საზარაელი დანაშაული - 33 წლის მამაკაცი, რომელმც გოგო გააუპატიურა, მამამ დედის თვალწინ მოკლა

კრიმინალი 1657086967    12293

მკვლელობა

61 წლის კაცმა საკუთარ შვილი დედის თვალწინ მოკლა. მოტივი კი შვილის საქციელი იყო, რომელმაც პატარა გოგო გააუპატიურა. საქმის მასალების და დეტალების შესახებ ჟურნალი „თბილისელები“ წერს.

33 წლის ალექსანდრე მ-ძე მამის მსხვერპლი გახდა – 61 წლის ნუგზარ მ-ძემ ის საკუთარ სახლში მოკლა იარაღით და ამის შემდეგ პოლიციას ჩაბარდა. გარდაცვლილს ერთადერთი ჭრილობა თავის არეში ჰქონდა მიყენებული, მკვლელობას ჰყავდა თვითმხილველი – ალექსანდრე მ-ძის დედა, ნელი მ-ძე, რომელმაც, მცდელობის მიუხედავად, ვერ შეძლო ქმრის შეჩერება. შვილის მკვლელობის შემდეგ ნუგზარ მ-ძემ თვითმკვლელობა სცადა, მაგრამ მეზობლებმა და ოჯახის წევრებმა მას ამის საშუალება არ მისცეს.


რა გახდა მამა-შვილის დაპირისპირებისა და შვილის მკვლელობის მიზეზი, სამართალდამცველებისთვის სოფლის მცხოვრებლებისგან გახდა ცნობილი. იგივე მოტივი დაასახელა მკვლელობაში ბრალდებულმა ნუგზარ მ-ძემ, რომელმაც განაცხადა, რომ შვილი აფექტურ მდგომარეობაში მყოფმა მოკლა, რადგან მას ოჯახისა და პირადად მისი სახელის შეურაცხყოფა არ აპატია.

საქმის მასალების მიხედვით, 33 წლის მამაკაცი სოფელმა მოზარდი გოგოს გაუპატიურებასა და მის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებაში ამხილა. გოგო სოციალურად დაუცველი, ღარიბი ოჯახიდან იყო, რომელსაც დედის გარდაცვალების შემდეგ მამა და მამიდა ზრდიდნენ. მას შემდეგ, რაც სოფელში გახმაურდა, რომ ალექსანდრე მ-ძეს მოზარდთან სქესობრივი კავშირი ჰქონდა, მამაკაცმა ბრალი უარყო.

ალექსანდრე მ-ძეს ქორწინებიდან 10 წლის გოგო ჰყავდა, რომელსაც დედა ცალკე ზრდიდა. ყოფილმა ცოლმა მეორედ დაოჯახების შემდეგ მამას შვილის ნახვაც კი აუკრძალა, რასაც ახალგაზრდა მამაკაცის მხრიდან მამობის უფლების სამართლებრივი დაცვის მცდელობა მოჰყვა, თუმცა შვილი თავად აღმოჩნდა მამის ნახვის კატეგორიული წინააღმდეგი.

ალექსანდრე მ-ძის მეზობლების ჩვენების მიხედვით, ოჯახის დანგრევის შემდეგ მას ხასიათი შეეცვალა, კონფლიქტურ სიტუაციებშიც არაერთხელ მოხვდა, რის გამოც მასთან ურთიერთობას ყველა თავს არიდებდა. სოფელი პატივისცემით ექცეოდა მის მამას, რომელსაც მშრომელი და პატიოსანი კაცის სახელი ჰქონდა, თუმცა, ამის მიუხედავად, მოზარდთან საეჭვო კავშირის გამო, ალექსანდრე ყველამ გარიყა. როგორც თვითმხილველნი ამბობდნენ, ინციდენტამდე ორი კვირით ადრე, ალექსანდრეს მამას, ნუგზარ მ-ძეს სახლში მიადგა მოზარდი გოგოს მამიდა და მოსთხოვა, ან შენმა შვილმა ცოლად მოიყვანოს ჩემი ძმისშვილი, ან პოლიციაში გიჩივლებთო.

ამ ინციდენტის შემდეგ მამამ შვილთან საქმის გარკვევა სცადა, თუმცა ალექსანდრე მ-ძემ უარყო, რომ მოზარდთან რაიმე სახის კავშირი ჰქონდა. მამას და შვილს შორის ურთიერთობა დაიძაბა, თუმცა ალექსანდრემ თავის უდანაშაულობაში მამის დარწმუნება მაინც შეძლო. რა მოხდა მკვლელობის დღეს, მოგვიანებით თავად ბრალდებულისგან გახდა ცნობილი. მისი ჩვენების მიხედვით, ის თავად დაადგა თავზე შვილს, რომელსაც პატარა გოგოსთან სქესობრივი კავშირი ჰქონდ

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ჭაჭუა
სალომე ჭაჭუა ზღვის ტალღებში ნებივრობს - სუპერსექსუალური ვიდეო

            View this post on Instagram                       A post shared by Salome Chachua (@salome_chachuaa)             View this post on Instagram                       A post shared by Salome C...

სოცმედია 1660941626

ასტროპროგნოზი
20 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი ახალი ნაცნობობა კარიერული კუთხით დიდ წარმატებას მოგიტანთ. ფინანსურად სტაბილურ მდგომარეობას შეინარჩუნებთ. საინტერესო გარიგებას გააფორმებთ და თქვენი ბიზნესი გაიზრდება. ჯანმრთელობის მდგომარეობა გაგ...

ეს საინტერესოა 1660937656

ერეკლე საღლიანი
ერეკლე საღლიანი 31 აგვისტოს საოპერაციოდ თურქეთში გაემგზავრება

პოეტი ერეკლე საღლიანი 31 აგვისტოს საოპერაციოდ თურქეთში გაემგზავრება. „ერეკლე 31-ში ქალაქ სამსუნში მიემგზავრება. ოპერაციისთვის საჭირო თანხა სრულად არ შეგროვილა, თუმცა უკვე ოპერაციაზე ფიქრი შეიძლება. გა...

საზოგადოება 1660935891

ბორ
ბორჯომის ხეობაში ხანძარია (ვიდეო)

ტელეკომპანია “ბორჯომი” ავრცელებს ინფორმაციას, რომ ბორჯომის ხეობაში, სავარაუდოდ, სოფელ ქვაბისხევთან ხანძარია. დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.  

შემთხვევა 1660935571

პუტინი
პუტინი დათანხმდა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტების დაშვებას ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი დათანხმდა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტების გაგზავნას ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში - ინფორმაციას ელისეის სასახლე ავრცელებს. მათი ცნობით, დღეს საფრა...

მსოფლიო 1660935241

აშშ საელჩო
"ISFED-ის არდაშვება საარჩევნო რეფორმის პროცესის გულწრფელობასთან დაკავშირებით კითხვებს ბადებს" - აშშ-ს საელჩო

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ეხმაურება პარლამენტის საარჩევნო რეფორმების თემაზე მომუშავე ჯგუფში არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" არდაშვებას და მიიჩნევს, რომ ასეთი კომპეტენტური...

პოლიტიკა 1660934919