“საყურადღებოა მკვლელობამდე გადაღებული ფოტო, თურქ კრიმინალთან…” – რა არის ცნობილი ბათუმში მოკლულ ბიზნესმენზე

თურქი


ბა­თუმ­ში შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი თავ­დას­ხმის შე­დე­გად ბიზ­ნეს­მენ ჰაქი თე­ქი­ნის მკვლე­ლო­ბამ დიდი რე­ზო­ნან­სი გა­მო­იწ­ვია. წარ­მო­შო­ბით ის ადი­ა­მა­ნის რე­გი­ო­ნი­დან, გერ­გე­რი­დან გახ­ლდათ, თე­ქი­ნი იყო “თე­ქინ­ლერ გა­ი­მენ­ქუ­ლის” მფლო­ბე­ლი და გარ­დაც­ვლილს ბა­თუმ­ში ბიზ­ნე­სი ჰქონ­და.

ის ამა­ვე დროს, თურ­ქეთ­ში და­კა­ვე­ბუ­ლი იყო მან­ქა­ნე­ბის ყიდ­ვა-გა­ყიდ­ვით. თე­ქი­ნი მო­ტო­ციკ­ლეტ­ზე მჯდარ­მა პირ­მა 5 გას­რო­ლით მოკ­ლა. სა­ყუ­რა­დღე­ბოა ის ფაქ­ტო, რომ გარ­დაც­ვლილ­მა თავ­დას­ხმამ­დე ცოტა ხნით ადრე სე­დათ ფე­ქერ­თან გა­და­ღე­ბუ­ლი ფოტო გა­ა­ზი­ა­რა. მაშ, ვინ იყო ჰაქი თე­ქი­ნი, რით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი და რა­ტომ გახ­და თავ­დას­ხმის სა­მიზ­ნე?

თურ­ქუ­ლი მე­დია წარ­მო­გიდ­გენთ ინ­ცი­დენ­ტის შე­სა­ხებ ცნო­ბილ ყვე­ლა დე­ტალს… 

 


თურ­ქი ბიზ­ნეს­მე­ნი, ბა­თუმ­ში ცხოვ­რობ­და და ცნო­ბი­ლი იყო ბიზ­ნეს წრე­ებ­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის სექ­ტორ­ში. ის იყო კომ­პა­ნია „თე­ქინ­ლერ გა­ი­მენ­ქუ­ლის“ მფლო­ბე­ლი და ასე­ვე მოღ­ვა­წე­ობ­და ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის ყიდ­ვა-გა­ყიდ­ვის სექ­ტორ­ში. ის კარ­გად იყო ცნო­ბი­ლი ბა­თუმ­ში მცხოვ­რე­ბი თურ­ქე­თის მო­ქა­ლა­ქე­ებ­სა და ბიზ­ნეს წრე­ებ­ში. მარ­თა­ლია, თე­ქი­ნი წარ­მო­შო­ბით ადი­ა­მა­ნის გერ­გე­რის რა­ი­ო­ნი­დან იყო, თუმ­ცა, ის მრა­ვა­ლი წე­ლია სა­ზღვარ­გა­რეთ, ბა­თუმ­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რობ­და. ასე­ვე ცნო­ბი­ლია, რომ მას ადი­ა­მან­ში ჰქონ­და ბიზ­ნე­სი სა­ხელ­წო­დე­ბით “უმუთ ავტო”.

თე­ქი­ნი სამ­შე­ნებ­ლო და უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის სექ­ტორ­ში მოღ­ვა­წე­ობ­და. მისი კომ­პა­ნია “თე­ქინ­ლერ გა­ი­მენ­ქუ­ლი”, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში ოპე­რი­რებ­და, ცნო­ბი­ლი იყო ბა­თუმ­ში ად­გი­ლობ­რი­ვი და უცხო­ე­ლი ინ­ვეს­ტო­რე­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი და კო­მერ­ცი­უ­ლი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის პრო­ექ­ტე­ბით. გარ­და ამი­სა, მას თურ­ქეთ­შიც ჰქონ­და ბიზ­ნე­სი, რო­მე­ლიც ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის ყიდ­ვა-გა­ყიდ­ვით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი.

რო­გორ გარ­და­იც­ვა­ლა ჰაქი თე­ქი­ნი?

ის 2025 წლის 18 ივ­ლისს, ბა­თუმ­ში, შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი თავ­დას­ხმის შე­დე­გად და­ი­ღუ­პა. თვითმხილ­ველ­თა ჩვე­ნე­ბე­ბის მი­ხედ­ვით, ბა­თუ­მის ცენ­ტრში, რეს­ტორ­ნის წინ მჯდომ თე­ქინს მო­ტო­ციკ­ლი­ან­მა პირ­მა 5-ჯერ ეს­რო­ლა. ტყვი­ე­ბი­დან 4 ჰაქი თე­ქინს მოხ­ვდა. თე­ქი­ნი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. თავ­დას­ხმის მო­მენ­ტე­ბი უსაფრ­თხო­ე­ბის კა­მე­რებ­მაც და­ა­ფიქ­სი­რეს.

ვინ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა თავ­დას­ხმა?

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს აჭა­რის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ცხელ კვალ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, ბა­თუმ­ში მომ­ხდარ მკვლე­ლო­ბის ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით თურ­ქე­თის რეს­პუბ­ლი­კის ორი მო­ქა­ლა­ქე: 2003 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ა.ე. და 1998 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მ.ჯ. და­ა­კა­ვეს.

რა იყო თავ­დას­ხმის მი­ზე­ზი?

თავ­დას­ხმის ზუს­ტი მი­ზე­ზი ჯერ და­ზუს­ტე­ბუ­ლი არ არის. თუმ­ცა, პირ­ვე­ლა­დი ცნო­ბე­ბით, ინ­ცი­დენ­ტი შე­საძ­ლოა ნარ­კო­ტი­კე­ბით ვაჭ­რო­ბა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ან­გა­რიშს­წო­რე­ბა იყოს. ეს ცნო­ბე­ბი ოფი­ცი­ა­ლუ­რი ორ­გა­ნო­ე­ბის მიერ არ არის და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი.

რა კავ­ში­რი ჰქონ­და ჰაქი თე­ქინს სე­დათ ფე­ქერ­თან?

ჰაქი თე­ქი­ნის სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში მა­კე­დო­ნი­ა­ში სე­დათ ფე­ქერ­თან გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბია გან­თავ­სე­ბუ­ლი. ეს ფო­ტო­ე­ბი თავ­დას­ხმის შემ­დეგ კვლავ აქ­ტუ­ა­ლუ­რი გახ­და. თუმ­ცა, არ არ­სე­ბობს ზუს­ტი ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, თუ რამ­დე­ნად ახლო იყო ეს კავ­ში­რი ან ჰქონ­და თუ არა მას პირ­და­პი­რი კავ­ში­რი თავ­დას­ხმას­თან.

სე­დათ ფე­ქე­რი არის თურ­ქი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ლი­დე­რი, რო­მელ­მაც სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბა ჯერ კი­დევ 1990-იან წლებ­ში მი­იქ­ცია. მისი სა­ხე­ლი ხში­რად ფი­გუ­რი­რებ­და სხვა­დას­ხვა კრი­მი­ნა­ლურ საქ­მე­სა და გა­მო­ძი­ე­ბა­ში, რის გა­მოც არა­ერ­თხელ იყო და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი. თუმ­ცა, მისი გავ­ლე­ნა და ცნო­ბა­დო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით გა­ი­ზარ­და 2021 წელს, რო­დე­საც მან YouTube-ზე და­ი­წყო ვი­დე­ო­ე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა…

ამბები.გე

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ყაველაშვილი
ვიდეო: "ფიგურული ცურაობა" - მიხეილ ყაველაშვილი

"ფიგურული ცურაობა" - მიხეილ ყაველაშვილი

პოლიტიკა 1773078330

ხამენეიშ შვილი
პუტინმა, ალიევმა და ფაშინიანმა მოჯთაბა ხამენეის ირანის ახალ უზენაეს ლიდერად არჩევა მიულოცეს

რუსული სამთავრობო მედიის ინფორმაციით, ვლადიმირ პუტინმა აშშ-ისრაელის იერიშების შედეგად მოკლული აიათოლა ალი ხამენეის ვაჟს, მოჯთაბა ხამენეის ირანის ახალ უზენაეს ლიდერად არჩევა მიულოცა. გავრცელებული ინფორ...

მსოფლიო 1773078042

ხამენეის შვილი
„დღეს ჩვენ ვდებთ პირობას, რომ ერთგულად გავაგრძელებთ წინამორბედი ლიდერების გზას და ვივლით ჩვენი მოწამეების კვალდაკვალ“ - მოჯთაბა ხამენეის პირველი მიმართვა უზენაესი ლიდერის რანგში

მოჯთაბა ხამენეიმ უზენაესი ლიდერის რანგში პირველი მიმართვა გაავრცელა. „მშვიდობა დიდებულ, მამაც და ღირსეულ ირანელ ერს, რომელმაც მტკიცედ გაუძლო ყველა განსაცდელს.დღეს ჩვენ ვდებთ პირობას, რომ ერთგულად გავა...

მსოფლიო 1773077710

ბაჩო ახალაია
"ივანიშვილი არის დასამხობი" - ამ ფრაზის გამო, ბაჩო ახალაიაზე ახალი გამოძიება დაიწყო

დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას პროცესი გაიმართა. "ივანიშვილი არის დასამხობი" - ახალაიას ამ ფრაზის გამო, რომელიც მან სასამ...

პოლიტიკა 1773077061

წარბიანი ქალი
ვიდეო: „ოცნების" სტაჟიან მხარდამჭერს სუს-მა ხელბორკილები ქრთამის აღების დროს დაადო

 ფარულ ჩანაწერში ქალი, რომელიც მოქალაქეს 60 ათასი დოლარის ქრთამის სანაცვლოდ მერიაში გარანტიებს ჰპირდება, რიმა ოთარაშვილია - "ქართული ოცნების" სტაჟიანი გულშემატკივარი და მარნეულის მერიის თანამშრომელი....

კრიმინალი 1773074848

კობახიძე
„ჩვენ გვაქვს სწორი კურსი, კურსი უნდა გაასწოროს ევროკავშირმა“ – ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა: „ევროპული ბიუროკრატია საით მიაქანებს ევროკავშირს, ეს მართლა არ ვიცი. ჩვენ ვსაუბრობთ, მათ შორის ეკონომიკაზე, მსოფლიო ეკონომიკაში 30 პროცენტი იყო ევროკავშირის...

პოლიტიკა 1773061331