სქემა, რომლითაც 3 ქართველი ესპანეთში ბინებს ძარცვავდა - ბრალდებულები დაკავებულები არიან
კრიმინალი • 1670409237 294

სარაგოსაში ბინების ძარცვის გამო, ქართველთა დაჯგუფების სამი წევრი დააკავეს - ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური მედია ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ეჭვმიტანილები სარაგოსას ერთ-ერთი გარეუბნის მცხოვრებლების დახმარებით დააკავეს.
მედიის ცნობით, კაცს საკუთარ სახლში ეძინა, როდესაც უცნაური ხმა გაიგო და პოლიციაში დარეკა. ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა 3 ქართველი დააკავეს.
როგორც ესპანური მედია იტყობინება, ცნობილია სამივეს ვინაობა. დაკავებულები არიან 29, 32 და 35 წლის პირები. მათ ჩხრეკის შედეგად აღმოაჩნდათ კარის საკეტების გასაღებად საჭირო ხელსაწყოები და მანქანების გასაღებები.
"ძარცვის სქემა ძალიან მარტივია: ისინი ამაგრებენ წებოთი პატარა ძაფებს კარის ძირსა და ჩარჩოს შორის. ეს ძაფი მოთავსებულია ისე, რომ კარის გაღების შემთხვევაში წყდება. ისინი ბრუნდებიან მეორე დღეს და ამოწმებენ. თუ ძაფი ხელუხლებელია, ნიშნავს, რომ სახლში არავინაა. ამის შემდეგ ისინი იწყებენ ხელსაწყოს, საკეტის გასაღებად" - ვკითხულობთ სტატიაში.ესპანური მედიის ცნობით, ეს არის მეთოდი, რომელსაც დღეს ყველაზე ხშირად იყენებენ ქართული წარმოშობის ე.წ. ბანდები სახლების მოსანიშნად.

უკრაინაში გმირულად დაღუპული ჯამბულატ ხოფერიას მამა, არჩილ ხოფერია სოციალურ ქსელში ემოციურ ლექსს გვიზიარებს. ლექსი არჩილ ხოფერიამ გარდაცვლილ შვილთან დაკავშირებით დაწერა. „ისევ დაღამდა…კიდევ ერთხელ გაან...
საზოგადოება • 1675005098

კლინიკა „ვივამედის“ დირექტორი ზურაბ ჩხაიძე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მამის ნიკოლოზ სააკაშვილის მიმართვას პასუხობს. „დღეს მოვისმინე ბატონი ნიკა სააკაშვილის მიმართვა ჩემი მისამართით და მინდა გამოვ...
პოლიტიკა • 1675004888

პარლამენტის ყოფილი წევრი, დიმიტრი ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. „ჩვენი მამა ალექსანდრე აღარ გვყავს!25 წელი ერთგულად ემსახურა მიქაელ ტვერელის სახელობის ტაძარს, წინამძღვრ...
საზოგადოება • 1675001557

პირველი არხის თანამშრომელს, მარიამ ჭელიძეს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება. ინფორმაციას ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში, საკუთარი გადაცემის გვერდზე ავრცელებს. „მარიამის სიცოცხლე საფრთხეშია, რის გამ...
სოცმედია • 1675001164

გახანგრძლივდება თუ არა არჩევნები ნაციონალურ მოძრაობაში - ერთ-ერთი კანდიდატის, გიორგი მუმლაძის წარმომადგენლები დამატებითი დროის აუცილებლობაზე საუბრობენ. ისინი ამბობენ, რომ უნიკალური კოდი 4 000-ზე მეტ...
პოლიტიკა • 1674997159

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ერთ-ერთი სახლში შევარდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაშავდა 4 ადამიანი. მომხდარ...
შემთხვევა • 1674996617