რუსეთში 10-წლიანი ძებნის შემდეგ ვლადიკავკაზში ე.წ კანონიერი ქურდი "ზურა კახელი" დააკავეს - ის საქართველოში შემოსვლას გეგმავდა

სერგო ცოცხალაშვილი

ჩრდილოეთ ოსეთში, ვლადიკავკაზში, რუსეთის შსს-ს მთავარი სისხლის სამართლის სამძებრო სამმართველოსა და ადგილობრივ სამართალდამცველთა ერთობლივი ოპერაციის შედეგად, 49 წლის სანქტ-პეტერბურგელი „კანონიერი ქურდი“ სერგო ცოცხალაშვილი, კრიმინალურ წრეებში ცნობილი როგორც „ზურა კახელი“ დააკავეს. ინფორმაციას სააგენტო „პრაიმ კრაიმი“ ავრცელებს.

სააგენტო „პრაიმ კრაიმის“ ინფორმაციით, ეთნიკურად ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი 2016 წლიდან, მას შემდეგ, რაც სანქტ-პეტერბურგის პრიმორსკის რაიონულმა სასამართლომ მასზე ფედერალური ძებნა გამოაცხადა, 10 წლის განმავლობაში არალეგალურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

წყაროს ცნობით, დაკავებული ჩრდილოეთ ოსეთში საზღვრის უკანონო გადმოკვეთასა და საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლას გეგმავდა.

ახმეტაში დაბადებული სერგო ცოცხალაშვილი „კანონიერ ქურდად“ თურქეთში, 2014 წლის მარტში „აკურთხეს“.

2016 წლის იანვარში, სანქტ-პეტერბურგის რესტორან „მარაკეშში“ დაკავებისას, მას ნარკოტიკული საშუალება აღმოუჩინეს, რის გამოც 3 წლით პირობითი სასჯელი მიესაჯა. მას შემდეგ, რაც პირობითი მსჯავრი გაუქმდა და საქმე ხელახლა განხილვაზე დაბრუნდა, „ზურა კახელი“ მიიმალა და მას შემდეგ სამართალდამცველებს ემალებოდა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მერაბ დვალიშვილი
დიდი იმედი მაქვს, რომ ყველას გაათავისუფლებენ, მე საჩივარს არ შევიტან, მსურს მშვიდობა და ყოველივე საუკეთესო ყველასთვის - მერაბ დვალიშვილი

UFC-ის ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი აბუ-დაბიში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.„მინდა ყველას გაცნობოთ, რომ გამათავისუფლეს, კარგად ვარ, ჯანმრთელად და მზად ვარ გზის გასაგრძე...

სპორტი • 1794602917

ზოდიაქო
14 ნოემბრის კოსმოსური გზამკვლევი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები დღეს?

14 ნოემბრის ენერგიები გამოირჩევა შინაგანი ჰარმონიის აღდგენით, კვირის ბოლოსკენ ძალების შეჯამებითა და განტვირთვის აუცილებლობით. კოსმოსური ფონი გვიბიძგებს, გადავხედოთ გასულ დღეებს, გავაანალიზოთ მიღწეული...

ეს საინტერესოა • 1794600374

ვასილ მაღლაფერიძე
ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაიზარდა

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ 2026 წლის ბიუჯეტიდან დარჩენილი სახსრების განაწილების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც საბჭოს წევრებისთვის ერთჯერადად გაზრდილ ჰონორარებსა და დამატებითი ე...

საზოგადოება • 1794598054

ავარია ინდოეთი
ინდოეთში ავტობუსისა და სატვირთო მანქანის შეჯახებას სულ მცირე 24 ადამიანი ემსხვერპლა

ჩრდილო-აღმოსავლეთ ინდოეთში, ასამის შტატში, ავტობუსისა და სატვირთო ავტომობილის შეჯახების შედეგად სულ მცირე 24 ადამიანი დაიღუპა, 11 კი დაშავდა. ავტოსაგზაო შემთხვევა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის...

მსოფლიო • 1794595089

გემები მარმარაში
სტამბოლის სანაპიროსთან ორი სატვირთო გემი ერთმანეთს შეეჯახა

სტამბოლში, ზეითინბურნუს რაიონის სანაპიროსთან ღუზაზე მდგომი ორი სატვირთო გემი ერთმანეთს შეეჯახა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა ორივე ხომალდი დაზიანდა. არსებული ინფორმაციით, ლიბანიდან რუმი...

მსოფლიო • 1794591096

ლუკა ეხვაია ჩინეთი
რადიო თავისუფლება: პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ლუკა ეხვაიას თანამდებობიდან გათავისუფლება ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტისას დაშვებულ პროტოკოლურ ხარვეზს უკავშირდება

როგორც „რადიო თავისუფლებისთვის“ გახდა ცნობილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ლუკა ეხვაიას თანამდებობიდან გათავისუფლება ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის, ხან ჭენგის ვიზიტს უკავშირდება. არსებული ინფორმაცი...

პოლიტიკა • 1794584851