სპეცოპერაცია ნარკოდილერების წინააღმდეგ - დაკავებულია 84 პირი
კრიმინალი • 1777449285
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 84 პირი დააკავეს - განცხადება ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა დავით კიკნაძემ გააკეთა.
მისი თქმით, ამოღებულია სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი.
ირკვევა, რომ დაკავებულების ჩხრეკის დროს სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენებით მომწამვლელი ნივთიერებასთან ერთად, ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალაც.
ბრალეულებს შორის, ვინც გამოძიების ინფორმაციით, ნარკოტიკს ყიდდა არიან საქრატლოს და უცხო ქვეყნის მოქალქეებიც.
შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას ყოველდღიურად, უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ.
მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულია 84 პირი და ამოღებულია სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებები, ასევე ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა.
დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
პოლიციამ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ნარკოტიკული დანაშაულის გამოვლენისა და ბრალდებულების მხილების მიზნით, არაერთი ფარული საგამოძიებო მოქმედება ჩაატარა, რითაც დადგინდა, რომ დაკავებული ნარკორეალიზატორები ნარკოტიკულ საშუალებებს, სხვადასხვა მეთოდით მოქალაქეებზე სისტემატურად ასაღებდნენ.
ასევე, სამართალდამცველების მიერ, რამდენჯერმე განხორციელდა ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა.
დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომობილების ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან, ნივთმტკიცებად ამოღებულია სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის: „ჰეროინი“, „კოკაინი“, „მეთადონი“, „ბუპრენორფინი“, „მარიხუანა“და სხვა.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა.
აღნიშნული საპოლიციო ღონისძიების ფარგლებში, ასევე, აღკვეთილია ქვეყანაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შემოტანის ფაქტი. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაკავებულია უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქე, რომლის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით - ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი 2 500 აბზე მეტი.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე ტერცია, 260-ე კვარტა, 261-ე, 262-ე, 265-ე პრიმა და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა. საპოლიციო დანაყოფების მიერ აღნიშნული კატეგორიის დანაშაულში ჩართული პირების მიმართ გატარდება კანონით გათვალისწინებული უმკაცრესი ზომები"- აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.
ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული, კორეის სხვადასხვა რეგიონის ბუნებრივი ინგრედიენტებზე შექმნილი კორეული პრემიუმ ბრენდი ROUND LAB საქართველოს მომხმხარებლისთვის უკვე ხელმისაწვდომია. PSP-ს საა...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1778846299
დოლარის კურსი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც გავლენას ახდენს როგორც ინდივიდუალურად თითოეულ ჩვენგანზე, ასევე, ბიზნესებზე. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სესხი უცხოურ ვალუტაშია აღებული,...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1778840400
ლარის სტაბილურობა ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის. მასზე გავლენას ახდენს მრავალი კომპონენტი, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის ექსპორტი. როდესაც ქვეყანა ზრდის ე...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1778840160
უძრავი ქონების ყიდვა სესხით (იპოთეკით) ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსური გადაწყვეტილებაა. სწორად დაგეგმვის შემთხვევაში ეს არის ძლიერი ინსტრუმენტი, რომელიც გაძლევთ საშუალებას გახდეთ ქონების მფლო...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1778839500
ევროკავშირის ქვეყნებიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მეორე ადგილზეა. ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ერთ წელიწადში საქართველოს 10,475 მოქალაქე გამოაძევეს შენგენის ზონიდან. მხოლოდ 20...
პოლიტიკა • 1778827689
უკრაინამ რუსეთში ეისკის სამხედრო აეროდრომს დაარტყა | უკრაინული დრონებით იერიშების შედეგად 15 მაისის ღამეს, კრასნოდარის მხარეში ძლიერი აფეთქებები დაფიქსირდა, რასაც ავიაბაზის ტერიტორიაზე ხანძარი მოჰყვა.
რუსეთ-უკრაინის ომი • 1778826178








