თბილისის აეროპორტში დაკავებული FBI-ის მიერ ძებნილი პირი ტატიანა კურაშკევიჩია

კურაშკევიჩი

თბილისის აეროპორტში დაკავებული FBI-ის მიერ მძიმე დანაშაულისთვის ძებნილი პირი რუსეთის მოქალაქე, ტატიანა კურაშკევიჩია.

როგორც მისმა ადვოკატმა, ბექა ნემსიწვერაძემ ტაბულას უთხრა, კურაშკევიჩმა არ იცოდა, რომ მასზე ძებნა იყო გამოცხადებული და საქართველოში ტურისტული მიზნით ჩამოვიდა. მან ასევე აღნიშნა, რომ დაკავებულს ედავებიან სანქციების გვერდის ავლით თვითმფრინავის სათადარიგო ნაწილების რუსეთში ექსპორტს. ბრალდებებს კურაშკევიჩი უარყოფს.

აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს სასამართლოში განიხილება მხოლოდ ის, თუ რამდენად მიზანშეწონილია მისი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის გადაცემა.

"საქართველოში არაფერს არ ედავებიან, ამერიკაში აქვთ ბრალდებები წაყენებული, სანქციების სიაში არსებული პროდუქციის იმპორტ-ექსპორტთან დაკავშირებით. საქართველოში უბრალოდ ჩამოვიდა ტურისტული მიზნით და ინტერპოლით ყოფილა ძებნილი, აქ დააკავეს და დაიწყება ექსტრადირების პროცედურები. არ იცოდა, რომ ძებნა იყო გამოცხადებული. ჩვენი საქმე აქ ის არის უბრალოდ, რომ გადაეცემა თუ არ გადაეცემა ამერიკას. აქ საერთოდ არ განიხილება ის ბრალდებები, რაც იქ აქვს წაყენებული.

ამ ეტაპისთვის ძალიან მცირე მასალები აქვთ მოწოდებული ამერიკიდან და როცა დაიწყება საექსტრადაციო პროცედურები, უფრო მეტი მასალა ჩამოვა. ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველოს სასამართლოების კომპეტენციაში არ შედის იმის განხილვა, იქ ჩაიდინა თუ არა დანაშაული. აქ უნდა განიხილონ უბრალოდ, რამდენად მიზანშეწონილია მისი გადაცემა. […] ედავებიან თვითმფრინავის სათადარიგო ნაწილების, რომელსაც რუსეთი ამერიკიდან ყუდულობდა და შემდეგ სანქციებით აიკრძალა, რუსეთში ექსპორტს." - თქვა ადვოკატმა.

ტატიანა კურაშკევიჩს თბილისის სასამართლომ 3-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

კურაშკევიჩის დაკავებას რუსეთის ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრი ევა მერკაჩევა გამოეხმაურა. მისი თქმით, კურაშკევიჩი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემიის ასპირანტი და საერთაშორისო ვაჭრობის ექსპერტია. მერკაჩევას განცხადებით, სანქციების გვერდის ავლასა და სხვა ფინანსურ დანაშაულებებში წაყენებული ბრალდებების გამო ტატიანა კურაშკევას აშშ-ში 70 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ გაავრცელა განცხადება, რომ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და საქართველოს გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან გაფორმებული ერთობლივი დეკლარაციის ფარგლებში, გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან (FBI) ორმხრივი მჭიდრო კოორდინაციის შედეგად, დააკავეს პირი, რომელიც საერთაშორისო ძებნაში იმყოფებოდა სხვადასხვა მძიმე დანაშაულის გამო.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მურთაზ ზოდელავა
მურთაზ ზოდელავა სასწრაფოდ გადაიყვანეს "ვივამედში", გაირკვა, რომ ორჯერ გადაიტანა ინსულტი - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, მისი თანაგუნდელი, ასევე პატიმრობაში მყოფი მურთაზ ზოდელავა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო კლინიკაშია გადაყვ...

პოლიტიკა 1784286900

მარნეული პოლიცია
მარნეულში შვილმა მამა მოკლა

მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე, მკვლელობა მოხდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია aktual.ge ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, 30 წლამდე ასაკის კაცმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მამა მოკლა. შემთხვევის ად...

კრიმინალი 1784282118

შსს დაკავება
ბათუმში ბინის შეძენისა და რემონტის საბაბით, მოქალაქეს 171 000 ლარამდე გამოსძალეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა,  დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.გამოძი...

კრიმინალი 1784281815

ელექტრო სტიმულაცია
რომელი დაავადებების დროს ინიშნება ელექტრო სტიმულაცია?

ელექტრო სტიმულაცია წარმოადგენს თანამედროვე ფიზიოთერაპიულ მეთოდს, რომელიც გამოიყენება ნერვული და კუნთოვანი სისტემის ფუნქციის გაუმჯობესებისთვის. იგი ეფუძნება დაბალი ინტენსივობის ელექტრული იმპულსების გამ...

საზოგადოება 1784275999

გაზი
გაზსადენის დაზიანების გამო გაზის მიწოდება მთაწმინდის რაიონში 10 000 აბონენტს ავარიულად შეუწყდა

თბილისი ენერჯის ინფორმაციით, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო გაზის მიწოდება მთაწმინდის რაიონში 10 000 აბონენტს ავარიულად შეუწყდა: ძმ. ზუბალაშვილების ქ. 34, 36, 36/34, კაკა...

საზოგადოება 1784275014

ელექტროიმპულსური თერაპია
ელექტრო იმპულსური თერაპია – როგორ მოქმედებს ტკივილის შემცირებაზე?

ტკივილი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია, რის გამოც ადამიანები ფიზიოთერაპევტს ან რეაბილიტაციის სპეციალისტს მიმართავენ. ქრონიკული თუ მწვავე ტკივილი მნიშვნელოვნად ზღუდავს ყოველდღიურ აქტივობას, ამცი...

საზოგადოება 1784273697