თბილისში სკოლებზე თავდასხმისა და ძალადობის მომზადების ბრალდებით 14 წლის მოზარდები დააკავეს -"სანდო წყარო"
კრიმინალი • 1792854979
თბილისში, სკოლაში არასრულწლოვნებზე ძალადობისა და სკოლებზე თავდასხმის მომზადების ბრალდებით სამართალდამცველებმა 14 წლის მოზარდები დააკავეს. დაკავებულები სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები არიან. აღნიშნულ ინფორმაციას საინფორმაციო პლატფორმა „სანდო წყარო“ ავრცელებს.
„სანდო წყაროს“ ცნობით, მოზარდები ერთმანეთს ვიდეოზარით ეკონტაქტებოდნენ, ასევე კომუნიკაცია ჰქონდათ აპლიკაცია „ტელეგრამისა“ და „ტიკ-ტოკის“ არხების მეშვეობით.
როგორც ერთ-ერთი დაკავებულის მამამ „სანდო წყაროსთან“ საუბარში განაცხადა, ჩხრეკის შედეგად სამართალდამცველებმა ამოიღეს: ტაბელური იარაღი და ტყვიები; წიწაკის სპრეი; ხელთათმანები და ჩაფხუტი; დანა.
მისივე თქმით, მოზარდები ერთმანეთში 2011 წელს ოსლოში მომხდარ ტერორისტულ აქტზე საუბრობდნენ და ასევე განიხილავდნენ რეალურ მოვლენებზე გადაღებულ მხატვრულ ფილმებს, რომლებშიც ძალადობრივი ქმედებები იყო ასახული.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორივე პირი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მომზადების ბრალდებით დააკავა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-225-ე მუხლით მიმდინარეობს.
UFC-ის ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი აბუ-დაბიში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.„მინდა ყველას გაცნობოთ, რომ გამათავისუფლეს, კარგად ვარ, ჯანმრთელად და მზად ვარ გზის გასაგრძე...
სპორტი • 1794602917
14 ნოემბრის ენერგიები გამოირჩევა შინაგანი ჰარმონიის აღდგენით, კვირის ბოლოსკენ ძალების შეჯამებითა და განტვირთვის აუცილებლობით. კოსმოსური ფონი გვიბიძგებს, გადავხედოთ გასულ დღეებს, გავაანალიზოთ მიღწეული...
ეს საინტერესოა • 1794600374
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ 2026 წლის ბიუჯეტიდან დარჩენილი სახსრების განაწილების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც საბჭოს წევრებისთვის ერთჯერადად გაზრდილ ჰონორარებსა და დამატებითი ე...
საზოგადოება • 1794598054
ჩრდილო-აღმოსავლეთ ინდოეთში, ასამის შტატში, ავტობუსისა და სატვირთო ავტომობილის შეჯახების შედეგად სულ მცირე 24 ადამიანი დაიღუპა, 11 კი დაშავდა. ავტოსაგზაო შემთხვევა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის...
მსოფლიო • 1794595089
სტამბოლში, ზეითინბურნუს რაიონის სანაპიროსთან ღუზაზე მდგომი ორი სატვირთო გემი ერთმანეთს შეეჯახა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა ორივე ხომალდი დაზიანდა. არსებული ინფორმაციით, ლიბანიდან რუმი...
მსოფლიო • 1794591096
როგორც „რადიო თავისუფლებისთვის“ გახდა ცნობილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ლუკა ეხვაიას თანამდებობიდან გათავისუფლება ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის, ხან ჭენგის ვიზიტს უკავშირდება. არსებული ინფორმაცი...
პოლიტიკა • 1794584851










