სისხლიანი დაპირისპირება წინანდალში - ბიძამ 25 წლის ბიჭი დაჭრა
კრიმინალი • 1767618864
წინანდალში 25 წლამდე ასაკის ბიჭი ბიძამ ცივი იარაღით დაჭრა - ინფორმაციას ადგილობრივი მედია, მთავარი ამბები კახეთიდან ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, შემთხვევა თელავის მუნიციპალიტეტში 2 იანვარს, ღამით მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ბიძასა და დისშვილს შორის დაპირისპირება ყოფით ნიადაგზე დაიწყო, რაც მოგვიანებით სისხლიან გარჩევაში გადაიზარდა.
არსებული ცნობებით, 50 წლამდე მამაკაცმა საკუთარ დისშვილს დანით ჭრილობა სხეულზე მიაყენა.
დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი დახმარება გაეწია.
ამ ეტაპზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
სამართალდამცავებმა ბრალდებული პირი შემთხვევის ადგილზე დააკავეს. ჩხრეკის დროს კი მისგან არსებული ინფორმაციით, ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ სააგენტოს “მთავარი ამბები კახეთიდან”, განუმარტა, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.
სამტრედია-ჯაპანის გზის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, შემთხვევის შედეგად მსუბუქად დაშავდა 2 პირი, რომლებიც პრევენციის მიზნით კლ...
შემთხვევა • 1784386086
ირანმა შეერთებულ შტატებთან ერთი თვის წინ მიღწეული შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება შეაჩერა, - ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხაზემ ღარიბაბადიმ განაცხადა....
მსოფლიო • 1784383800
18 ივლისის ღამეს, უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა რუსეთის რამდენიმე რეგიონზე მიიტანეს იერიში. დარტყმის ქვეშ მოჰყვა ცნობილი მარკეტპლეისის, Wildberries-ის ლოგისტიკური ცენტრები მოსკოვისა და ტამბოვ...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1784376000
18 ივლისის ასტროლოგიური ფონი შაბათის დღეს განსაკუთრებული ჰარმონიით, ესთეტიკის აღქმითა და ემოციური სტაბილურობით აცოცხლებს. დღევანდელი პლანეტარული განლაგება იდეალურ პირობებს ქმნის სოციალური კონტაქტების...
ეს საინტერესოა • 1784319265
Nvidia-ს აქციები პარასკევს 3,7%-ით შემცირდა, რის შედეგადაც კომპანიის საბაზრო ღირებულება 4,8 ტრილიონ დოლარამდე დაეცა. თავის მხრივ, Apple-ის აქციები 0,4%-ით გაიზარდა და კომპანიის კაპიტალიზაციამ 4,9 ტრილ...
ეს საინტერესოა • 1784304545
საქართველოს ბანკის ლოიალობის პროგრამა PLUS მომხმარებლების წახალისებას აგრძელებს და მრავალფეროვან შეთავაზებებს სთავაზობს. ამჯერად, საქართველოს ბანკის ბარათების მფლობელებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1784302346










