„შესაძლებელია, ალექსანდრე ახვლედიანის სახლში გასროლის დროს რიჟვაძის მამაც ყოფილიყო“ - ადვოკატი

რიჟვაძე და მამა

თორნიკე რიჟვაძის სავარაუდო თვითმკვლელობის მომენტში, საგარეჯოში, ალექსანდრე ახვლედიანის სახლში, შესაძლოა აჭარის ყოფილი მეთაურის მამა, დავით რიჟვაძეც ყოფილიყო - ამის შესახებ იზოლატორში შესვლის წინ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსის ადვოკატმა, ლალი აფციაურმა მედიასთან განაცხადა.

 

ადვოკატის თქმით,  სახლში შესაძლოა სხვა პირებიც ყოფილიყვნენ. რაც შეეხება "პირველების" კითხვას, თუ რატომ სტუმრობდა თორნიკე რიჟვაძე ალექსანდრე ახვლედიანს, უფლებადამცველი ირწმუნება, რომ აჭარის ყოფილი მეთაური და  საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსი ხშირად სტუმრობდნენ ერთმანეთს, რადგან მეგობრები იყვნენ.

 

რაც შეეხება იარაღს, საიდანაც გასროლა განხორციელდა, ლალი აფციაური ამბობს, რომ მისი ინფრომაციით, ის ალექსანდრე ახვლედიანის პირად ხელჩანთაში ინახებოდა.

 

უახლოესი მეგობრები არიან და ხშირადაც სტუმრობდნენ ერთმანეთს. ცეცხლსასროლი იარაღი ინახებოდა ბატონი ალექსანდრეს პირად ხელჩანთაში, რომელიც იდო ოთახში. თუ რომელ  ოთახში, ამას დავაზუსტებ და გეტყვით. იმ ოთახში,, სადაც თორნიკე იძინებდა, ლოგიკურად იქ არ იქნებოდა. რა დროს მოხდა არვიცი, იცით რა, ხელჩანთას ხომ არ ყარაულობთ, როცა მეგობრებთან ერთად სადმე სხედხართ, ალბათ, შეგილძიათ უმეთვალყურეოდ დატოვეოთ კიდეც. შესაძლებელია სახლში კიდევ ვინმე იყო, შესაძლებელია რიჟვაძის მამაც იყო, არვიცი, ვერ გტეყვით დაზუსტებულ ინფორმაციას", - ამბობს ადვოკატი ლალი აფციაური. 
აჭარის მთავრობის ყოფილმა მეთაურმა თვითმკვლელობა "გლოკის" სისტემის ცეცხლსასროლი იარაღიდან სცადა - ამ ვერსიას საქართველოს მთავარი პროკურატურა ავრცელებს.

მთავარი საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, რიჟვაძემ, რომელიც ახვლედიანის საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდა, ფანჩატურიდან აიღო ცეცხლსასროლი იარაღი და სტუმრებისთვის განკუთვნილ საძინებელ ოთახში გაიტანა.

 

ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ბრალდებით, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია, ოფიციალურად ბრალის დადგენილება უკვე გააცნეს იზოლატორში ალექსანდრე ახვლედიანს. ალექსი ახვლედიანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცნობისთვის, ოფიციალური ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობა 7 ივლისს სცადა - შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, რიჟვაძეს გულმკერდის არეში ცეცხლსასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ზოდიაქო
16 აგვისტოს კოსმოსური გზამკვლევი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები დღეს?

16 აგვისტოს ასტროლოგიური ფონი კვირადღეს შინაგან განტვირთვას, ემოციურ წონასწორობასა და ახალი კვირისთვის ძალების მოკრებას უწყობს ხელს. დღევანდელი პლანეტარული განლაგება გვიბიძგებს, რომ დროებით გვერდზე გა...

ეს საინტერესოა 1786827499

ქონექთი
„სცდება ჩვენი პასუხისმგებლობის ფარგლებს“ - „რეპსოლი“ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის რეალიზაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

კომპანია „რეპსოლი“, რომელიც ქართულ ბაზარზე „ქონექთის“ (CONNECT) ბრენდის გასამართი სადგურებით ოპერირებს, ოკუპირებულ აფხაზეთში მათგან შეძენილი საწვავის რეალიზაციის საკითხს გამოეხმაურა. მედიაში გავრცელებ...

ბიზნესი & ეკონომიკა 1786822857

ცხენის ნარჩენები ნაბახტევში
ხაშურის სოფელ ნაბახტევში დაკლული ცხენების ნარჩენები იპოვეს — ადგილობრივები ეპიდემიოლოგიურ საფრთხეზე საუბრობენ

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევში, საძოვრებთან, დაკლული ცხენების ნარჩენები აღმოაჩინეს. ინფორმაციას ამის შესახებ „ქართლის ამბები“ ავრცელებს. ადგილობრივი მცხოვრების, ირინა არბოლიშვილის თქმით, სოფ...

შემთხვევა 1786821002

ინდონეზია მიწისძვრა
ინდონეზიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის (USGS) მონაცემებით, 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ინდონეზიაში, ფლორესის რეგიონიდან ჩრდილო-დასავლეთით 68 კილომეტრში, 10 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა. ძირითადი ბიძგი...

მსოფლიო 1786802130

ამინდი
15-18 აგისტოს საქართველოში ამინდი გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 15 აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან 18 აგვისტოს დღის მეორე ნახევრამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე შენარჩუნებული იქნება ნალექიანი ამინდები. 15 აგვისტოს მცხეთა-მთიანე...

საზოგადოება 1786797933

სტიქია თბილისი
რა ვითარებაა 14 აგვისტოს ღამეს მოსული უხვი ნალექის შემდეგ დედაქალაქში - თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

დედაქალაქში 14 აგვისტოს ღამეს მოსული უხვი ნალექის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურისა და ქუჩების გაწმენდის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. პროცესში, გასული ღამის მსგავსად, ჩართულია თბილისის მერი...

საზოგადოება 1786787163