„საცხოვრებელი ბინიდან ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ჩამოიტანა და მოლარე-ოპერატორის მიმართულებით გასროლა განახორციელა“ - პროკურატურა
კრიმინალი • 1674617740 250

საქართველოს პროკურატურამ, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
,,შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 23 იანვარს, თბილისში ვაზისუბნის პირველი მიკრორაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, წარსულში არსებული კონფლიქტის გამო წარმოშობილი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბრალდებული და სუპერმარკეტ „ბესტ მარკეტის“ მოლარე ოპერატორი, ასევე ნასვამ მდგომარეობაში მყოფი სუპერმარკეტის მომხმარებელი ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. აღნიშნულით განაწყენებულმა ბრალდებულმა, მისი საცხოვრებელი ბინიდან მასზე რეგისტრირებული ნახევრად ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ჩამოიტანა და მოლარე ოპერატორის მიმართულებით რამდენიმე გასროლა განახორციელა. დაზარალებულმა მიმალვა მოახერხა, თუმცა მასთან ერთად მყოფმა ორმა პირმა დაზიანებები მიიღეს.
სამართალდამცავებმა ბრალდებული 23 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება", - აღნიშნულია განცხადებაში.

მწერალმა დათო ტურაშვილმა გადაცემა „მე-17 სართული“ საზოგადოებაში არსებულ პრობლემაზე ისაუბრა. დათო ტურაშვილის თქმით, ბევრი მიდის თბილისიდან, რადგან დედაქალაქში ძალიან დიდ სტრესს იღებენ. „გადაცემაში რომ...
საზოგადოება • 1675009825

"საქართველო ხდება კიდევ უფრო მიმზიდველი ქვეყანა თანამშრომლობისთვის მისი ყველა მეგობრისა და პარტნიორისთვის" - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბილბაოში ისაუბრა, სადაც ქართულ...
პოლიტიკა • 1675009264

ყოფილი პარლამენტარი, ხათუნა ხოფერია სოცქსელში წერს: „იდიოტოკრატია…..1.შვედეთში, იდიოტებმა, წმინდა წიგნი- ყურანი მისცეს ცეცხლს!2. თურქეთში შვედეთის დროშა დაწვეს!3. დანიაში, დებილებმა, ისევ დაწვეს ყურან...
სოცმედია • 1675009092

“თითოეული ამომრჩევლის ხმა ყურადსაღები და ფასეულია” – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს. არჩევნების დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე მან საგანგებო მიმა...
პოლიტიკა • 1675008860

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი ისლამის მოწინააღმდეგე რუსებს "უკრაინული ფაშიზმის ნაწილს" უწოდებს: "მე არ ვთვლი ასეთ ადამიანებს რუსეთის მოქალაქეებად, ისინი ფაშისტები არიან. ყველას მოვუწოდებ, პატივისცემ...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1675005551

"მკურნალობის კურსს არ იცავენ... გიული ალასანიას წამოცდენები მიუთითებს, რომ თაღლითები არიან" - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრი გია ვოლსკი საუბრობს. „არსებობს გარკვეული დიეტა, მკურნალობის კურსი,...
პოლიტიკა • 1675005476