სექსუალური კავშირი არასრულწლოვანთან და ძალადობა მამის მხრიდან - პროკურატურის განცხადება
კრიმინალი • 1669307557 338

პროკურატურამ 16 წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის და არასრულწლოვანი შვილის მიმართ ძალადობის და მუქარის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.
გამოძიებით დადგინდა, რომ 19 ნოემბერს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ბრალდებულმა გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით – იმის გამო, რომ მისი არასრულწლოვანი შვილი იყო გოგო და სახლში გვიან დაბრუნდა, მის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.
„პროკურატურის ცნობით, ასევე დადგინდა, რომ 20 ნოემბერს, მეორე ბრალდებულმა არასრულწლოვან დაზარალებულთან სქესობრივი კავშირი დაამყარა.
ვინაიდან ბრალდებული თავს არიდებს სამართალდამცავ ორგანოებში გამოცხადებას, მას ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის პირველი ნაწილით (სქესობრივი კავშირის დამყარება წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველთან).
პროკურატურა მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით ბათუმის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
რაც შეეხება დაზარალებულის მამას, იგი სამართალდამცველებმა 21 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (არასრულწლოვან ოჯახის წევრზე ძალადობა) და 11 პრიმა 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (მუქარა, არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
მანამდე TV25-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბათუმში მამამ სცემა 14 წლის გოგოს, რომელმაც მოუყვა, რომ გააუპატიურეს.

მე როგორც მივხვდი, მიშას ქალები შეეგუენ იმას, რომ "ერთადერთის" სტატუსს ვეღარ დაისაკუთრებენ და ახლა იბრძვიან "მთავარის" სტატუსისთვის, - ამის შესახებ მერაბ მეტრეველი მიხეილ სააკაშვილის შესახებ წერს. "მ...
სოცმედია • 1695914874

"ყოველი მეტრი, რომელსაც უკრაინა იბრუნებს, არის მეტრი, რომელსაც რუსეთი კარგავს - ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი კიევშია და უკრაინის პრეზიდენტს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე სტ...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1695914756

Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, მოსახლეობის უმრავლესობას, 67%-ს პარლამენტში მმართველად ახალი პარტია(ები) ურჩევნია. კითხვაზე, მომავალი საპარლამენტო არჩევნების შედეგად, გს...
პოლიტიკა • 1695914611

„თბილისობა 2023“-თან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებების გამო, 28 სექტემბრის 23:00 საათიდან 3 ოქტომბრის 08:00 საათამდე, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება. კერძოდ,...
საზოგადოება • 1695913420

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯაბა სამუშია აზერბაიჯანის რესპუბლიკის რელიგიური გაერთიანებების სახელმწიფო კომიტეტის (SCRA) და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვე...
განათლება • 1695912444

მომღერალი, ზურა ხაჩიძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს: „ჩემი ჯაფარა აღარ მყავს! მოიხსნე უფალო მისი სული სასუფეველსა თვისა! ამინ ღმერთო. რამდენი რამე გავიარეთ ერთად და სად წახვედი ბიჭო…“,- წერს ზურა.
სოცმედია • 1695912177