„რიჟოვიჩი“, „პაპლიკა“, „მღვდელოვიჩი“, „წერტილა“, „ომო“ - ვინ არიან ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით დაკავებული პირები

დაკავება

შსს-მ გორსა და ხაშურში 11 პირი დააკავა, 4 პირის მიმართ კი სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

შსს-ს განცხადებით, აღნიშნული პირები აღიარებდნენ „ქურდულ სამყაროს“ და აქტიურად მონაწილეობდნენ სხვადასხვა დანაშაულებრივ საქმიანობაში. კერძოდ, ისინი სისტემატურად მონაწილეობდნენ „ქურდულ გარჩევებში“ და ე.წ. კანონიერი ქურდების დავალებით, მოქალაქეებს ფულს და ძვირად ღირებულ ავტომანქანებს ართმევდნენ.

"ბრალდებულებმა - „ქურდული სამყაროს“ წევრებმა, ე.წ. კანონიერი ქურდის - „ტერტერას“ დავალებით, ასევე „ქურდული სამყაროს“ წევრს - მეტსახელად „ჩაინიკას“ თავისი კუთვნილი ავტომანქანა წაართვეს. მოგვიანებით კი, აღნიშნული მანქანის დაბრუნების მიზნით, „ქურდული გარჩევა“ მოეწყო, რომელშიც „ქურდული სამყაროს“ წევრი მეტსახელად -„რიჟოვიჩი“ მონაწილეობდა. „ქურდული გარჩევის“ შედეგად, ავტომანქანა „ჩაინიკას“ დაუბრუნდა. აღნიშნულმა პირებმა ასევე კუთვნილი ავტომანქანა წაართვეს ერთ-ერთ მოქალაქეს, რომელიც „ქურდული გარჩევის“ შემდეგ, გარკვეული თანხის სანაცვლოდ დაუბრუნეს" - აღნიშნულია განცხადებაში.

„ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ბრალდებით დაკავებული არიან: 1985 წელს დაბადებული შ.მ., 1988 წელს დაბადებული ნ. მ. (მეტსახელად „რიჟოვიჩი“), 1963 წელს დაბადებული კ. ნ., 1964 წელს დაბადებული ბ. გ. (მეტსახელად „პაპლიკა“), 1987 წელს დაბადებული ა. ც. (მეტსახელად „მღვდელოვიჩი“), 1990 წელს დაბადებული გ. რ. (მეტსახელად „წერტილა“), 2002 წელს დაბადებული ო. მ. (მეტსახელად „ომო“), 1999 წელს დაბადებული ბ. მ., 1974 წელს დაბადებული გ. გ., 1972 წელს დაბადებული ზ. ნ. და 1996 წელს დაბადებული ბ. ა.

ამავე დანაშაულებისთვის ბრალი წარედგინებათ: 1990 წელს დაბადებულ ა.ა.-ს (მეტსახელად „ბოთე“), 1983 წელს დაბადებულ მ.მ.-ს (მეტსახელად „ჩაინიკა“), 1998 წელს დაბადებულ პ.ბ.-ს (მეტსახელად „პაწე“) და 1989 წელს დაბადებულ შ. ქ.-ს (მეტსახელად „ტყუპა“)".

„ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 223-ე მე-3 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით და 223-ე მე-4 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

დანაშაულები 3-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
გვარამია
ფოტო: „ჩემი სანდრო დგას მიტინგებზე. ყველაფერს ვიზამ, რომ პოლიტპატიმრობამ არ მოუწიოს და... ბოლო თაობა იყოს, რომელსაც საქართველოს რუსეთისგან დასახსნელად ბრძოლა უწევს“ - ნიკა გვარამია

„ახალის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია სოცქსელში შვილის ფოტოს აქვეყნებს და წერს: „მამაჩემი დისიდენტი და პოლიტპატიმარი იყო, მეც მომიწია პოლიტპატიმრობა, ახლა ჩემი სანდრო დგას მიტინგებზე.ყველაფერს ვიზამ, რო...

სოცმედია 1713630717

ახალგაზრდბის ფიცი
„ვფიცავ, არასდროს შევურიგდებით ძალას, რომელიც ჩვენი ქვეყნის რუსეთისთვის დათმობას ცდილობს“ - ახალგაზრდების ფიცი

„არა რუსულ კანონს!“ – საპროტესტო აქციის მონაწილეებმა გუშინ პარლამენტიდან მსვლელობით გმირთა მოედნისკენ გადაინაცვლეს სადაც ფიცი დადეს. პარალმენტის წინ ახალგაზრდების ორგანიზებით მოქალაქეები დღესაც შეიკრი...

პოლიტიკა 1713629824

ღარიბაშვილი
"ხელს ნუ აფარებთ მკვლელებს" - გორში ღარიბაშვილს შვილმკვდარი მშობლები პროტესტით დახვდნენ

“ხელისუფლება ჩემი მტერია”, “ხელს ნუ აფარებთ მკვლელებს”,  - ამ ტრანსფარანტებით დახვდნენ გორში ჩასულ ირაკლი ღარიბაშვილს საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი თორნიკე მერებაშვილის მშობლები. მერებაშვილებმა ღარიბა...

პოლიტიკა 1713625944

მდინარაძე
"რა დროს სასამართლოა..." - მამუკა მდინარაძე სასამართლოს გამჭვირვალობაზე დასმულ შეკითხვას არ პასუხობს

"ოცნების" უმრავლესობის ლიდერი და რუსული კანონის ინიციატორი მდინარაძე, რომელიც არასამთავრობო სექტორისა და მედიის "გამჭვირვალობის" აუცილებლობაზე საუბრობს და პუტინისტური კანონის მიღების საჭიროებას ამით ხ...

პოლიტიკა 1713625837

იოსელიანი
„ძალადობის მომხრე ვერ ვიქნები, ალეკო კი არა, ჩემი შვილი რომ იყოს“ - ლევან იოსელიანი

ძალადობის მომხრე ვერ ვიქნები, ალეკო [ელისაშვილი] კი არა, ჩემი შვილი რომ იყოს, ერთი წამით არ უნდა იფიქროს ვინმემ, რომ ვინმეს მოვუწონო საქციელი ჩემი მეგობრობის ან ჩემი ახლობლობის გამო – ამის შესახებ სახ...

პოლიტიკა 1713625369

ნანუკა გულუა
„თუ უფალი ინებებს, სიამოვნებით გავაჩენ მესამესაც… საყვარელი ადამიანისგან შვილის გაჩენა დიდი ბედნიერებაა და მინდა მივმართო ქალებს, ვინც შედარებით გვიან დაოჯახდა, 40 წლის ასაკში გავაჩინე მეორე შვილი…“ - ნანუკა გულუა

ტელესახე და მსახიობი ნანუკა გულუა ახლახან მეორე შვილის დედა გახდა. მას და მის მეუღლეს, კახა კაშიას ქალიშვილი ნინა და ვაჟი – იკუნა ჰყავთ. ნანუკა და კახა თავადაც აქტიურად არიან ჩართულები შვილების მოვლაშ...

საზოგადოება 1713625183