ცნობილია 36 წლის მამაკაცის ვინაობა, რომელმაც 30 წლის ლაშა ამირეზაშვილს ხელი ჰკრა და მეტროს ლიანდაგებში ჩააგდო
კრიმინალი • 1733991851
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტში“ მოკლული, 30 წლის ლაშა ამირეზაშვილის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, 36 წლის ბექა მინდორაშვილია დაკავებული.
გავრცელებული ინფორმაციით, ის ახლა დროებითი მოთავსების იზოლატორშია და ბრალის ოფიციალურად წარდგენას ელოდება. დაკავებულს ადვოკატი უკვე შეხვდა.
„ჯერ მისი პოზიცია არ ვიცი, ალბათ ბრალდების წარდგენის დროს დაადგენს პოზიციას. მოტივზეც ვერაფერს ვიტყვი ჯერ“. – განაცხადა დაკავებულის ადვოკატმა.
ინფორმაციისთვის, 10 დეკემბერს, თბილისში, მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტში“ 30 წლის ლაშა ამირეზაშვილი, მეტროში მატარებლის მოსვლას ელოდებოდა, როცა მოულოდნელად, ხალხის თვალწინ, მას მამაკაცმა ზურგიდან ხელი ჰკრა და ლიანდაგში ჩააგდო. შემზარავი ფაქტის ამსახველი კადრები კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.
ადგილზე პოლიციის მისვლამდე 36 წლის დაკავებული ბექა მინდორაშვილი, ადგილზე მყოფმა ახალგაზრდებმა შეაჩერეს. თვითმხილველების თქმით, იგი არაადეკვატურად იქცეოდა და შესაძლოა, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
"ჩვენ ვაგრძელებთ დიპლომატიას, რომელიც ომის დასრულებისკენ არის მიმართული. საჭიროა შევხვდეთ და ვიმუშაოთ, რათა ომის დასრულებისთვის ღირსეული პირობები შევქმნათ. არ უნდა დაგვავიწყდეს, საიდან გაჩნდა ეს ომი ე...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1765829803
„დღეს აღმოჩნდა, რომ ის სიმართლე, რომელიც მე ქრისტემ მომცა, ძალიან აწუხებთ იმ უსამართლოებს, რომლებიც არიან ერთი რუსის ეგზარხოსი, მეორე რუსის ემისარი და მესამეც რუსის ემისარი, ეს ორი დეკანოზი ემისრები ა...
პოლიტიკა • 1765829693
ოცნების პროპაგანდისტი გოგა ხაინდრავა კინოცენტრის კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია და მათგან 955 000 ლარს მიიღებს | როგორც ეროვნული კინოცენტრის ვებგვერდზეა აღნიშნული, ხაინდრავამ სრულმეტრაჟიანი მხატვრულ...
პოლიტიკა • 1765829449
არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილს) საპატრიარქომ მღვდელთმსახურების უფლება შეუჩერა. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიზეზი საეკლესიო კანონიკური ეთ...
პოლიტიკა • 1765814591
სამოქალაქო აქტივისტი, ნენე გაბლაია, რომელიც რამდენიმე დღის წინ, რუსთაველის გამზირიდან პოლიციის თანამშრომლებმა აიყვენეს, სოციალურ ქსელში მისი "გატაცების" დეტალებს ყვება. ქალი აქტივისტი ყვება, რომ "გა...
პოლიტიკა • 1765810555
"ქართული ოცნება" უკმაყოფილოა შტატების პრეზიდენტის ქმედებებით და მისგან უფრო მეტს ელოდება. "კარგად დაიწყო, რატომ გაჩერდა ვერ ვხვდები" - ამბობდნენ დღეს ივანიშვილის პარტიაში. განსაკუთრებით უკმაყოფილო ა...
პოლიტიკა • 1765809136












