სისხლიანი გარჩევა თბილისის სკვერში - დაჭრილია მამაკაცი
კრიმინალი • 1758878808
სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში ერთ-ერთ სკვერში ბრალდებულებსა და ერთ პირს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, რაცფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რის შემდეგაც, ერთ-ერთმა ბრალდებულმა ცივი იარაღის გამოყენებით გულმკერდისა და ფერდის არეში ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი პირები: 1992 წელს დაბადებული ს.ჩ. და 1995 წელს დაბადებული ვ.ჩ. ცხელ კვალზე დააკავეს.
ს.ჩ.-ს ბრალად ედება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ხოლო ვ.ჩ.-ს დანაშაულის შეუტყობინებლობა.
დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში ერთ-ერთ სკვერში ბრალდებულებსა და 1977 წელს დაბადებულ პ.ქ.-ს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რის შემდეგაც, ს.ჩ.-მ ცივი იარაღის გამოყენებით გულმკერდისა და ფერდის არეში ჭრილობები მიაყენა პ.ქ.-ს. და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია. სამართალდამცველებმა საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ს.ჩ. და ვ.ჩ. ბრალდებულის სახით საჩხერეში დააკავეს.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი, მეუფე საბა ინწკირველი იმ მღვდელმთავართაგან ერთ-ერთია, ვინც სინდისის პატიმრების შეწყალებაზე პატრიარქის მხრიდან საუბრის დაწყებას ემხრობა. როგორც სასულიერო პირმა “ტვ პირველი...
საზოგადოება • 1778607897
„მე არაემოციური ადამიანი ვარ, ყველაფერს ჩვეულებრივ ვხედავ და მიხარია. მე რომ ვიყო ციხე არ მექნებოდა, მაგრამ ჩემზე არ არის დამოკიდებული, მე საერთოდ იმას ვიძახი, ჩემს ჭკუაზე რომ იყოს ეს ქვეყანა მოწყობილ...
პოლიტიკა • 1778601240
უკრაინის მიერ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე მიტანილი იერიშების გამო რუსეთში ბენზინის დეფიციტი დაიწყო | ინფორმაციას The Moscow Times პროსამთავრობო გამოცემა Kommersant-ის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელ...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1778601094
შეკვეთილში ივანიშვილის პარკების შენახვა და მოვლა-პატრონობა სახელმწიფოს 4 741 000 ლარი დაუჯდება | ამის შესახებ კომპანიამ Starring Georgia შესყიდვების სააგენტოს ოფიციალური წერილით უკვე მიმართა. საუბარია...
პოლიტიკა • 1778601017
„ჩვენ მოვახდენთ ნაწილებისა და შეიარაღებული ძალების წერტილოვან მობილიზებას, რომ ისინი ომისთვის მოვამზადოთ. ღმერთმა ქნას, რომ მისი თავიდან აცილება მოხერხდეს. ჩვენ ვემზადებით ომისთვის“ | განაცხადა ბელარუ...
მსოფლიო • 1778600936
ნანუკა ჟორჟოლიანი სოცქსელში წერს: როგორ ივსება პატიმრების ბარათები რომ იცოდეთ.სინდისის პატიმრები სრულად ჩემი პასუხისმგებლობაა. პირველი დღიდან ამ წუთამდე.4 ოქტომბრის პატიმრები რომ დაგვემატნენ, გამორიცხ...
სოცმედია • 1778600879












