კრიმინალი • 1718956941
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს.
ადამიანით ვაჭრობის ბრალდებით დაკავებულები არიან წარსულში ნასამართლევი პირები: 1972 წელს დაბადებული მ.ე., 1990 წელს დაბადებული ლ.ა. და 1959 წელს დაბადებული ე.ლ. ხოლო, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულია წარსულში ნასამართლევი 1972 წელს დაბადებული ი.კ.
"კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ადამიანით ვაჭრობის გეგმა შეიმუშავეს. გეგმის სისრულეში მოყვანის მიზნით გადაიბირეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოქალაქე და სექსუალურ ექსპლუატაციას უწევდნენ. კერძოდ, დაზარალებულს, ფსიქოლოგიური ძალადობის გამოყენებით, სხვა პირებისთვის, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, სექსუალური მომსახურების გაწევას აიძულებდნენ. ბრალდებულები ამ გზით მიღებულ თანხას კი პირადად ისაკუთრებდნენ.
გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ აღნიშნული დანაშაულებრივი გეგმის შესახებ ცნობილი იყო ბრალდებული ი.კ.-სთვის, თუმცა მან სამართალდამცავ ორგანოებს დანაშაულის თაობაზე არ შეატყობინა", - წერია უწყების განცხადებაში.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით და 376-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაულები 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
რამდენიმე წუთის წინ, ჯავახიშვილის ქუჩაზე (ელბაქიძის დაღმართი) ტელეკომპანია პირველის ოპერატორი ლაშა ჯიოშვილი სამოქალაქო ტანსაცმლიანმა, ნიღბიანმა ადამიანებმა ავტომანქანაში ძალის გამოყენებით ჩასვეს და გა...
პოლიტიკა • 1739911865
ნოდარ მელაძე: კრიმინალური პოლიციის უფროსი არც ზარებს და არც მესიჯებს არ პასუხობს. არ ვიცით სად არის ტვ პირველის ოპერატორი - ლაშა ჯიოშვილი. ადვოკატი რეკავს, იზოლატორებში არსად არააა!სპეციალური საგამოძი...
პოლიტიკა • 1739911337
ტვ პირველის ოპერატორის გატაცების კადრები "პიროვნება ვისაც იჭერდნენ ყვიროდა ოპერატორი ვარო და ჯიბეში ჩამიდეს რაღაცო" წერს Natia JIvotnikova და ვიდეოს აქვეყნებს
პოლიტიკა • 1739910946
ნოდარ მელაძე: თბილისში ელბაქიძის აღმართის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიტაცეს, ტელეკომპანია პირველის ახალი ამბების სამსახურის ოპერატორი ლაშა ჯიოშვილი. ლაშა საპროტესტო აქციის შემდეგ სახლში ბრუნდებოდა, რა დ...
პოლიტიკა • 1739910320
პარტიის „ჩვენ“ პოლიტსაბჭოს წევრი, ეკონომიკის დოქტორი ლაშა მგელაძე: დღეს ვაზელინის გამოყენების „მასტერკლასის“ დღე ყოფილა თურმე...იცოდით, ვაზელინი რომ ლათინური სიტყვაა და ქართულად დაწიანაურებას ნიშნავს?...
სოცმედია • 1739910178
არსებული ინფორმაციით, TV პირველის ოპერატორი, ლაშა ჯიოშვილი ნიღბიანებმა გაიტაცეს. ინფორმაციასა და ვიდეოებს მოქალაქეები სოციალურ ქსელში ავრცელებენ. სავარაუდოდ, ის აქციიდან ბრუნდებოდა, როცა უცნობმა პირე...
პოლიტიკა • 1739909153
ეს საინტერესოა • 1739735883
17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი