თბილისში ჯგუფური ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
კრიმინალი • 1783845334
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ხუთივე პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
დაკავებულთაგან სამი წარსულში უკვე ნასამართლევია და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა.
ბრალდებულები წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, დედაქალაქში მდებარე სააფთიაქო და სასურსათო მაღაზიათა ქსელებიდან სხვადასხვა ღირებულების პროდუქციას იტაცებდნენ და შემთხვევის ადგილიდან იმალებოდნენ.
დადგინდა, რომ ერთ-ერთი ბრალდებული მოქალაქეების კუთვნილ მოპედებსაც მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლებოდა.
არასრულწლოვნების ქმედებების შედეგად, სავაჭრო ობიექტებს 14 000 ლარზე მეტი ფინანსური ზარალი მიადგათ.
პოლიციამ ჩხრეკის შედეგად ამოიღო სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, რომლებიც ბრალდებულების დანაშაულს ადასტურებს.
გამოძიება სსკ-ის 178-ე (ძარცვა) და 177-ე (ქურდობა) მუხლებით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„ეს ბიზნესსაქმიანობაა და სახელმწიფოს მხრიდან მასში უხეშად ჩარევა, რა თქმა უნდა, ეწინააღმდეგება იმ პრინციპებს, რომელსაც 2012 წლიდან მოვყვებთ“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ევროკავშირის მი...
პოლიტიკა • 1786096179
მცირე ბიზნესის ჯაჭვი ქალაქში ადგილობრივი ბიზნესების გაერთიანებას განაგრძობს. პროექტის მთავარი იდეა ერთმანეთის მხარდაჭერაა და წახალისებაა, წესები კი მარტივია: სტუმრობ ერთ ობიექტს, სადაც გხვდება სპეციალ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1786095246
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ფინანსური სარგებლის მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ კომპიუტერული მონაცემების ხელყოფის ბრალდებით, 1 პირი დააკავეს,...
კრიმინალი • 1786094675
17 წლის გურამ დადიანიძე 2014 წელს გაუჩინარდა. ის, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში, ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა. საქმე დღემდე გაუხსნელად ითვლება, ვინაიდან გურამ დადიანიძის კვალს ვ...
საზოგადოება • 1786090620
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თურქეთის რესპუბლიკის მიერ ძებნილი 2 პირი, ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-...
კრიმინალი • 1786086000
საქართველოს ბანკი მომხმარებლებისთვის ციფრული გამოცდილების გაუმჯობესებას განაგრძობს. მობილბანკის მორიგი განახლების ფარგლებში მომხმარებლებს ახალი ფუნქციონალები და დამატებითი შესაძლებლობები დახვდებათ, მა...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1786028400










