სპეცოპერაცია თბილისსა და იმერეთში - პოლიციამ დიდი რაოდენობით უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

დაკავება

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და იმერეთში, სხვადასხვა დროს, უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს. დაკავებულია სამი პირი.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


"საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1974 წელს დაბადებული, წარსულში არაერთგზის ნასამართლევი ი.მ. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, ცეცხლსასროლი პისტოლეტი ნივთმტკიცებად ამოიღეს.


რაც შეეხება მეორე პირს, 1989 წელს დაბადებული ი.გ. იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხარაგაულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისთვის დააკავეს. პოლიციამ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღო: „აკს“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და 32 საბრძოლო ვაზნა.


იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა ასევე ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ქუთაისში დააკავეს 1969 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ე.გ. მის საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია „მაუზერის“ მოდელის ცეცხლსასროლი პისტოლეტი და მჭიდი.


დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს" - ნათქვამია განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
საქართველოს ნაკრები
ვიდეო: რა მენიუს სთავაზობს კონსტანტინე თედელური ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს

რა მენიუს სთავაზობს კოტე თედელური ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს - არის თუ არა ნებადართული და აკრძალული საკვები?  

საზოგადოება 1711692900

ამინდი
როგორი ამინდი იქნება დღეს - ნახეთ პროგნოზი ქალაქების მიხედვით

როგორი ამინდი იქნება საქართველოში 29 მარტს - გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 29  მარტს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ქ. თბილისში 29 მარტს თბილი და უნალექო ამინდი იქნებ...

საზოგადოება 1711692540

გახარია
"ოცნების" ოფისში „რაზბორკები“ მომიწყეს“ - გიორგი გახარია

„მე ვიყავი ერთადერთი "ოცნების" წევრი, როდესაც კიევში ვიღაც დურაკმა ომონმა უკრაინის მიშა სააკაშვილი რესტორანში დაიჭირეს და თმებით ათრიეს, ვიყავი ერთადერთი, რომელიც გამოვედი და ვთქვი, რომ ეს  მიუღებელია...

პოლიტიკა 1711692060

საბერძნეთის კაპიტანი
„საქართველოსთან წაგება ძალიან მტკივნეულად განვიცადე“ - საბერძნეთის ნაკრების კაპიტანი

საბერძნეთის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, ტასოს ბაკასეტასმა ევრო 2024-ის პლეი ოფის ფინალში საქართველოსთან წაგებაზე კომენტარი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. პენალტების სერიაში ბერძნების მხრიდან პირველად ს...

სპორტი 1711684688

ანა წერეთელი
ფოტო: „ორი დღეა სადღაც შორიდან ჩამესმის გადაცემებში პოლიტიკოსების ხმა პოლიტიკურ საკითხებზე“ - ანა წერეთელი

ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ანა წერეთელი სოცქსელში წერს: „ეს ორი დღეა სადღაც შორიდან ჩამესმის გადაცემებში პოლიტიკოსების ხმა პოლიტიკურ საკითხებზე) როგორც კი ფეხბურთს ახსენებს რომელიმე მათგანი, გულში ვფი...

სოცმედია 1711684382

გიორგი მამარდაშვილი
გიორგი მამარდაშვილი მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ მეკარეებს შორის მე-7 ადგილზეა - ნახეთ, რამდენია მისი სატრანსფერო ღირებულება

საქართველოს ეროვნული ნაკრების და ესპანური კლუბის, “ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი მსოფლიოს ათ საუკეთესო მეკარეს შორის მე-7 პოზიციას იკავებს. Transfermarket-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით ვიგებთ,...

სპორტი 1711684182