"რასაც გავეცანი ღია წყაროებში მხოლოდ ეს ინფორმაცია მაქვს" - შს მინისტრის მოადგილე ამერიკელი დიპლომატების მოწამვლაზე
კრიმინალი • 1711980516
შს მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ არ აქვს ინფორმაცია საერთაშორისო მედიის სკანდალურ გამოძიებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, რუსული სამხედრო დაზვერვა თბილისში, ამერიკელ დიპლომატებს წამლავდა. ალექსანდრე დარახველიძე ამბობს, რომ იცის მხოლოდ ის, რაც საჯაროდ მედიით გავრცელდა:
"დღეს დილიდან პარლამენტში ვარ, რასაც გავეცანი ღია წყაროებში მხოლოდ ეს ინფორმაცია მაქვს, სხვა ინფორმაცია არ მაქვს და ვერაფერს ვერ მოგახსენებთ" უთხრა დარახველიძემ "მთავარ არხს"
შეგახსენებთ, რუსული სპეცსამსახურები თბილისში ამერიკელი დიპლომატების მოწამვლაში ამხილეს. სკანდალური გამოძიება მსოფლიოს სამმა ყველაზე მსხვილმა გამოცემამ ჩაატარა. "სიბიესი" "შპიგელი "და "ინსაიდერი" ასაჯაროებენ ე.წ. ჰავანის სინდრომის დეტალებს, რომლითაც ამერიკელ დიპლომატებს საქართველოში ანეიტრალებდნენ.
გამოძიების თანახმად 2021 წლის ოქტომბრიდან დიდ დიღომში, ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის ატაშეს ოჯახის წევრზე ზებგერითი იარაღით ზემოქმედებდნენ, რომელიც ჯანმრთელობას მძიმე შედეგებს აყენებს. გრუ-ს აგენტურა თბილისში რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდა. თბილისის გარდა რუსეთის სპეცსამსახურები დიპლომატებზე ზებგერითი იარაღით ჩინეთსა და
ფრანკფურტში ზემოქმედებდა.
მაკო გომური გიორგი გახარიას წინააღმდეგ აღძრული საქმის შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ "ქოცების სასამართლოში არ მივა". მისი თქმით, გიორგი გახარიაც კი იმსახურებს, რომ სამართლიანმა სასამ...
პოლიტიკა • 1762958294
პროკურატურამ ივანიშვილის ყვარლის მერის მოადგილეს, ლევან გელაძეს, საკრებულოს თავმჯდომარეს, გივი ზაუტაშვილს და მის ძმას, ნიკა ზაუტაშვილს მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა. "შინა...
კრიმინალი • 1762955531
იტალიაში, ქალაქ რომში, ტანსაცმლისა და სამკაულების ქურდობის ბრალდებით საქართველოს 27 წლის მოქალაქე დააკავეს. იტალიური მედიის ცნობით, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში მდებარე მაღაზიიდან მოპარულია 200 ევროს ღირებ...
კრიმინალი • 1762955427
"საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ქმედებების შედეგად, საქართველოს გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია" | ასე პასუხობს ევროკომისიის წარმომადგენელი დავიდ კულენი არქიმანდრიტ დოროთე...
პოლიტიკა • 1762953937
გიორგი გახარიას გუნდში ექსპრემიერის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას "ივანიშვილის პერსონალურ ვენდეტად" აფასებენ. როგორც ანა ბუჩუკური "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში ამბობს, ბიძინა ივანიშვილ...
პოლიტიკა • 1762952375
ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა: რა ვიცი... ვიცი? არ ვიცი?! ანუ "აბა რა ეგონა(თ)...აი, გახარიას საქმე ეგრეა - არც "აქ" დაედგომება და არც "იქ - ანა".და ის, ალტერეგო რომ ჰყავს - შარა-შარა-შიძე, ნაცმოძრაობის...
სოცმედია • 1762950250












