სუს-მა პანკისის ხეობაში უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების მუხლით საქართველოს სამი მოქალაქე დააკავა

სუსი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, პანკისის ხეობაში უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების მუხლით საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს:

 "გასულ ღამეს პანკისის ხეობის სოფლებში ომალოში, ბირკიანსა და ჯოყოლოში ჩატარებული მასშტაბური ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული პირები გაერთიანდნენ ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფოს რიგებში და ტერორისტული საქმიანობის განხორციელების მიზნით, უცხო ქვეყნიდან იღებდნენ გარკვეულ მითითებებს. ისინი პანკისის ხეობაში ტერორისტული ორგანიზაციის მხარდამჭერი ე.წ. ჯამაათის ჩამოყალიბებას და ტერორისტულ საქმიანობაში სხვა პირების ჩართვას ცდილობდნენ, რისთვისაც სხვადასხვა ლოკაციაზე ფარულ, კონსპირაციულ შეხვედრებს და ეწეოდნენ

ტერორისტული იდეოლოგიის პროპაგანდას.მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინებების საფუძველზე, დაკავებულებისა და მათთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების მიმართ, მიმდინარეობდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები და ტარდებოდა შესაბამისი სამართლებრივი, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები.საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია რამდენიმე ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი, ასაფეთქებელი ნივთიერება, საბრძოლო მასალა, მობილური ტელეფონები, კომპიუტერული ტექნიკა და სხვა ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები, ასევე ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ დროშა, მათი სიმბოლიკის ამსახველი ნივთები და პირადი დოკუმენტები.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული სასჯელის სახით 10-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.აღნიშნულ საქმეზე გრძელდება გამოძიება დანაშაულში ჩართული სხვა პირების გამოვლენისა და მათი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით" | განაცხადეს სუს-ში

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
გალტ
გალტ & თაგარტის ჩართულობით, ინვესტორებმა UzNIF-ის ისტორიულ IPO-ში მონაწილეობა მიიღეს

გალტ & თაგარტმა მომხმარებლებს უზბეკეთის ეროვნული საინვესტიციო ფონდის (UzNIF) პირველ საჯარო შეთავაზებაში (IPO) მონაწილეობის შესაძლებლობა მისცა. ფონდის აქციები წარმატებით დაილისტა როგორც ლონდონის, ისე ტ...

ბიზნესი & ეკონომიკა 1781348689

საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ვორკშოპი „SME ლიდერობა: სწრაფი ნაბიჯებით, დიდ გზაზე“ გაიმართა

საქართველოს ბანკი ბიზნესის ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამ მიზნით, ბიზნეს 360˚-ის შეხვედრების სერიის ფარგლებში, ვორკშოპი - „SME ლიდერობა: სწრაფი ნაბიჯებით, დიდ გზაზე“ გაიმართა. მას სალომე არ...

ბიზნესი & ეკონომიკა 1781348549

საბა სხვიტარიძე
"მელაძის შაბათის ანონსმა კიდევ ერთხელ გამახსენა ის საშინელება, რაც მე გადავიტანე დაკავების შემდეგ“ - საბა სხვიტარიძე

"მელაძის შაბათის ანონსმა კიდევ ერთხელ გამახსენა ის საშინელება, რაც მე გადავიტანე დაკავების შემდეგ. მნიშვნელობა არ აქვს, ასე დამნაშავეს ექცევიან თუ უდანაშაულოს. სამართალი იმისთვის არსებობს, რომ ადამიან...

პოლიტიკა 1781348435

ვლადიმერ პუტინი
რა უჯდება კრემლს ომის წარმოება

რა უჯდება კრემლს ომის წარმოება? | გერმანიის საერთაშორისო უსაფრთხოების პრობლემების ინსტიტუტმა რუსეთის ფინანსთა სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით გამოთვალა, რომ 2026 წლის პირველ კვარტალში რუსეთის სამხე...

რუსეთ-უკრაინის ომი 1781346648

არჩილ გორდულაძე
„ძალადობის გუშინ გავრცელებულ კადრებსაც ვერ ვნახავდით, ამ ახალ გუნდს რომ არ გამოევლინა და მოძალადეები არ დაესაჯა სამაგალითოდ“ - არჩილ გორდულაძე

"ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემობრუნებამდე ფაქტია, რომ კორუფციულ შემთხვევებთან ერთად სხვადასხვა ცალკეული პრობლემებიც იყო. ამიტომ გადაწყვიტა პოლიტიკაში დაბრუნება და თქვა კიდეც!ხელისუფლება მთლიანად კ...

პოლიტიკა 1781346587

კახა კალაძე
„ბევრჯერ გვითქვამს, რომ მზად ვართ დიალოგისთვის, მაგრამ ვიღაცამ თითის დაქნევით ელაპარაკოს ქართველ ხალხს და სახელმწიფოს, წარმოუდგენელია“ - კახა კალაძე

„თუ გავიხსენებთ წლებს, როდესაც გარე აქტორების თითის ქნევას თავს ვუხრიდით, ეს ძალიან ძვირი უჯდებოდა ჩვენს ქვეყანას“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ...

პოლიტიკა 1781346058