სპეცოპერაცია აჭარაში - პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი დააკავა

დაკავება

 

შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ აჭარაში ნარკოდანაშაულითვის 5 პირი დააკავა, რომელთაგან ერთ-ერთი ნარკორეალიზატორია. უწყების ცნობით, ამოღებულია დიდი ოდენობით სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალება და მისი გაყიდვიდან მიღებული დიდი თანხა:

"შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი დააკავეს, მათ შორის ერთ-ერთი ნარკორეალიზატორია.


სამართალდამცველების მიერ, ქობულეთსა და ბათუმში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად დაკავებულები არიან უცხო ქვეყნების მოქალაქეები: 1974 წელს დაბადებული თ.დ. 1993 წელს დაბადებული ბ.ა. 1989 წელს დაბადებული ვ.კ. ამავე წელს დაბადებული ო.პ და საქართველოს მოქალაქე - 1999 წელს დაბადებული ა.გ.
სამართალდამცველებმა ბ.ა. ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ იგი ნარკოტიკული საშუალებების უკანონო რეალიზაციას ახდენდა. ბ.ა.-ს პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია მის მიერ ნარკორეალიზაციის შედეგად მიღებული ფული - 8000 ლარზე მეტი და 44 აბი „სუბოქსინი“.


პოლიციამ ბრალდებული თ.დ. ქობულეთის მუნიციპალიტეტში დააკავა. მისი პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულია 3 შეკვრად დაფასოებული, „მეტამფეტამინის“ შემცველი ნარკოტიკი. დაკავებულს ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში ედება.
რაც შეეხება წარსულში ნასამართლევ ა.გ.-ს, იგი პოლიციამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ბათუმში დააკავა. მისი პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოღებულია 10 შეკვრად დაფასოებული, ნარკოტიკული საშუალება „ალფა პვპ“-ს შემცველი ნივთიერება.


სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულისთვის, ასევე, ბათუმში დააკავეს ვ.კ. და ო.პ., რომელთა პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია 247 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის „ალფა-პვპ“.


გამოძიებით დადგინდა, რომ ვ.კ. და ო.პ ნარკოტიკულ საშუალებებს შემდგომი რეალიზაციის მიზნით სხვადასხვა ადგილზე, სპეციალურად შერჩეულ სამალავებში ათავსებდნენ.


დანაშაულები 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს" - ნათქვაია უწყების ინფორმაციაში.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ხვიჩა კვარაცხელია
ხვიჩა კვარაცხელიას ვირუსული ინფექცია დაუდგინდა

ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ დღევანდელი ვარჯიში გამოტოვა. ამის შესახებ ინფორმაციას „პარტენოპეის“ ოფიციალური გვერდი ავრცელებს. კლუბის ცნობით, მას ვირუსული ინფექცია აქვს, რის გამოც დღევანდელ საწვრთნელ პ...

საზოგადოება 1713411982

ხოფერია
„ბლეყვე…“ - ხათუნა ხოფერია ალეკო ელისაშვილზე

ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია სოცქსელში წერს: „ელისაშვილმა იმდენი იძახა მომაწექითო… მიაწვნენ და შეაგდეს “ კანარეიკაში”   ბლეყვე…“

სოცმედია 1713411712

კალაძე კახ
„ჩვენ ვიცავთ ჩვენს თვითმყოფადობას,  ეკლესიას,  სარწმუნოებას, რაზეც დგას ჩვენი ერი, ამ ყველაფერით გვინდა ევროპაში“ - კახა კალაძე

„ჩვენ დავდექით იქ, სადაც სჭირდებოდა ჩვენს ქვეყანას, პრინციპულად დავიცავით ჩვენი სახელმწიფოებრიობა, იდენტობა, რისთვისაც  ჩვენი წინაპრები იბრძოდნენ. ამ ღირებულებებით გვინდა ჩვენ  ევროპა და ევროპული მომა...

პოლიტიკა 1713411539

ამინდი
ტემპერატურა 33 გრადუსამდე მოიმატებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო 18-20 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის პროგნოზს აქვეყნებს. სინოპტიკოსების ცნობით, 18 აპრილს საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი. 19-20 აპრილს ზოგ...

საზოგადოება 1713411432

საზოგადოება
"ეს პროცესი ყაიმით ვერ დასრულდება, ეს უნდა დასრულდეს ხალხის გამარჯვებით" - ნიკა მელია

"ეს პროცესი ყაიმით ვერ დასრულდება, ეს უნდა დასრულდეს ხალხის გამარჯვებით", - ამის შესახებ პარტია "ახალის" თანათავმჯდომარე ნიკა მელია მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციაზე საუბრობს.   აქ ყაიმით...

პოლიტიკა 1713411280

კახა კალაძე
„ჩვენ გავაკეთებთ ჩვენს გასაკეთებელ საქმეს, რაც ამ ქვეყანას და მის ხვალინდელ დღეს სჭირდება“ - კახა კალაძე

„ჩვენ გავაკეთებთ ჩვენს გასაკეთებელ საქმეს, რაც ამ ქვეყანას და მის ხვალინდელ დღეს სჭირდება“ - ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ჟურნალისტის კითხვას იმასთან დაკავშირებ...

პოლიტიკა 1713411219