„რიჟვაძემ თვითმკვლელობა "გლოკის" ტიპის იარაღიდან სცადა, რომელიც ფანჩატურში ახვლედიანს დაუდევრად ჰქონდა შენახული“ - პროკურატურა
კრიმინალი • 1751976286
აჭარის მთავრობის ყოფილმა მეთაურმა თვითმკვლელობა "გლოკის" სისტემის ცეცხლსასროლი იარაღიდან სცადა - ამ ვერსიას საქართველოს მთავარი პროკურატურა ავრცელებს.
პროკურატურის ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძის საქმეზე დაკავებულ ალექსი ახვლედიანს ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ფაქტზე, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია, ბრალდება წარუდგინა.
განცხადებაში მთავარი საგამოძებო ორგანო წერს, რომ ყოფილმა მაღალჩინოსანმა თვითმკვლელობა ახვლედიანის სახლში, სტუმრებისთვის განკუთვნილ ოთახში სცადა.
უფრო კონკრეტულად, მთავარი საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, რიჟვაძემ, რომელიც ახვლედიანის საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდა, ფანჩატურიდან აიღო ცეცხლსასროლი იარაღი და სტუმრებისთვის განკუთვნილ საძინებელ ოთახში გაიტანა.
უწყება წერს, რომ ამის შემდეგ 01:10 საათიდან 01:30 საათამდე პერიოდში მარტო დარჩენილმა რიჟვაძემ თვითმკვლელობის მიზნით, გულმკერდის არეში ისროლა.
რაც შეეხება საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსისთვის წარდგენილ ბრალს, ალექსი ახვლედიანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვა, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველოს პროკურატურამ ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ფაქტზე, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის მიერ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 6 ივლისს, საღამოს საათებიდან თ.რ. სტუმრად იმყოფებოდა, ქ. საგარეჯოში, თავისი მეგობრის ა. ა.-ს სახლში. 7 ივლისს, დაახლოებით 01:10 საათიდან 01:30 საათამდე პერიოდში, თ.რ.-მ მალულად აიღო ა. ა.-ს კუთვნილი „გლოკის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც ა.ა.-ს დაუდევრად ჰქონდა დატოვებული თავისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ არსებულ შემინულ ფანჩატურში, შემდეგ ასევე მალულად გადაიტანა სტუმრისთვის განკუთვნილ საძინებელ ოთახში და მარტო დარჩენილმა, თვითმკვლელობის მიზნით ისროლა გულმკერდის არეში, რამაც მძიმე ხარისხის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.
სამართალდამცველებმა ა.ა. იმავე დღეს დააკავეს. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვა, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს ბრალდებულისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით," - წერია განცხადებაში.
შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ექიმების განმარტებით, თორნიკე რიჟვაძეს ფილტვი აქვს დაზიანებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
რიჟვაძის საქმეზე, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით, ბრალდებულის სახით საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსი ალექსი ახვლედინი დაკავებული.
სამტრედია-ჯაპანის გზის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, შემთხვევის შედეგად მსუბუქად დაშავდა 2 პირი, რომლებიც პრევენციის მიზნით კლ...
შემთხვევა • 1784386086
ირანმა შეერთებულ შტატებთან ერთი თვის წინ მიღწეული შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება შეაჩერა, - ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხაზემ ღარიბაბადიმ განაცხადა....
მსოფლიო • 1784383800
18 ივლისის ღამეს, უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა რუსეთის რამდენიმე რეგიონზე მიიტანეს იერიში. დარტყმის ქვეშ მოჰყვა ცნობილი მარკეტპლეისის, Wildberries-ის ლოგისტიკური ცენტრები მოსკოვისა და ტამბოვ...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1784376000
18 ივლისის ასტროლოგიური ფონი შაბათის დღეს განსაკუთრებული ჰარმონიით, ესთეტიკის აღქმითა და ემოციური სტაბილურობით აცოცხლებს. დღევანდელი პლანეტარული განლაგება იდეალურ პირობებს ქმნის სოციალური კონტაქტების...
ეს საინტერესოა • 1784319265
Nvidia-ს აქციები პარასკევს 3,7%-ით შემცირდა, რის შედეგადაც კომპანიის საბაზრო ღირებულება 4,8 ტრილიონ დოლარამდე დაეცა. თავის მხრივ, Apple-ის აქციები 0,4%-ით გაიზარდა და კომპანიის კაპიტალიზაციამ 4,9 ტრილ...
ეს საინტერესოა • 1784304545
საქართველოს ბანკის ლოიალობის პროგრამა PLUS მომხმარებლების წახალისებას აგრძელებს და მრავალფეროვან შეთავაზებებს სთავაზობს. ამჯერად, საქართველოს ბანკის ბარათების მფლობელებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1784302346










