სპეცრაზმმა სოფელ კაბალში მამაკაცი მოკლა

სპეცრაზმის მანქანა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლაგოდეხის რაიონის სოფელ კაბალში ერთ-ერთმა დასაკავებელმა პირმა, 1973 წელს დაბადებულმა მირზა ალიევმა, ინტენსიური ცეცხლი გახსნა სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლების მისამართით.

უწყების ცნობით, შედეგად გულმკერდის არეში მძიმედ დაიჭრა ერთ-ერთი სპეცრაზმელი.

შსს წერს, რომ პოლიციის საპასუხო ცეცხლის შედეგად მირზა ალიევი ადგილზე იქნა ლიკვიდირებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ, ხუთ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული მასშტაბური ღონისძიებების შედეგად, ე.წ. „ქურდული სამყაროს წევრობის“, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის“, „ქურდული სამყაროს წევრისთვის“ მიმართვის ბრალდებით დაკავებულია 34 პირი, 7 პირს კი – მათ შორის პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ 2 პირს და საზღვარგარეთ მყოფ 4 პირს და ერთ „კანონიერ ქურდს“ - ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.

ღონისძიების მიმდინარეობის დროს, ლაგოდეხის რაიონის სოფელ კაბალში ერთ-ერთმა დასაკავებელმა პირმა, 1973 წელს დაბადებულმა მირზა ალიევმა, რომელზეც გაცემული იყო მოსამართლის განჩინება დაკავების შესახებ, ინტენსიური ცეცხლი გახსნა სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლების მისამართით. შედეგად გულმკერდის არეში მძიმედ დაიჭრა ერთ-ერთი სპეცრაზმელი. პოლიციის საპასუხო ცეცხლის შედეგად მირზა ალიევი ადგილზე იქნა  ლიკვიდირებული.

საპოლიციო ღონისძიება ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, თბილისის, კახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტების თანამშრომლებმა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ერთდროულად ჩაატარეს.

 

დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რამდენიმე თვის განმავლობაში განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და სამართალდამცველების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ დაკავებული ე.წ. „ქურდული სამყაროს“ წევრები და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდამჭერები, მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარებაში ერთვებოდნენ, საზღვარგარეთ მყოფ ე.წ. „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ და იღებდნენ მათგან სხვადასხვა დავალებას, რომელსაც შემდგომში ასრულებდნენ.

ასევე დგინდება, რომ ბრალდებულებისა და მოდავე მხარეების მონაწილეობით ე.წ. ქურდული გარჩევები ეწყობოდა, სადაც პირობების დამრღვევებს საჯარიმო თანხას სთხოვდნენ და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ. აღნიშნულ დანაშაულებრივ საქმიანობაში სხვა პირებთან ერთად აქტიურად იყო ჩართული და გამოკვეთილი როლი ჰქონდა, კრიმინალურ ავტორიტეტს ელმურაზ მამედოვს.

სამართალდამცველების მიერ ბრალდებულების პირადი და  საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს, ასევე, საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ. ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება, ცეცხლსასროლი იარაღები და დიდი ოდენობით ფული.

გამოძიება საქართველოს  სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე კვარტა მუხლის პირველი, 223-ე ტერცია მუხლის მე-2 და 223-ე პრიმა მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, ასევე, 109-ე და 181-ე მუხლებით მიმდინარეობს.

 

ამავე კომპლექსური ღონისძიების ფარგლებში ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ დაკავებულია დავით მიქაძის დაცვის უფროსი დავით ჩუბინიძე, რომლის მიმართაც გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 და 237-ე მუხლის მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს.

გამოძიებით დადგენილია, რომ  2021 წლის სექტემბრის თვეში, დავით ჩუბინიძე და დავით მიქაძე, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად დაეუფლნენ ვახტანგ კობიაშვილის სახელზე  რეგისტრირებულ 5 ცალ ცეცხლსასროლ იარაღს, საიდანაც ერთ-ერთი მართლსაწინააღმდეგოდ გაასაღეს მესამე პირზე.

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, ბრალდებულის სახით, დაკავებულია დავით მიქაძის დაცვის უფროსი დავით ჩუბინიძე, ხოლო თავად მიქაძეს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ გააგრძელებს უკომპრომისო ბრძოლას ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ და ნებისმიერი წინააღმდეგობის მიუხედავად უზრუნველყოფს, რომ კრიმინალი ჩვენს ქვეყანაში ისტორიულ მინიმუმამდე იყოს დაყვანილი!

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
კობახიძე
„ჩვენ გვაქვს სწორი კურსი, კურსი უნდა გაასწოროს ევროკავშირმა“ – ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა: „ევროპული ბიუროკრატია საით მიაქანებს ევროკავშირს, ეს მართლა არ ვიცი. ჩვენ ვსაუბრობთ, მათ შორის ეკონომიკაზე, მსოფლიო ეკონომიკაში 30 პროცენტი იყო ევროკავშირის...

პოლიტიკა 1773061331

გია ჯაფარიძე 
„საერთაშორისო პარტნიორებმა საქართველოს დასახმარებლად უნდა აამუშაონ ყველა ის ბერკეტი, რომელიც აქვთ“ - გია ჯაფარიძე

დიპლომატი, გია ჯაფარიძე საერთაშორისო პატნიორებს ურჩევს, აამოქმედონ ყველა ის ბერკეტი, რომელიც ჯერ კიდევ აქვთ, რათა საქართველოს მოქალაქეების დახმარება შეძლონ. ჯაფარიძის თქმით, ახლა საჭიროა ნაკლები საუბა...

პოლიტიკა 1773055828

გოცირიძე
როგორ ფინანსდებოდა ირანული “ალ მუსტაფას” ე. წ. უნივერსიტეტი, რომელიც 2020 წლიდან გამოცხადებულია ტერორიზმის ხელშემწყობ ორგანიზაციად ამერიკის შეერთებული შტატების მიერ? რომელი ბანკები ემსახურებიან“ - რომან გოცირიძე

რომან გოცირიძე:როგორ ფინანსდებოდა ირანული “ალ მუსტაფას” ე. წ. უნივერსიტეტი, რომელიც 2020 წლიდან გამოცხადებულია ტერორიზმის ხელშემწყობ ორგანიზაციად ამერიკის შეერთებული შტატების მიერ? რომელი ბანკები ემსა...

სოცმედია 1773055664

ქალი
როდის უნდა გამოვიყენოთ ორთოპედიული ბალიშები?

ორთოპედიული ბალიშების ფუნქცია და დანიშნულება მრავალმხრივია. ეს პროდუქტი ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემის დროს შეგვიძლია გამოვიყენოთ, იქნება ეს რაიმე სახის პათოლოგია თუ უბრალოდ ძილის დარღვევა.  ეს პრო...

ჯანმრთელობა 1773055479

სალომე ზურაბიშვილი
„რომ მიხედოთ თვენსკენ ნამდვილ ნარკომანებს , მომხმარებლებს, გამსაღებლებს და მათ მფარველებს ურიგო არ იქნება“ - ზურაბიშვილი „ოცნებას“

სალომე ზურაბიშვილი: ყაჩაღობაზე, კორუფციაზე, ძალადობაზე, მკვლელობაზე (თუ ვითომც თვითმკვლელობაზე), უწესო ცხოვრებაზე და კიდევ რაზე არა, ოცნების მაღალ თანამდებობების პირები თუ დაბალი ჩინოვნიკები არიან შემ...

პოლიტიკა 1773054324

ირაკლი კობახიძე
„შეიძლება შეივსოს ეს სია“ - კობახიძე პარტიების აკრძალვის სარჩელზე

ივანიშვილის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციური პარტიების ალიანსთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა და დასძინა, რომ "ყველა ეს პარტია პრაქტიკულად არის ნაცმოძრაობის წიაღიდან წარმოშობილი."  კობა...

პოლიტიკა 1773054177