"თავისა და სახის არეში მირტყამდა" - 52 წლის ქალი ივანიშვილის დაცვის ყოფილ წევრს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს
კრიმინალი • 1779029889
ბიძინა ივანიშვილის დაცვის ყოფილ წევრს ფიზიკურ ძალადობაში ამხელენ. დაზარალებული ქალი ამტკიცებს, რომ გიორგი ძიძიკაშვილმა მასზე სასტიკად იძალადა. მისი თქმით, დაპირისპირების მიზეზი ქონებრივი დავა გახდა. ასევე ცნობილია, რომ კონფლიქტში მონაწილე პირები ერთმანეთის ნათესავები არიან.
ელენა ზაუზოვკოვა "პირველებთან" ყვება, რომ ნათესავი მას თავს ღამის საათებში დაესხა და გამეტებით სცემა.
52 წლის ქალს ხელთ, მისი თქმით, აქვს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ინციდენტიდან მეორე დღეს ჩატარდა და მიღებულ დაზიანებებს ასახავს. თუმცა, მიუხედავად არსებული დოკუმენტაციისა, ქალი სამართალდამცავებს არასათანადო რეაგირებაში ადანაშაულებს.
დაზარალებული ირწმუნება, რომ გიორგი ძიძიკაშვილი მხოლოდ გამოკითხეს და მალევე გაათავისუფლეს.
ღამის საათები იყო, უკვე ვიწექი, ახალ ჩაძინებული ვიყავი. მომვარდ ა, გადმომაგდო საწოლიდან და თავისა და სახის არეში დამიწყო გამეტებით რტყმა. ცემის დროს მეუბნებოდა, რომ წავსულიყავი სახლიდან, მეორე დღეს დაბრუნდებოდა და თუ დავხვდებოდი, ადგილზე მომკლავდა. სახლის დატოვებას მაიძლებდა, მემუქრებოდა, რომ არ მეყვირა, არ მეთქვა ეს ყველაფერი პოლიციისთვის. რა თქმა უნდა, მეორე დრესვე წავედი პოლიციაში, დავაფიქსირე ჩემზე ძალადობის ფაქტი და აღწერეს დაზიანებები, გადამიყვანეს ექსპერტიზაზეც. ის გამოჰკითხხეს და გაუშვეს. ის არის ჩემი მეუღლის ძმის სიძე, მუშაობდა ივანიშვილის დაცვის სამსახურში და ვფიქრობ, რომ ამით სარგებლობს და იყენებს გავლენებს, - ამბობს ქალი.
"პირველებმა" ინფორმაციის გადამოწმება სცადა თავად ბრალდებების ადრესატთანაც, მასთან სახლში მივიდა, თუმცა გიორგი ძიძიკაშვილმა საუბარი არ ისურვა.
"პირველები" მივიდა დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოშიც, რომელიც აღნიშნულ საქმეს იძებს, თუმცა სამართალდამცველებმა მედიის კითხვებს არ უპასუხეს.
ინფორმაცია "პირველებს" შსს-ში დაუდასტურეს და უთხრეს, რომ მსგავს ფაქტს ნამდვილად ჰქონდა ადგილი და ახლა საქმე 126 ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.
გალტ & თაგარტმა მომხმარებლებს უზბეკეთის ეროვნული საინვესტიციო ფონდის (UzNIF) პირველ საჯარო შეთავაზებაში (IPO) მონაწილეობის შესაძლებლობა მისცა. ფონდის აქციები წარმატებით დაილისტა როგორც ლონდონის, ისე ტ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1781348689
საქართველოს ბანკი ბიზნესის ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამ მიზნით, ბიზნეს 360˚-ის შეხვედრების სერიის ფარგლებში, ვორკშოპი - „SME ლიდერობა: სწრაფი ნაბიჯებით, დიდ გზაზე“ გაიმართა. მას სალომე არ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1781348549
"მელაძის შაბათის ანონსმა კიდევ ერთხელ გამახსენა ის საშინელება, რაც მე გადავიტანე დაკავების შემდეგ. მნიშვნელობა არ აქვს, ასე დამნაშავეს ექცევიან თუ უდანაშაულოს. სამართალი იმისთვის არსებობს, რომ ადამიან...
პოლიტიკა • 1781348435
რა უჯდება კრემლს ომის წარმოება? | გერმანიის საერთაშორისო უსაფრთხოების პრობლემების ინსტიტუტმა რუსეთის ფინანსთა სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით გამოთვალა, რომ 2026 წლის პირველ კვარტალში რუსეთის სამხე...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1781346648
"ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემობრუნებამდე ფაქტია, რომ კორუფციულ შემთხვევებთან ერთად სხვადასხვა ცალკეული პრობლემებიც იყო. ამიტომ გადაწყვიტა პოლიტიკაში დაბრუნება და თქვა კიდეც!ხელისუფლება მთლიანად კ...
პოლიტიკა • 1781346587
„თუ გავიხსენებთ წლებს, როდესაც გარე აქტორების თითის ქნევას თავს ვუხრიდით, ეს ძალიან ძვირი უჯდებოდა ჩვენს ქვეყანას“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ...
პოლიტიკა • 1781346058










