ქუთაისში მართვის მოწმობის მიღების სანაცვლოდ ქრთამის მიცემის გამო ერთი პირი დააკავეს
კრიმინალი • 1679163206 1143

შსს-მ ქუთაისში მართვის მოწმობის მიღების სანაცვლოდ მომსახურების სააგენტოს თანამშრომლისთვის ქრთამის მიცემის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.
პროკურატურის ცნობით, 17 მარტს, ბრალდებულმა, ქუთაისში მდებარე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ "მომსახურების სააგენტოში", მართვის უფლების მოსაპოვებელი პრაქტიკული გამოცდის ჩაბარებაში დახმარების სანაცვლოდ, სააგენტოს თანამშრომელს, ქრთამის სახით თანხა გადასცა. სააგენტოს თანამშრომელმა კი ამის შესახებ სამართალდამცველებს შეატყობინა.
საქართველოს პროკურატურამ დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელისთვის ქრთამის მიცემა) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პარტია ,,ხალხისთვის’’ ლიდერმა ანა დოლიძემ განათლების სამინისტროს ინიციატივით მიმართა, რომელიც გულისხმობს ბავშვების კვების დაფინანსებას საჯარო სკოლებში. ’’დღეს, ჩვენ აქ ვართ ერთი მნიშვნელოვანი საკითხის...
პოლიტიკა • 1679933492

არტია „ნაციონალური მოძრაობა“ მხარდაჭერას უცხადებს თათია სამხარაძეს და აცხადებს, რომ მსხვერპლი ქალის წინააღმდეგ ორგანიზებული სახელისუფლებო დევნა მიმდინარეობს. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა სრულ სოლიდარ...
პოლიტიკა • 1679933222

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ზაპოროჟიეს რეგიონში, ფრონტის ხაზზე ჩავიდა და იქ მებრძოლ ჯარისკაცებს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ოფისის პრესსამსახური ავრცელებს. ქვეყნის მეთაუ...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1679932654

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი რუსულ მედიასთან საუბარში აშშ=ს და დასავლეთს ემუქრება. "რუსეთი მომთმენია და არავის აშინებს თავისი სამხედრო უპირატესობით. მაგრამ მას აქვს თ...
მსოფლიო • 1679932539

"ლელო" საქართველოსთვის წევრი, ანა ნაცვლიშვილი მხარდასაჭერად თათია სამხარაძესთან სახლში მივიდა. "მოვედი თათიას მხარდასაჭერად! მე ვარ მის გვერდით და ყველა იმ ქალის გვერდით, ვინც ძალადობის, ჩაგვრის და პრ...
სოცმედია • 1679932157

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის განცხადებით, თათია სამხარაძეზე განხორციელებული ორგანიზებული თავდასხმა მისი აქტივიზმის პასუხია, რადგან იგი მხარს უჭერს იმ ქალებს, რომლებიც სექსუალურ შევიწროებაზე ალაპ...
საზოგადოება • 1679931701