თბილისში მოკლული ქალი 2005 წელს დაბადებული ფატიმა კერიმოვაა

მკვლელობა ცხედარი

უფლებადამცველი ბაია პატარაია საქართველოში მოკლულ აზერბაიჯანელ გოგოზე ინფორმაციას ავრცელებს, მოკლული ქალი ბინაში პოლიციამ იპოვა. მკვლელი კი თურქეთშია გაქცეული. ორგანიზაცია „საფარის“ წარმომადგენელი წერს, რომ პროკურატურას უკვე მიმართა და ითხოვს უწყებისგან საქმეში ჩართვას მოკლული აზერბაიჯანელი გოგოს დის სახელით.


„რამდენიმე დღის წინ რუსი ინფლუენსერი დამიკავშირდა ინსტაგრამზე და მთხოვა გამერკვია და მერე საზოგადოებისთვის მეცნობებინა შემზარავი ფემიციდის შესახებ. ამბავი ასეთია: აზერბაიჯანიდან ერთი ახალგაზრდა, ლამაზი, ობოლი გოგო შეყვარებულმა გამოიტყუა. საქართველოში ვიცხოვროთ და ვიმუშაოთ ერთადო. მანამდე ეს გოგო სხვაზე დანიშნეს ნათესავებმა, რომელმაც ამ გოგოსგან ვალი აიღო და აღარ დაუბრუნა. მოკლედ, ასე სიყვარულს და ახალ ცხოვრებას მინდობილი ჩამოვიდა. შეპირებული სამსახური არ გამოვიდა, როგორც კი ფული გამოელიათ და ამ გოგოს აიფონი დაალომბარდა შეყვარებულმა ბიჭმა, მანამდე მაგრად სცემა ეს გოგო, დააგდო ქუჩაში და მარტო დაბრუნდა აზერბაიჯანში.

ნაცემი და უცხო ქვეყანაში უყველაფროდ დატოვებული აზერბაიჯანელი გოგო ერთმა კეთილმა სომეხმა ქალმა შეიფარა, თავისი აზერბაიჯანელი დაქალიც მოუყვანა კარგად საკომუნიკაციოდ და ნათესავებთან დაარეკინა. ჩამოვიდა ნათესავი, ახალგაზრდა კაცი, ბინას ვუქირავებო და რამდენიმე თვეში უკან გავაბრუნებ აზერბაიჯანში, როცა სიტუაცია დაწყნარდებაო და წაიყვანა ეს გოგო.

თითქოს ყველაფერი ნორმალურად იყო, მაგრამ ეს გოგო მალევე გაქრა. აზერბაიჯანიდან უმცროსმა დამ ძებნა რომ დაუწყო, ამ სომეხ ქალს დაურეკა, მეორეა დღეა ვერ ვეკონტაქტები და იქნებ ბინაში მიაკითხოო. მივიდა ეს სომეხი ქალი, კარი არავინ გაუღო, მეზობლებში გაარკვია, რომ დიდი ჩხუბის ხმა ისმოდა წინა ღამეს. (ცხადია, პოლიციას არავინ გამოუძახა. ეს ჯერ ვერ ვისწავლეთ ამ ქვეყანაში). დარეკა ამ სომეხმა ქალმა პოლიციაში, პოლიციამ შეამტვრია კარი და მოკლული გოგო იპოვნა ბინაში. მკვლელი თურქეთში გაიქცა. გამოცხადებულია ძებნა.

დღეს დილას საფარმა პროკურატურას მიმართა, გაგზავნა ორდერი და მოითხოვა საქმეში ჩართვა. ახლა პროკურორის გადასაწყვეტია, მოგვცემენ თუ არა უფლებას ვიყოთ ამ საქმეში იურისტებად, რადგან მოკლულის ერთადერთი ოჯახის წევრი აზერბაიჯანშია და ჯერ ის უნდა იქნეს აღიარებული უფლებამონაცვლედ.

რუსი ინფლუენსერი ქალი, რომელსაც აზერბაიჯანელი ქმარი ყავს, ღელავს, რომ მკვლელი დაუსჯელი დარჩება, ფემიციდის ეს საზარელი დანაშაული კი —შეუმჩნეველი, რადგან აზერბაიჯანში ის უკვე „ღირსების დანაშაულად“ მიიჩნიეს. ანუ ნათესავები გოგოს ადანაშაულებენ ყველაფერში და მკვლელს „ღირსების აღდგენის“ მოტივით ამართლებენ.

ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს საქმე ვიცოდეთ ყველამ: ქართველებმაც, აზერბაიჯანელებმაც, სომხებმაც და თურქებმაც. იმისთვის, რომ არაფერი მიჩუმათდეს, არაფერი დაიმალოს და მკვლელი დაუსჯელი არ დარჩეს, ჩვენ უნდა ამოვიღოთ ხმა! მოვუწოდებ ქართულ და არაქართულ მედიებს გამოიძიონ ეს საქმე. მოვუწოდებ პროკურატურას, ჩაგვრთოს საქმეში მოკლულის დის სახელით, რათა მოგვცეს საშუალება, შევისწავლოთ საქმის მასალები იმ ფემიციდისა, რომელიც უკვე სამ ქვეყანას ეხება“, - წერს ბაია პატარაია.

არსებული ინფორმაციით, თბილისში მოკლული ქალი 2005 წელს დაბადებული ფატიმა კერიმოვაა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მარნეული პოლიცია
მარნეულში შვილმა მამა მოკლა

მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე, მკვლელობა მოხდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია aktual.ge ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, 30 წლამდე ასაკის კაცმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მამა მოკლა. შემთხვევის ად...

კრიმინალი 1784282118

შსს დაკავება
ბათუმში ბინის შეძენისა და რემონტის საბაბით, მოქალაქეს 171 000 ლარამდე გამოსძალეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა,  დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.გამოძი...

კრიმინალი 1784281815

ელექტრო სტიმულაცია
რომელი დაავადებების დროს ინიშნება ელექტრო სტიმულაცია?

ელექტრო სტიმულაცია წარმოადგენს თანამედროვე ფიზიოთერაპიულ მეთოდს, რომელიც გამოიყენება ნერვული და კუნთოვანი სისტემის ფუნქციის გაუმჯობესებისთვის. იგი ეფუძნება დაბალი ინტენსივობის ელექტრული იმპულსების გამ...

საზოგადოება 1784275999

გაზი
გაზსადენის დაზიანების გამო გაზის მიწოდება მთაწმინდის რაიონში 10 000 აბონენტს ავარიულად შეუწყდა

თბილისი ენერჯის ინფორმაციით, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო გაზის მიწოდება მთაწმინდის რაიონში 10 000 აბონენტს ავარიულად შეუწყდა: ძმ. ზუბალაშვილების ქ. 34, 36, 36/34, კაკა...

საზოგადოება 1784275014

ელექტროიმპულსური თერაპია
ელექტრო იმპულსური თერაპია – როგორ მოქმედებს ტკივილის შემცირებაზე?

ტკივილი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია, რის გამოც ადამიანები ფიზიოთერაპევტს ან რეაბილიტაციის სპეციალისტს მიმართავენ. ქრონიკული თუ მწვავე ტკივილი მნიშვნელოვნად ზღუდავს ყოველდღიურ აქტივობას, ამცი...

საზოგადოება 1784273697

ზოდიაქო
17 ივლისის კოსმოსური გზამკვლევი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები დღეს?

17 ივლისის ასტროლოგიური ფონი ინტენსიური, დინამიკური და გარდამტეხი ენერგიებით ხასიათდება. დღევანდელი პლანეტარული განლაგება ხელს უწყობს ძველი, მუშაობის არმქონე მოდელების მსხვრევას და გზას უხსნის სრულიად...

ეს საინტერესოა 1784234560