები ე.წ. ქურდულ გარჩევებს აწყობდნენ და ე.წ. ქურდული გადაწყვეტილებები გამოჰქონდათ.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე, 223-ე პრიმა, 223-ე ტერცია და 223-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

”საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ ორგანიზებულ დანაშაულთან - განსაკუთრებით ე.წ. ”ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებული დანაშაულებრივი საქმიანობის წინააღმდეგ ბრძოლას.

გასული დღე-ღამის განმავლობაში, სამართალდამცავების მიერ ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული მორიგი წარმატებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ”ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 44 პირია დაკავებული. კიდევ 6 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის ერთი საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდია.

სამართალდამცავების მიერ ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებული პირები აწყობდნენ ე.წ. „ქურდულ გარჩევებს“ და გამოჰქონდათ ე.წ. „ქურდული გადაწყვეტილებები“.

დაკავებულები უკავშირდებოდნენ ქურდული სამყაროს წარმომადგენლებს, მათ შორის ე.წ. „კანონიერ ქურდს“ მამუკა შუბითიძეს, რომელიც პირადი სარგებლის მიღების მიზნით, ე.წ. „ქურდული წესების“ შესაბამისად, მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური და სხვა კრიმინალური სახის დავებზე იღებდა გადაწყვეტილებებს, რის შემდეგაც მხარეებს თანხის გადახდას აკისრებდა. კონკრეტული ვადების დარღვევის შემთხვევაში კი, ფიზიკური ანგარიშსწორებითა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.

გამოძიებით ასევე დგინდება, რომ ბრალდებულები ე.წ. კანონიერ ქურდს პერიოდულად აწვდიდნენ ინფორმაციას თბილისსა და კახეთის რეგიონში მცხოვრები იმ პირების შესახებ, რომლებისგანაც შემდგომში შესაძლებელი იქნებოდა, „ქურდული სამყაროს“ სახელით, მატერიალური სარგებლის მიღება და ფულის გამოძალვა.

ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია ავტომანქანა, ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა, ასევე ბრალდებულების მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და უცხოეთში მცხოვრებ ქართველ ე.წ. „კანონიერ ქურდს“ უკავშირდებოდნენ.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე, 223-ე პრიმა, 223-ე ტერცია და 223-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ქვეყანაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის მაქსიმალურად უზრუნველსაყოფად, ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ აქტიურ ბრძოლას ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უმთავრეს მიზანს, თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენს", - თქვა შს მინისტრის მოადგილემ. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ტრამპ თაუერი
თბილისში 70-სართულიანი Trump Tower-ი აშენდება - The Wall Street Journal-ი

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ტრამპის ორგანიზაცია და მისი პარტნიორი კომპანიები თბილისში 70 სართულიანი ცათამბჯენის Trump Tower-ის აშენებას გეგმავენ გამოცემის ინფორმაციით, ცათამბჯენი მოიცავს ს...

ბიზნესი & ეკონომიკა 1776583264

მირცხულავა
„ჯერ უფროსი შვილის ფანტომობით კვება საზოგადოება და მორალური ზიანი მოაყენა, მერე - მეორე შვილისადმი მთელი სამთავრობო ვერტიკალოს ლაქიაობის დემონსტრირება მოახდინა დ ისიც დააზიანა, ახლა მესამეს იმეტებს - რათა კაცო, რათა?“ - გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა:ავტორიტარული მმართველობაა, როდესაც "უფლისწული" შემოგყავს პოლიტიკაში. ნეტა, შვილებს რას ერჩიან, რატომ მტრობენ მათ? იმაზე საუბარი, რომ შვილი - კარგი ბიჭია (გოგოა), სრულიად უა...

სოცმედია 1776583076

ნეთანიაჰუ ტრამპი
„ისრაელმა დაამტკიცა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების შესანიშნავი მოკავშირეა“ - ტრამპი

„მოსწონს თუ არა ხალხს ისრაელი, მათ დაამტკიცეს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების შესანიშნავი მოკავშირეები არიან. ისინი არიან მამაცები, გაბედულები, ერთგულები და გონიერები; სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით...

მსოფლიო 1776582759

გლაგოლი
კიევში მომხდარი თავდასხმის ფაქტზე გამოძიება ტერორისტული მუხლით მიმდინარეობს - უკრაინის გენერალური პროკურორა

უკრაინის გენერალური პროკურორის ინფორმაციით, გუშინ კიევში მომხდარი თავდასხმის ფაქტზე გამოძიება ტერორისტული მუხლით მიმდინარეობს | ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურორი რუსლან კრავჩენკო Telegram-არხ...

რუსეთ-უკრაინის ომი 1776582533

პროკურატურის შენობა თბილისში
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტები - "საქართველოს პროკურატურამ ერთი პირი დააკავა

"საქართველოს პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირი დააკავა.თბილისის პროკურატურის პირადი ცხოვრების ხელყოფის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს...

კრიმინალი 1776582471

ჰორმუზის სრუტე
ჰორმუზის სრუტე ისევ დაიბლოკა

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული საზღვაო გზის, ჰორმუზის სრუტის მუშაობის აღდგენის მიმართ გაჩენილი მოკლევადიანი იმედის შემდეგ, ვითარება კვლავ გაუარესდა და 24 საათზე ნაკლებ დროში მკვეთრად შეიცვალა,...

მსოფლიო 1776582355