რატომ მოხდა კონფლიქტი თავდასხმამდე რამდენიმე საათით ადრე - მონაზვნის დაყაჩაღებისა და ჯგუფური გაუპატიურების დღემდე უცნობი შოკისმომგვრელი დეტალები

კრიმინალი 1670130797    992

მონაზონი

"ნოდარ მელაძის შაბათმა" მონატერში მომხდარი სასტიკი დანაშაულის შოკისმომგვრელი დეტალები გაარკვია.

 

"შაბათის ეთერის" ინფორმაციით, 25 ოქტომბერს  საღამოს 6 საათზე, ნაწამები და გაუპატიურებული სასულიერო პირი თავდამსხმელებმა ტაძარში მიატოვეს და ტელეფონი წაართვეს, რომ საშველად არავისთვის დაერეკა.

მონაზონი გონზე მოსვლის შემდეგ ყვიროდა და შველას ითხოვდა, თუმცა ტაძარი სოფლიდან შორს სასაფლაოზე მდებარეობს, ამიტომ მონაზვნის ხმას ვერავინ გაიგებდა რომ არა ერთ-ერთი გამვლელი, ქალის გადარჩენა შეუძლებელი იქნებოდა.

 

სასტიკად ნაცემი დედაო პოლიციის მისვლამდე ეკლესიის წინამძღოლმა ნახა. მამა მიქაელს უმოწყალოდ ნაცემმა ქალმა უთხრა რომ ის სასიკვდილოდ ორმა ახალგაზრდამ გაიმეტა.

 

მამა მიქაელი ყვებაა, რომ მონაზონი სასტიკად ნაცემი დახვდა, თავდამსხმელებს კი ის მკვდარი ეგონათ.

მონაზონს სახის ძველი ჰქონდა ჩამტვრეული, დაწყებული იყო შეშუპება, რის გამოც მღვდელს მონაზვნის ამოცნობაც კი გაუჭირდა.

მონაზონი, რომელიც სასტიკი ანგარიშსწორების მსხვერპლი გახდა, უკვე წლებია უშვილო წყვილებისთვის ლოცვას აღავლენს. ამიტომ თავდამსხელებს ჰქონდათ ეჭვი, რომ სასულიერი პირი ტაძარში, შესაწირის სახით მიღებულ დიდი ოდენობით ოქროს და ფულს ინახავდა.

 

საქმეს გრიფი საიდუმლო ადევს, ჩვენთვის ცნობილია რამდენიმე გარემოება, უმძიმესი დანაშაულისთვის დაკავებულთა ჩვენებიდან ირკვევა, რომ ორი თავდამსხმელი ეკლესიის მონასტერთან ძარცვამდე ბევრად ადრე მივიდა. სასაფლაოზე გაჩერდნენ და ერთ ერთი ნაცნობის საფლავზე ქეიფობდნენ. გინების და ხმაურის გამო. მათ მონაზონმა შენიშვნა მისცა, რაც თავდასხმამდე ერთი საათით ადრე მონაზონსა და ბრალდებულებს შორის კონფლიქტი მოჰყვა.

სავარაუდოდ,  ნასვამმა ბრალდებულებმა მონაზონს შენიშვნა არ აპატიეს და მისი დასჯის გადაწყვეტილება მიიღეს. ეკლესიაში შეჭრის შემდეგ კი აღმოაჩინეს, რომ იქ არც ოქრო და არც ძვირფასი ნივთები არ იყო. ამიტომ ჯერ მონაზონზე იძალადეს. საბოლოოდ, კი ტაძრიდან შესაწირი ყუთები წაიღეს.

"შაბათის ეთერის" ინფორმაციით, მონაზონზე განხორციელებული ძალადობის შემდეგ ბრალდებულებმა შესაწირი ყუთი სოფლის ტერიტორიაზე გადააგდეს, ცხრამუხიდან ხაშურში წავიდნენ და იქეიფეს.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მდინარაძე ზურაბიშვილი
„რა შეამჩნია სალომე ზურაბიშვილმა პატრიარქს არაევროპული? თუნდაც არათანამედროვე?!“- მამუკა მდინარაძე

პატრიარქი არის ადამიანი, რომლის ღვაწლი არის შეუფასებელი ქართული იდენტობის, ეკლესიის და ქართული საზოგადოების წინაშე. სუსტი კი არ უნდა ეძახო და მის შემცვლელზე კი არ უნდა ილაპარაკო, უნდა ვუსურვოთ, რომ კი...

პოლიტიკა 1709296304

სამხარაძე
„ფოტიგა, კუბილიუსი არ ეშვებიან მავნებლობების კეთებას, 338 დეპუტატი არ კითხულობს ზუსტად რა წერია რეზოლუციაში“ - ნიკოლოზ სამხარაძე

"ამ რეზოლუციაში ბოლო წამს გაჩენილმა ჩანაწერმა კიდევ ერთხელ რაღაცნაირად ჩრდილი შემოიტანა და ვფიქრობ, რომ ჩვენ გვესმის, რომ ევროპარლამენტის განცხადებებს რეალურად პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე მაინც და მაი...

პოლიტიკა 1709295543

ჩვილი
ოზურგეთის „მედალფაში“ ექვთიმე თაყაიშვილი მოევლინა ქვეყანას

ოზურგეთის მედალფას დირექტორი დათო მდინარაძე სოციალურ ქსელში პოზიტიურ ინფორმაციას ავრცელებს და გაზაფხულის პირველ დღეს, პირველი ახალშობილის ფოტოს გვიზიარებს. როგორც ირკვევა ქვეყანას კიდევ ერთი ვაჟკაცი მ...

საზოგადოება 1709295479

ლენტიი
13 წლის გოგო 16 წლის ბიჭს ცოლად გაჰყვა - კახეთი

კახეთის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში, 13 წლის გოგო 16 წლის ბიჭს ცოლად გაჰყვა. მოზარდები რამდენიმე დღეა გაუჩინარდნენ და ჯერჯერობით მათ კვალს ვერავინ მიაგნეს. გოგოს მამის მტკიცებით, ბიჭმა მისი ქალიშვილი მოტყ...

საზოგადოება 1709293247

ძეგლის რეაბილიტაცია
პროექტ „ახალი ტფილისის ფარგლებში“ კიდევ ერთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

თბილისის განვითარების ფონდი, პროექტ „ახალი ტფილისის ფარგლებში“, წინამძღვრიშვილის N1-ში მდებარე, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე საცხოვრებელი სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს....

საზოგადოება 1709292539

თალაკვაძე
ინიშნება თუ არა ჯანდაცვის მინისტრად - რას ამბობს არჩილ თალაკვაძე

„დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ამ პო­ზი­ცი­ის­თვის სა­უ­კე­თე­სო და ყვე­ლა­ზე კომ­პე­ტენ­ტუ­რი იქ­ნე­ბა შერ­ჩე­უ­ლი. ვინც არ უნდა იყოს ეს ადა­მი­ა­ნი, მას გუნ­დის პო­ლი­ტი­კუ­რი მხარ­და­ჭე­რა ექ­ნე­ბა“, – ამი...

პოლიტიკა 1709292336