"ქურდული სამყაროს" წევრობასა და მხარდაჭერის ფაქტზე 2 პირი დააკავეს

კანონიერი  ქურდი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებისა და ოზურგეთის რაიონული პროკურატურის თანამშრომლების მიერ ერთობლივად, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 2 პირი დააკავეს.

უწყების ცნობით, დაკავებულები არიან 1999 წელს დაბადებული გ.ი., მეტსახელად "ჯავა" და 2001 წელს დაბადებული ნ.ყ. მათ "კანონიერ ქურდ" დ.ე.-სთან ერთად "ქურდული გარჩევა მოაწყვეს და დაზარალებულს განსაზღვრულ დროში 5000 ლარის გადახდა დააკისრეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და 223-ე ტერცია მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. რაც სასჯელის სახედ 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებისა და ოზურგეთის რაიონული პროკურატურის თანამშრომლების მიერ ერთობლივად, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 2 პირი დააკავეს.

"ქურდული სამყაროს" წევრობის ფაქტზე დაკავებულია, 1999 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი გ.ი., მეტსახელად "ჯავა" ხოლო, "ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის" ფაქტზე, 2001 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ნ.ყ.

დანაშაულები 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაზარალებულმა ც.მ.-მ ერთ-ერთი ონლაინკაზინოს მეშვეობით დიდი რაოდენობით თანხა მოიგო, რაც ცნობილი გახდა ბრალდებულებისთვის. გ.ი.-მ და ნ.ყ.-მ, მატერიალური სარგებლის მიღებისა და "ქურდულ სამყაროში" ძალაუფლების განმტკიცების მიზნით განიზრახეს ც.მ.-სთვის "ქურდული გარჩევა" მოეწყოთ, რომელსაც ესწრებოდა მისი ნათესავი რ.ა.

ერთ-ერთმა ბრალდებულმა გ.ი.-მ საქმეში ჩართო "კანონიერ ქურდი" დ.ე. და "ქურდული გარჩევის" შედეგად ც.მ.-ს, განსაზღვრულ დროში 5000 ლარის გადახდა დააკისრეს, რომელიც შემდგომ რ.ა.-მ გადაიხადა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და 223-ე ტერცია მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს," - წერია განცხადებაში. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
გიგა მაქარაშვილი
„ქოცობა ქვია ამას და სანამ მოგკლავს, ნელა გალპობს, სუნი აგდის, ყარხარ“ - გიგა მაქარაშვილი სტადიონაზე მომხდარზე

გიგა მაქარაშვილი სოცქსელში წერს: დედამოტყნული რუსები გვყოლია ამავე სტადიონზე. ჰიმნზე დაგვისტვენია, პუტინ ხუილო გვიძახია… მაგრამ ქართველ ქომაგს არ გაუწევია სტუმარი გულშემატკივარისკენ!ქოცობა ქვია ამას დ...

სოცმედია 1742788485

მეგი გოცირიძე
„ძირს კრემლის ამონარწყევი ოცნება“ - მეგი გოცირიძე

ყოფილი დეპუტატი მეგი გოცირიძე სოცქსელში წერს: ქართველ ქომაგშიაც რომ განხეთქილება შეეტანა, რომელზეც ძალიან გაბრაზებულია უდავი, ამიტომ მოხდა ის, რაც მოხდა სტადიონზე...ეს ანაკონდა არის სატანას ფეხის მკვნ...

სოცმედია 1742787568

სტადიონზე შევარდნა
ვიდეო: „ძალიან სამარცხვინო საქციელია“ - რა ხდებოდა სტადიონზე საქართველო-სომხეთის მატჩის დამთავრების შემდეგ

ვიდეო: „ძალიან სამარცხვინო საქციელია“ - რა ხდებოდა სტადიონზე საქართველო-სომხეთის მატჩის დამთავრების შემდეგ  

საზოგადოება 1742786788

ბექა კობახიძე
„იგივე ხალხი ჩაჯმული გაიქცა და ხმა "აბა ომი გინდა?!"-ს მისცა... ქოცობა არის მდუღარე ნეხვი. ახლა არ დამიწყოთ რა შუაშია ქოცობაო. თავშია“ - ბექა კობახიძე

ისტორიკოსი ბექა კობახიძე: სტუმრად ჩავედით, 3:0 მოვუგეთ, ერთი კენჭი არავის უსვრია. ჩამოვიდნენ, 6:1 მოვუგეთ და დაალეწეს ბოთლები თავზე.ამავე დროს, იგივე ხალხი ჩაჯმული გაიქცა და ხმა "აბა ომი გინდა?!"-ს მი...

სოცმედია 1742786496

ვიკა ბუკია
„ქოცობა კიბოა“ - ვიკა ბუკია

ჟურნალისტი ვიკა ბუკია: ქოცობა კიბოა და მეტასტაზები მატჩის შემდეგ სტადიონსაც მოედო დღეს. ყველაფერს მოედება თუ ამათ არ მოვიშორებთ დროზე. ქოცებმა არც სტუმართმოყვარეობა იციან და არც სამშობლოს სიყვარული. ა...

სოცმედია 1742786333

ხაბეიშვილი ლევანა
„ეს გადაწყვეტილება მივიღე პოლიტიკურ მდგენელთან ერთად“ - ლევან ხაბეიშვილი ასახელებს კიდევ ერთ მიზეზს, რის გამოც ენმ-ს თავმჯდომარეობიდან გადადგა

ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ არჩევნების წინ ენმ-ის თავმჯდომარის თანამდებობიდან მხოლოდ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ გადამდგარა. ამის შესახებ ხაბეიშვილმა გირჩის ეთერში ისაუბრა იაგო ხვიჩიას პოდკასტშ...

პოლიტიკა 1742786252