როგორ მზადდებოდა „კანონიერი ქურდის“ ძმის მკვლელობა - ახალი დეტალები
კრიმინალი • 1742029379
როგორ მზადდებოდა თავდასხმა ე.წ კანონიერი ქურდის ძმაზე - "პირველებმა" ახალი კადრები მოიპვა, სადაც სავარაუდო თავდამსხმელი ჩანს. "პირველების" ინფორმაციით, ის ჯანგველაძეს ჭავჭავაძის გამზირზე 40 წუთი ელოდებოდა.
სამეთვალყურეო კამერების აღნიშნულ ჩანაწერებში ჩანს, რომ შუახნის მამაკაცი ბიზნესმენის გამოსვლამდე მობილურ ტელეფონს ამოწმებს.
"პირველებმა" გაარკვია, რომ ლევან ჯანგველაძე საქართველოში სპეციალურად პანაშვიდისთვის ჩამოვიდა. ის 3 საათის ჩამოსული იყო თბილისში, როცა ჭავჭავაძის გამზირზე ჩასაფრება მოუწყეს და 10-მდე ტყვია ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.
"პირველების" ინფორმაციის, ბიზნესმენი დღეს რუსეთში აბრუნებას აპირებდა.
ლევან ჯანგველაძე ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე, მიწისქვეშა გადასასვლელთან გუშინ ღამით 23:33 წუთზე მოკლეს, მას ათამდე ტყვია აქვს მოხვედრილი. გაქცეულ დამნაშავეს გომელაურის პოლიცია ახლა მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებს.
ექსკლუზივი: ე.წ კანონიერი ქურდის ძმის მკვლელობა თბილისის ცენტრში - რა ჩანს "პირველების" მოპოვებულ კადრებში
ირკვევა, რომ ლევან ჯანგველაძე ბიზნესმენი იყო, ის რუსეთში ცხოვრობდა და თბილისში რამდენიმე დღით იყო ჩამოსული.
მომხდარისას მსუბუქად დაიჭრა ერთი პირი, (სავარაუდოდ დაცვა) რომელსაც ბრმა ტყვია მოხვდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
ლევან სანიკიძე: მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროვებთ მამაჩემისთვის გამოკითხვაზე დასმულ მთავარ შეკითხვას: “რატომ არის საქართველო გაგლეჯილი ტომარა?”მართლა ღვთისმშობელი იფარავს საქ...
სოცმედია • 1772907484
გივი თარგამაძე: ჰოე, ჰოე! სუს-იიიი! რაც გამოვედი, მთელი საქოცეთი, უფროსობიდან დაწყებული, პრობაციის სამსახურით, საზღვრის ხალხით დამთავრებული დამტრიალებთ თავს, დღეს გამთენიას აეროპორტში ეს ფურცელი და ჩა...
სოცმედია • 1772903209
გივი თარგამაძე, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ვერ პოულობდა, უცხოეთში აღმოჩნდა - ამის შესახებ ინფორმაცია, "პირველებს" თარგამაძის ოჯახის წევრმა დაუდასტურა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს...
პოლიტიკა • 1772898323
„გივი თარგამაძესთან დაკავშირება ვერ ხერხდება, ტელეფონი გათიშული აქვს და იმედია, მედიასაშუალებებიდან შეიტყობს ან გადასცემენ, რომ დაბარებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მის მიერ გაკეთებულ განცხა...
პოლიტიკა • 1772896558
ოპოზიციის ალიანსი დღეს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს - საპროტესტო ჯგუფებს, პოლიტპატიმრების ოჯახებს, სტუდენტებს და სხვადასხვა სამოქალაქო მოძრაობის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე სამოქალაქ...
პოლიტიკა • 1772896140
დავით ზურაბიშვილი: ისრაელის საელჩოს განცხადება ვნახე.ერთი ამ ქვეყნის მტრად მოკიდებაღა აკლდა ბიძინას სრული ლეგიტიმური ბედნიერებისთვის და მგონი ამასაც ახერხებს.
სოცმედია • 1772894141












